სხვა რესტავრატორების ფატალური შეცდომები, რომლებმაც აალაპარაკა მთელი მსოფლიო 2017, 15 სექტემბერი, 10:13 რესტავრატორების ძირითადი საქმე დაზიანებული ხელოვნური ნიმუშების აღდგენაა. ამ საქმესაც სჭირდება შემოქმედობითობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ უმნიშვნელო შეცდომასაც კი შეუძლია შედევრის გაფუჭება.
დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ სენსაციურ შემთხვევებს, სადაც ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები გეგმისამებრ არ წარიმართა. 1. წარუმატებელი აღდგენის ყველაზე სენსაციური შემთხვევა ესპანეთში მოხდა. 80 წლის სესილია ჯიმენზი ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იესოს გამოსახულების აღსადგენად გამოიძახეს. ხანდაზმული ქალბატონის მხედველობის გამო ფრესკა საშინლად დამახინჯდა და იოტისოდენა მსგავსებაც კი არაა ორიგინალსა და სესილიას "ნამოქმედარს" შორის. დავა უსასრულოა ბოროტი ხუმრობისა თუ ასაკის ბრალია ფაქტი, თუმცა ფრესკა ამ სახით მსოფლიომ გაიცნო, სესილიას კი გოია (მხატვრის ზედმეტსახელი) დაერქვა. 2. რესტავრაციის ყველაზე მასშტაბური სამუშაოები ХХ–ე საუკუნეში სიისტინის სამლოცველოს ფრესკაზე იყო, თუმცა ხელოვნების კრიტიკოსებმა მიიჩნიეს წარუმატებლად. მიქელანჯელოს შედევრის გაწმენდვის დროს ერთ–ერთმა პერსონაჟმა თვალები დაკარგა. 3. 2010 წელს, იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის რეზიდენციაში შესასვლელთან დამონტაჟდა მარსის და ვენის ქანდაკებები, რომლებიც 175 წლით თარიღდება. ფიგურები ნაპოვნია სხეულის ნაწილების გარეშე. ბერლუსკონმა ქანდაკების აღდგენის ბრძანება გასცა, თუმცა ხელოვნების კრიტიკოსებმა პრემიერ-მინისტრის იმპულსი არ შეაფასეს. რესტავრატორები ვანდალიზმში დაადანაშაულეს, რადგან აქამდე არაა ცნობილი დაზიანებამდე თუ როგორ გამოიყურებოდა ქანდაკება, რის გამოც მას პირვანდელი სახე დაუბრუნეს. 4. რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მოხდა ლენინის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები, რომელმაც შედეგად გრძელი ხელი და სულ სხვა სახე მიიღო. ძეგლი დიდი ხნის განმავლობაში ასეთი სახით დარჩა, თუმცა საზოგადოებას თვალში მხოლოდ 2016 წელს მოედო. მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერს ძველი სახე დაუბრუნეს. 5. ესპანეთში მატრირას უძველესმა ციხის რეკონსტრუქციამ ძალიან დიდი კამათი გამოიწვია. მას თანამედროვე სახე მიეცა. რესტავრატორ კარლო კევედო როხასს უბრალოდ სურდა ძველი და თანამედროვე შენობებისთვის ხაზი ასეთი გზით გაესვა, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო კონტრასტი. არქიტექტორების ავტორიტეტულმა საზოგადოებამ Architizer–მა კარლოსის მხარე დაიჭირა და ჯილდოც გადასცეს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე უკმაყოფილოა. 6. 2014 წელს, კაიროს მუზეუმის თანამშრომელმა ტუტანჰამონის 10 კილოგრამიანი ოქროს ნიღაბი შემთხვევით ჩამოაგდო, რომელსაც წვერი მოსტყდა. იმის მაგივრად, რომ პროფესიონალი რესტავრატორისთვის მიეკითხა, დახმარება ქმარს სთხოვა, რომელმაც წვერი წებოთი მიაწება, წებოთი დათხვრილი ქანდაკების გაწმენდის მცდელობისას კი ის საშინლად დაკაწრა. საბედნიეროდ, მოგვიანებით ქანდაკება უკვე პროფესიონალებმა აღადგინეს. 7. კანადაში, ქალაქ სადბერში ღვთისმშობლის ქანდაკებას, რომელსაც ხელში იესო უკავია, დაუდგენელმა პირებმა ყრმის თავი ვანდალურად მოტეხეს და სადღაც წაიღეს. მხატვარი ხიზერ უაიზი გამოიძახეს ახალი თავის გამოსაძერწად, თუმცა მისმა ნაშრომმა უკმაყოფილების პროვოცირება გამოიწვია. მოგვიანებით, ქანდაკების თავის გამტაცებელს გული მოულბა და ნაქურდალი დააბრუნა. ჩვილი იესოს ქანდაკება აღადგინეს. იხილეთ აგრეთვე: ● ყველაზე დიდი შეცდომები ისტორიაში, რომლებიც დღემდე დამახინჯებულად იცით ● როგორ გამოიყურება ჯულიეტას სახლი-სიმართლე, რომელიც აქამდე არ იცოდით 125 19-ს მოსწონს
|