x
მეტი
  • 09.11.2024
  • სტატია:138142
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511852
არსებობს თუ არა სული – სამეცნიერო კვლევები და ექსპერიმენტები

მეცნიერებს ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდათ სულის არსებობის საკითხის მიმართ. ინტერესმა არაერთხელ აიძულა ისინი ექსპერიმენტების საშუალებით ჭეშმარიტება დაედგინათ, თუმცა, სრულიად მოულოდნელ შედეგებს იღებდნენ.

ღმერთი და სული

image


ღმერთისა და სულის ცნება ყოველთვის ასოციაციურ კავშირში იმყოფება. პრაქტიკულად ნებისმიერ რელიგიაში არსებობს "უზენაესის" და "მეს" ურთიერთდამოკიდებულების თანამიმდევრული სისტემა, რომელსაც გაგრძელება აქვს ადამიანის სიკვდილის შემდეგ. ბიოლოგები და ფიზიკოსები აღიარებენ კომპლექსურ მრავალუჯრედიანი ცოცხალი არსებების პირობით უკვდავებას, მათ შორის Homo sapiens-ის. მედიცინის სპეციალისტები ასევე თვლიან, რომ კონკრეტული სიცოცხლის დასრულების შემდეგ, წყდება არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ამ ადამიანის აზროვნებასთან დაკავშირებული პროცესები. რაც ნიშნავს სულის არსებობის უარყოფას. ეს კი იმით აიხსნება, რომ დღეს არსებული ხელსაწყოების მეშვეობით, ვერ მოხერხდა ფიზიკური ახსნის მოძებნა, რომელიც იმქვეყნიურ სამყაროს არსებობას დაადასტურებდა.

რაც შეეხება იმ ინტელექტუალებს, რომლებიც საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობენ, ათეისტები მათ ცრუ მეცნიერებს უწოდებენ. თუმცა, თეოლოგებთან კამათს ერიდებიან, მიუთითებენ რა მათი შეხედულების მტკიცებულებების არარსებობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ტექნიკური მეთოდებით შესაძლებელი გახდება სულის არსებობის დაფიქსირება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია სწორი ღვთისადმი რწმენეზე საუბარი – ასეთია მეცნიერების პოზიციაა.


ადამიანის გენომი და ღმერთი

image


2007 წლის აპრილში პროექტის, "ადამიანის გენომი, " დირექტორმა ფრენსის კოლინზმა (ფიზიკოს-გენეტიკოსი), როდესაც CNN-ის კორესპონდენტის კითხვებს პასუხობდა, მოულოდნელად აღიარა, რომ მას სწამს ღმერთის არსებობის, თუმცა ადრე ათეისტი იყო და ვერაფერს ხედავდა ისეთს, რისი ახსნაც მათემატიკით, ფიზიკით ან ქიმიით იქნებოდა შესაძლებელი. დოქტორი კოლინზი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანის გენომი იმდენად გენიალურადაა შედგენილი, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს შეეძლო - საუბარია 3, 5 მილიარდ რთულ ფორმულაზე, რომლბიც ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ის თვლის, მისი აღმოჩენა იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას ადამიანთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ნაადრევი დასკვნები გავაკეთოთ. უფრო ზუსტად, კოლინზი დარწმუნებულია, რომ მეცნიერები დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ემართება ადამიანს სიკვდილის მომენტში, რამდენადაც უკვე არსებული განმარტებები, მეტისმეტად პრიმიტიულია იგივე ადამიანის გენომთან შედარებით.

21 გრამი სული

image


თანამედროვე მეცნიერებისგან განსხვავებით, რომლებიც კვანტური მოვლენებბით ხელმძღვანელობენ, მედიკოსმა დუნკან მაკდუგალმა, რომელიც 100 წლის წინ ცხოვრობდა, გადაწყვიტა ადამიანის სული აეწონა ჩვეულებრივი სასწორით. ამისთვის მან ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანის წონა განსაზღვრა სიკვდილამდე და მის შემდეგ. მკვლევარმა შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: "პაციენტი გარდაიცვალა, რაც მოულოდნელად სასწორის ისრის მკვეთრ მოძრაობას დაემთხვა. წონის ვარდნა დაფიქსირდა და შეადგინა 21 გრამი.
თუმცა, გერმანელმა მეცნიერებმა, 1988 წელს გაიმეორეს მაკდუგალის ექსპერიმენტი გაცილებით უფრო ზუსტ სასწორზე, ამასთან, გამოიკვლიეს 200-ზე მეტი ადამიანი, მაგრამ მხოლოდ 0, 01 გრამის დაკარგვა დააფიქსირეს, რაც ბოლო ამოსუნთქული ჰაერის მასის ტოლია. საინტერესოა, რომ მითი 21 გრამზე გასაოცრად დამაჯერებელი აღმოჩნდა – ფილმიც კი გადაიღეს იგივე სახელწოდებით.



