დიეტოლოგია დუკანის დიეტა: პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე 2017, 25 სექტემბერი, 15:31 პიერ დუკანის დიეტა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჩანს, მის მერ შედგენილმა მენიუმ, ბევრ ადამიანს აუხინა ოცნება და სხეულის ლამაზი ფორმები დაუბრუნა. დიეტის დაცვის დროს, ადამიანებს ხშირად აწუხებთ სხვადასხვა კითხვები. ჩვენ გთავაზობთ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე. როგორ დავიწყოთ დუკანის დიეტა? პირველ რიგში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. დიეტის პირველსავე კვირაში სხეული განიცდის ძლიერ სტრესს, ამიტომ საჭიროა ექიმმა ზუსტად გაარკვიოთ თქვენ შეძლებთ თუ არა ცილოლვანი დიეტის დაცვას და ხომ არ იქონიებს ეს თქვენს ჯენმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას. თუ სპეციალისტი არ გირჩევით დუკანის დიეტის დაცვას, მაშინ არც სხვა რომელიმე დიეტა იქნება თქვენთვის ეფექტური. როგორ მოვიქცე, თუ დიეტის დროს თირკმელების ან გულის ტკივილი მაწუხებს? -აუცილებელია, დაუყონებლივ შეწყვიტოთ დიეტა, რადგან თქვენი სხეული ამით სიგნალს გაძლევთ რომ ეს კონკრეტული დიეტა, უარყოფითად მოქმედებს მასზე. დიეტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში პირის ღრუში უსიამოვნო სუნი გამიჩნდა, ეს ნორმალურია? - დუკანის დიეტის პირველივე დღეებიდან, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაჩენა, სავსებით ნორმალურია. ეს არის, ცილოვანი საკვების სიმრავლისგან გამოწვეული, სხეულის რეაქცია. როგორც წესი, უსიამოვნო სუნი ერთი კვირის შემდეგ უნდა გაქრეს. თუმცა, თუ კანზე და პირის ღრუში აცეტონის სუნი იგრძნობა დიეტა უნდა შეწყვიტოთ და თირკმელების, ღვიძლისა და პანკრიასის მდგომარეობა შეიმოწმოთ. შეიძლება თუ არა დიეტის დროს აქტიური სპორტით დავკავდე? -როდესაც ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელია, დუკანის მეთოდით წონის დაკარგვის პროცესისას, შეგიძლიათ ჩაერთოთ ნებისმიერ აქტიურ სპორტში. თავად დუკანი გვირჩევს, რაც შეიძლება დიდი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე. რეკომენდირებულია ფეხით სიარული, სირბილი და ვარჯიში. შეიძლება თუ არა განვთავისუფლდე ცელულიტებისგან დუკანის დიეტის დროს? -თქვენ ვერ მოიშორებთ ცელულიტს, თუ მხოლოდ დუკანის დიეტას ეყრდნობით. დიეტის გარდა, აქტიური ფიზიკური ვარჯიშია საჭირო. დასაშვებია თუ არა ეს დიეტა ვეგეტარიანელთათვის? -იქიდან გამომდინარე, რომ დუკანის დიეტის დროს რაციონი ცილოვანი საკვებითაა გამდიდრებული, თქვენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს ვერ მიიღებთ. სხვადასხვა ფაზაში რაციონში მოგიწევთ ხორცის, ქათმის, თევზის ჩართვა. ვეგეტარიანელებისთვის ამ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდირებული, რადგან ეს კანისა და თმის დაზიანებას, კუნთებიდან და ძვლებიდან პროტეინის გამოდევნას და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებას გამოიწვევს. შეიძლება თუ არა დავიცვათ დიეტა ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში? - არ შეიძლება. ძუძუთი კვების დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაციები და დაბალანსებული მენიუ, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის საჭირო ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს. შეიძლება თუ არა საკვების მარილით შეზავება? -შეიძლება, თუმცა მარილის რაოდენობა დღეში 2 გრამს არ უნდა აჭარბებდეს. თქვენ არ უნდა თქვათ უარი მარილზე, ამან შესაძლოა ორგანიზმში ნატრიუმის ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს, რაც გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების პროვოცირებას იწვევს. როგორ მოვიქცე თუ დიეტა დავარღვიე? -შეგიძლიათ განაგრძოთ დიეტა. თუ თქვენს ორგანიზმს რომელიმე ნივთიერება აკლია და ამის გამო თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, შეწყვიტეთ დიეტა. რატომ გავიყინე ერთ წონაზე და შევწყვიტე კლება? -დუკანის დიეტის პირველ ფაზაში ხდება წონის სწრაფი დაკარგვა, შემდეგ ფაზებში ეს პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს. მაშინაც კი, როცა წონის კლება ერთი კვირით წყდება, ეს ნორმად ითვლება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე 30 კილოგრამი დაიკელით და ერთ წონაზე გაიყინეთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწიეთ და მეტს ვეღარ დაიკლებთ. ასევე შეიძლება წონის გაყინვა დიეტის დროს უზუსტობებმაც გამოიწვიოს. გადახედეთ თქვენს მენიუს, იქნებ რომელიმე საკვები არ ეწერა თქვენს დიეტაში. როგორ მოვიქცე თუ დიეტის დროს ყაზბობა მაწუხებს? -ეს პრობლემა ძალიან ხშირია. მის მოსაგვარებლად დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის წყალი უნდა დალიოთ. თუ ეს არ დაგეხმარათ, მიიღეთ რაიმე მსუბუქი ყაზბობის სამკურნალო პრეპარატი. რამდენად ეფექტურია დუკანის დიეტა მამაკაცებისთვის? -დუკანის დიეტა ორივე სქესის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. საჭიროა სწორი კვება და ვარჯიში, შედეგი კი ნამდვილად არ დააყოვნებს. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს! ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში ! 10 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ და არ გასუქდებით! 10 ჩვევა, რომელიც ხელს უწყობის ცხიმის დაშლასა და მეტაბოლიზმს! ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი! როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები 1312 3-ს მოსწონს
|