მხატვრობა გორელი თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება და ნახატებით გადმოცემული ემოციები-გაიცანით მარიამ ჩხიკვაძე 2017, 16 სექტემბერი, 16:21 საქართველოში უამრავი ნიჭიერი, მაგრამ დაუფასებელი ახალგაზრდაა და ეს სიახლე სულაც არ არის, მაგრამ ნიჭი, რის ნიჭია, ოდესმე რომ არ დაფასდეს და ზუსტად ამ ენთუზიაზმით ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები აგრძელებენ საყვარელი საქმის კეთებას. არც ისაა ვინმესთვის სიახლე, რომ ქართველები ზოგადად ნიჭიერი ხალხი ვართ, მერწმუნეთ არც ზედმეტი პატრიოტიზმი და არც მიკერძოებულობა მალაპარაკებს-ეს ფაქტია. გორელი მარიამ ჩხიკვაძე ერთ-ერთია ასეთ ახალგაზრდებს შორის და საბედნიეროდ გორში მისნაირი კიდევ ბევრია. ახალგაზრდა და ნიჭიერი მარიამი თვითნასწავლი მხატვარია, მისი შემოქმედებითი ხასიათი შესანიშნავადაა გადმოცემული მის ნახატებში. ![]() მისთვის ხელოვნება განუყოფელი ნაწილია, ამბობს რომ ბავშვობიდან გრძნობდა ხელოვნებისადმი სიახლოვეს, თუმცა საკმაო დრო დასჭირდა იმის გადასაწყვეტად, ხელოვნების რომელ სფეროში სურდა ყოფნა. სცადა მუსიკაც, სპორტიც, მაგრამ საბოლოოდ ხატვამ გაიტაცა. თავისი ნამუშევრებით მუდამ უკმაყოფილოა, მიაჩნია რომ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა და დახვეწა სჭირდება, იმისთვის რომ კარგი მხატვარი გახდეს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() p.s მარიამმა ტრადიციული ფორმის ინტერვიუზე უარი თქვა, ამიტომ ჩვენი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში არ წარმართულა. 83 10-ს მოსწონს
|