კლინიკური სიკვდილი

image


და მაინც, გაცილებით მეტია იმ მეცნიერთა რიცხვი, რომლებიც ცნობიერებას ისე უყურებენ, როგორც ნეიროქიმიურ პროცესებს, რომელიც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ წყდება. უფრო მეტიც, 99.99 % მეცნიერებისა ფიქრობს, რომ ისეთი მოვლენა, როგორიცაა სული, არ არსებობს ბუნებაში. თუმცა, ეს ხელს არ უშლის ზოგიერთ მათგანს ღმერთის ირწმუნოს. "სხვა ცხოვრების იმედი – წერდა უილ დურანი – გამბედაობას გვაძლევს, რომ საკუთარ სიკვდილს შევხვდეთ." ეს მხოლოდ შიშის საწინააღმდეგო წამალია.

ოპონენტები, კი პირიქით, თვლიან, რომ სული არსებობს და თავიანთ შეხედულებას უკავშირებენ ადამიანების განცდებს კლინიკური სიკვდილის დროს. "მე მითხრეს, რომ ჩემი გული გაჩერდა და სარეანიმაციო პროცედურებს ეფექტი არ ჰქონდა – ყვება ჟანა დ. პარიზიდან. – მე ზუსტად მახსოვს როგორ ავიწიე მაღლა და ექიმებს ზემოდან ვუყურებდი. ვაცნობიერებდი, რომ გარდავიცვალე, თუმცა,
შიშის გრძნობა არ მქონია. მხოლოდ ის გრძნობა დამეუფლა, რომ ყველაფერის გაკეთება ვერ შევძელი ცხოვრებაში, რასაც ვგეგმავდი. შემდეგ აზრზე მოვედი და ქირურგი დავინახე, რომელმაც მომილოცა დაბრუნება და მითხრა რომ 5 წუთის მანძილზე მკვდარი ვიყავი.

ანოქსემია (სისხლში ჟანგბადის უქონლობა)

image


ექიმმა ოლაფ ბლანკემ, ჟენევის უნივერსიტეტის კლინიკიდან, აღწერა "ასტრალურ სხეულთან დაკავშირებული ექსპერიმენტი, " და ჰალუცინაციები უწოდა. მან მოიყვანა პარალელი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში ჟანგბადის უკმარისობის დროს და რა ხდება გულის გაჩერებისას. მას ეთანხმება ცნობილი ამერიკელი ნევროლოგი კევინ ნელსონი. "ფაქტიურად ყველაფერი, რასაც ავადმყოფები ამ მდგომარეობაში ხედავენ, ეს სიზმარია მის ყველაზე ნელ ფაზაში, – თვლის ნელსონი. – მაგალითად, ზოგიერთი ავადმყოფი, რომელიც კომაში იმყოფებოდა, გამოღვიძების შემდეგ დარწმუნებულია, რომ ეღვიძა, იმდენად რეალურია მისი შთაბეჭდილებები. მრავალრიცხოვანმა გამოკითხვებმა იმ ადამიანების, რომელთაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს, აჩვენა, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო მოეყოლა იმ სხვა დეტალების შესახებ, რომელიც მათთვის იქნებოდა ცნობილი, ნამდვილად "საკუთარ სხეულზე ზემოთ რომ ეფრინა."


ასევე დაგაინტერესებთ:


მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება


იმქვეყნიური სამყაროს არსებობასთან დაკავშირებით მეცნიერებმა პირველი სერიოზული მტკიცებულება მიიღეს


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!


როგორ ანადგურებს სელფი ადამიანის ფსიქიკას – ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დასკვნა


2016 წლის ნობელის პრემია: ლაურეატმა დაამტკიცა, რომ მარხვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენა აქვს ლოცვას ჩვენს ჯანმრთელობაზე


3
2372
20-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
2372
  
2017, 26 სექტემბერი, 12:53
საინტერესო სტატიაა, იაპონელი მეცნიერების კვლევებმა იაპონიის რამდენიმე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებებში დაამტკიცა, რომ სიკვდილის დადგომისთანავე მიცვალებულის გვამი გარკვეულწინად მსუბუქდება.
ეს სულია თუ რაცაა დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია...
2017, 26 სექტემბერი, 11:21
სტატია კარგია, მაგრამ პირადად მე მაჰაიანური ბუდიზმის ვერსია უფრო მხიბლავს. ბუდისტურ დოქტრინას ვეთანხმები. საკითხი არასწორადაა დასმული. აქ თავიდანვე მონოთეიზმის პოზიციიდან მიდის საუბარი. რა მონოთეიზმის გარდა სხვა სწავლება არ არსებობს? :დდდ...
2017, 26 სექტემბერი, 10:31
ვგიჟდები ასეთ სტატიებზე.
0 1 3