x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა მოხდება თუ "დისნეის პრინცესებს" მაკიაჟს მოვაცილებთ?!
სიტყვა კოსმეტიკა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს წესრიგის დამყარებას, მოწესრიგებას. დღემდე არაა დადგენილი თუ რომელი ქვეყანა ითვლება კონკრეტულად კოსმეტიკის სამშობლოდ, თუმცა არსებობს მოსაზრებები ეგვიპტესა და საბერძნეთს შორის.


გავრცელებული მოსაზრების მიხედვით პირველად კოსმეტიკური საშუალებები ეგვიპტეში გამოიგონეს. ეგვიპტის ცნობილმა დედოფალმა "კლეოპატრამ" პირველად შეიღება თვალები და წაისვა ტუჩის საცხი (პომადა). ეგვიპტურ მაკიაჟში განსაკუთრებული ყურადღება თვალებს ექცეოდა: თვალებზე სპეციალური ჩხირით და სქელი შავი სითხის მეშვეობით, კონტურს იკეთებდნენ, სახისთვის ტონალობის მისაცემად ხმარობდნენ ყვითელ და წითელ ჟანგმიწას.


საბერძნეთის ვერსიის მხარდამჭერნი ამტკიცებენ, რომ კოსმეტიკა გამოიგონა ძველი ბერძნების სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთმა "აფროდიტემ". მან შექმნა ულამაზესი ყვავილი ვარდი, რომლის ფურცლებისგან შესანიშნავ აბაზანებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებდა.


სინამდვილეში კოსმეტიკის ისტორია იმდენსავე საუკუნეს ითვლის, რამდენსაც კაცობრიობის ისტორია, თუმცა დროსთან ერთად მან განიცადა ცვლილებები და დღეს უკვე ქალისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი საშუალებაა, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა მალე დაეკარგება. ადამიანები- მანდილოსნები თუ მოზარდები ვეღარ ინარჩუნებენ ბუნებრივ იერსახეს, ჩვენს საყვარელ გმირებსაც ფილმებსა თუ მულტიპლიკაციურ ფილმებში პერსონაჟებს მხოლოდ მაკიაჟით ვხედავთ, ამიტომ ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა გადაწყვიტა პატარა ექსპერიმენტის ჩატარება და ჩვენს საყვარელ დისნეის პრინცესებს მოაცილეს მაკიაჟი, შედეგი კი თავად ნახეთ:




პირველ ფოტოზე წარმოგიდგენთ ზღაპრის გმირებს- დისნეის პრინცესებს მაკიაჟით, ხოლო მეორე ფოტოზე მაკიაჟის გარეშე.




1. ელზა. მულტფილმი "გაყინული".

imageimage



2. არიელი. მულტფილმი "ქალთევზა არიელი".

imageimage



3. მულანი.

imageimage




4. პოკაჰონტასი.

imageimage



5. ტიანა.

imageimage



6. ბელი. მულტფილი "ურჩხული და მზეთუნახავი".

imageimage





7. ჯასმინი. მულტფილმი "ალადინი".

imageimage





8. ფიფქია. მულტფილმი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა".

imageimage

3
426
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
426
  
2015, 16 აგვისტო, 23:43
მაინც კარგები არიან
2015, 13 აგვისტო, 22:35
ყველა ლამაზი დარჩა ელზას და ფიფქიას გარდა
0 1 3