x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დიადი გამომგონებლები, რომლებიც ემსხვერპლნენ საკუთარ გამოგონებებს
გამომგონებლები, მხოლოდ გამომგონებლები როდი არიან, მათ მიერ შექმნილი ნივთები საუკუნეზე მეტს ითვლის და დღემდე მოსახლეობისთვის გახსნილ კულტურას წარმოადგენენ. მათ ხომ ხშირ შემთხვევაში ათეული წლის გნამავლობაში გაუმჯობესების მიზნით აწარმოეს პროექტები, რათა შემდეგ მსოფლიოსთვის წარედგინათ საკუთარი შედევრი და პრაქტიკული გაეხადათ ამით ჩვენი ყოფითი როლი. ამ ინოვაციურმა გამოგონებებმა კი მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, მათი წარმომავლობის შესახებ კი ბევრი არაფერი გვსმენია, თუმცა ისტორიას შემორჩა კარგიც და ცუდიც.


image


დღევანდელ სტატიაში დიად გამომგონებლებზე მინდა გესაუბროდ, რომლებიც საკუთარ გამოგონებებს ემსხვერპლნენ და ღრმა კვალი დატოვეს ისტორიაში.



1. Franz Reichelt (1879 - 1912). წარმოშობით ავსტრიელი, საფრანგეთში მცხოვრები მკერავი, საქვეყნოდ პოპულარული გახდა ფსევდონიმით "მფრინავი მკერავი". ის დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო შეექმნა ავიატორის ლაბადა. შექმნილი შედევრი მანეკენებზე დატესტეს და დადებითმა შედეგმაც არ დააყოვნა. 1912 წლის 4 თებერვალს კი ის ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა საკუთარი გამოგონებით და სპეციალურად შეკრებილი საზოგადოების თვალწინ ეიფელის კოშკის პლატფორმიდან გადმოხტა. ის ასფალტზე დაცემისთანავე გარდაიცვალა, თუმცა მაინც იქნა გადაყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში.



წარუმატებელ ნახტომზე კი არაერთი სტატია დაიწერა გაზეთებში.


imageimage




2. Max Valier-ი (1895 - 1930) იყო დეველოპერი სარაკეტო ტექნიკისა გერმანიაში და ერთ-ერთი დამფუძნებელი Verein f r Raumschiffahrt ("Society for Space Flight"). ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში, კომპანიის მონაწილეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შეეძლო ფრენა კოსმოსში. 1930 წელს საზოგადოდ განვითარდა სარაკეტო ძრავის თხევად საწვავზე გამოყენება. მაქსს თავად სურდა ტესტირებაში მონაწილეობის მიღება და მართვა ავტომობილისა, სადაც ეს აგრეგატული საწვავი გამოიცდებოდა. სამწუხაროდ მართვის დროს, ძრავამ გამოისროლა ლითონის მეტალი, რამაც გადაუჭრა მაქსს არტერია და ის დაიღუპა.

image




3. Otto Lilienthal (1848 - 1896). იგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პიონერი ავიაციაში. ერთ-ერთი პირველია, ვინც წარმატებული პლანერი გამოიგონა და განახორციელა 2000-ზე მეტი ფრენა ცაში. თუმცა, 1896 წლის 9 აგვისტოს, მისი პლანერი შეფერხდა 56 ფუტ-სიმაღლეზე და მიღებული ტრავმებისა და დაზიანებების შედეგად, ის მეორე დღეს გარდაიცვალა.

imageimage




4. ამერიკელი Harry Deglien (1921 - 1945) და კანადელი Louis Slotin (1910 - 1946). ფიზიკის მოყვარულები ფართოდ სწავლობდნენ რადიაციას. მუშაობდნენ ატომურ ბომბზე და ახალ მექსიკაში, ლოს-ალამოსის ლაბორატორიაში წარუმატებელი ექსპერიმენტის დროს დაიღუპნენ, როდესაც რიგი შეცდომების გამო ჯაჭვური რეაქცია კონტროლიდან გამოვიდა. დეგლიენმა მიიღო რადიაციის სასიკვდილო დოზა და 25 დღის შემდეგ დაიღუპა.

imageimage




5. Jean-Francois De Rozier Pilatre (1754 - 1785). იყო პიონერული ავიატორი (მფრინავი). მან პირველმა შეძლო საჰაერო ბურთით ფრენა 1783 წლის 21 ნოემბერს, თუმცა მისი მეორე რეისი აღმოჩნდა წარუმატებელი. 1785 წლის 15 ივნისს კომპანიონთან Pierre Romain-თან ერთად ლა-მანშის გადაკვეთის დროს დაიღუპა. ახალი საფრენი ბურთი, რომელიც მან შექმნა, წყალბადსა და ცეცხლზე მუშაობდა. ფრენის მომენტში, როდესაც ლა-მანშს კვეთდნენ, ამოვარდნილმა ქარმა ჩააქრო ცეცხლი და საფრენი ბურთი 1500 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. შესაბამისად კი იმსხვერპლა გამომგონებელი მგზავრები.

imageimage




6. Horace Lawson Henley (1823 - 1863). ჰენლი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა კონფედერატების მხარეს. იგი იყო სამხედრო ინჟინერი და შექმნა ხელით ორიენტირებადი წყალქვეშა ხომალდი. ერთ-ერთმა მისმა გამოგონილმა ხომალდმა იმსხვერპლა სწორდ ის.


პირველი ტესტირება წყალქვეშა ხომალდისა წარუმატებლად დასრულდა, კორპუსის გარღვევის გამო ის ჩაიძირა და მასზე მყოფი გუნდიც დაიხრჩო. 1863 წლის 15 ოქტომბერს გემი კვლავ ჩაიძირა და ეკიპაჟის 8 წევრიც მასთან ერთად, თუმცა სანამ ის ჩაიძირებოდა, მათ მოახერხეს მტრის გემის ჩაძირვაც და ეს პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როდესაც წყალქვეშა გემმა მტრის გემი ჩაძირა ბრძოლის დროს.

imageimage




7. Aurel Vlaicu (1882 - 1913). იყო ინჟინერი და გამომგონებელი, დაიბადა რუმინეთში. პირველი თვითმფრინავი ააგო 1910 წლის 17 ივნისს და პირველი წარმატებული ფრენაც განახორციელა. მას შემდეგ არაერთი თვითმფრინავი ააგო და მიიღო მონაწილეობაც საჰაერო წარმოდგენებში. სამწუხაროდ, 1913 წლის 13 სექტემბერს საკუთარი თვითმფრინავით კარპატების გადალახვის დროს დაიღუპა. ახალი თვითმფრინავის Vlaicu 3-ის მშენებლობის პროცესში იყო, როდესაც შეიტყო, რომ სხვა რუმინელი მფრინავები კარპატების ქედის გადაფრენას აპირებდნენ, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ძველი თვითმფრინავით მიეღო მონაწილეობა და შედეგად დაიღუპა.

image

2
547
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
547
  
2016, 23 აპრილი, 15:44
მადლობა ალექს.
2016, 23 აპრილი, 10:37
ძალიან კარგი სტატიაა
0 1 2