სხვა სილამაზის 5 დედოფალი,რომელთა სიცოცხლე მკვლელობით დასრულდა 2017, 21 სექტემბერი, 15:27 1)აგნეშკა კოტლიარსკა(პოლონეთი)
![]() 1990 წელს გოგონა მის პოლონეთი გახდა, სწორედ ამის შემდეგ გამოუჩნდა გოგონას უცნობი თაყვანისმცემელი სახელად ეჟი. მამაკაცი ემუქრებოდა და თან სიყვარულს უხსნიდა, პირდაპირ კონტაქტზე არასდროს გამოდიოდა, ამიტომ გოგონა ყურადღებას არ აქცევდა, 1991 წელს გოგონა "მის ინტერნაციონალი" გახდა, რის შემდეგაც ნიუ-იორკში გადასახლდა და სამოდელო კარიერა გააგრძელა, გათხოვდა კიდეც და იდუმალი პათოლოგი თაყვანისმცემელი საერთოდ გადაავიწყდა. ![]() 1996 წელს ცოლ-ქმარი სახლიდან გამოვიდა დ საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მოულოდნელად მამაკაცი დაესხათ თავს დიდი დანით შეიარაღებული, მან აგნეშკას ქმარს იაროსლავს ფეხში დაარტყა დანა, ქალი ქმრის დასახმარებლად გაიწია, მამაკაცი მოუტრიალდა და ოთხჯერ ჩასცხო დანა აგნეშკას. ![]() 36 წლის პროგრამისტი იმავე დღეს დააკავეს, სასამართლოზე მამაკაცმა განაცხადა, რომ აგნეშკამ გათხოვების შემდეგ "საბოლოოდ დაუნგრია ცხოვრება და მას აუცილებლად შური უნდა ეძია." 2) მარია ხოსე ალვარადო-ჰონდურასი ![]() 19 წლის "მის ჰონდურასი" ლონდონში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც "მის მსოფლიოს" ფინალური ეტაპი უნდა გამართულიყო.თუმცა ის და მისი და ერთ საღამოს მოულოდნელად უგზო-უკვლოდ გაქრნენ, მარია იმ საღამოს თავის დის, სოფიას ბოიფრენდის დაბადების დღეზე იყო, მათ დაკარგვის შესახებ პოლიციაში განცხადება სოფიას ბოიფრენდმა, პლუტარქო რუსიმამ შეიტანა. ![]() პოლიციამ დაიწყო გოგონების ძებნა, ძებნაში განსაკუთრებით და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო პლუტარქო რუსიმა, რამაც პოლიციელები დააეჭვა, საბოლოოდ რუსიმა დააკავეს, როგორც გაირკვა მამაკაცი ეჭვიანობის გამო წონასწორობიდან გამოვიდა, ჯერ მოკლა სოფია და ხოლო მისი და მარია, როგორც არასასურველი მოწმე, მოიშორა.. გოგონების გვამები მდინარის პირას დამარხულები აღმოაჩინეს. ![]() 3)სვეტლანა კიტოვა-რუსეთი ![]() ფოტომოდელი და "მის მსოფლიო-1996" იყო რუსეთში № 1 ქილერის, ცნობილი კრიმინალის ალექსანდრ სოლონიკის საყვარელი, ახალ წელს გოგონა სოლონიკმა საბერძნეთში საკუთარ ვილაზე მიიწვია, მკვლელობის წინა ღამეს სვეტლანა დედას ელაპარაკა ტელეფონით და განუცხადა, რომ აქ ზღაპრული სილამაზეა, ულამაზესი ბაღით, შადრევნებით და სკულპტურებით..თავი სამოთხეში მგონიაო..ეს ბოლო სიტყვები წინასწარმეტყველურად აუხდა. ![]() ![]() 4)მონიკა სპირი-ვენესუელა ![]() ![]() მათი დანახვისთნავე ტომასი და მონიკა ავტომობილში ჩაიკეტნენ, რის შემდეგაც დამნაშავეებმა ცეცხლი გახსნეს. გამოძიების ვარაუდით, ერთ-ერთმა მათგანმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, როდესაც დამნაშავეებმა სცადეს მათი გაქურდა, რაც გახდა შემდგომში მათი მოკვლის მიზეზი. ისინი ადგილზევე გარდაიცვალნენ. მონიკას ხუთი წლის ქალიშვილი მაია, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი. გადარჩა. გოგონა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ![]() 5) ალექსანდრა პეტროვა-რუსეთი
2527 10-ს მოსწონს 1-ს არა
|