შოუბიზნესი იუნა შაფათავა-ეს იდიოტკა საქართველოს სახელით ვინ წარადგინა? 2017, 16 სექტემბერი, 9:46 "ეს იდიოტკა საქართველოს სახელით ვინ წარადგინა? თვითმარქვიობაა თუ დაუცურდა ვიღაცას? თავისი სახელით ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, საქართველოს სახელით ნუ გამოდის, რა"-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა. როგორც ირკვევა ქალაქ ნიუ-იორკში 28-29 სექტემბერს გაიმართება სილამაზის საერთაშორისო კონკურსი " Ms. Tourism International", სადაც საქართველოს სახელით ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი - ცისნამი საყვარლიშვილი წარსდგება. კონკურსის მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგი და ტურიზმის განვითარება. იქვე კომენტარებში რამდენიმე ინტერნეტმომხარებელი გამოესარჩლა კონკურსში მონაწილე ცისნამი საყვარლიშვილის და იუნას საყვედურობენ, თუ რას უწუნებს და რა დაუშავა ამ გოგომ. იქვე შაფათავა პასუხობს:"რაც არ იცით ნუ ერევით, ჩვეულებრივი გიჟია და აფერისიტი." იქვე დასძენს :"არ შეიძლება ამ იდიოტკას გამოსვლა კონკურსებზე ქვეყნის სახელით." იქვე ნიუ-იორკში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ქართველი იუნას მხარს უჭერს:"ნეტაა მარტო ეგ იყოს მაგის ნაკლი იუნა, მაგის "ბალელშიკებმა ეტყობა არ იციან ამის საქმიანობა." ცისნამი საყვარლიშვილი უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს თავისი ოჯახისგან ძალიან შორს.ერთადერთი შვილის და საყვარელი ადამიანების მონატრება მისი ცხოვრების დიდ ტკივილად და ასევე სტიმულად არის ქცეული. არის ბლოგერი და სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამასთნავე კარგი კულინარია.მისი ერთ-ერთი შემოსავლის წყარო სწორედ მის მიერ დამზადებული კერძებია. 782 5-ს მოსწონს 3-ს არა
|