x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეკატერინე მე-II-ს კაცების სრული სია- მათ რაოდენობას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდით (1 ნაწილი)
დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ დედოფალი ეკატერინე მე-2-ს (1729—1796) მამაკაცთა სია, რომლის შემადგენლობაში 21 მათგანია ოფიციალური ქმრებიდან დაწყებული, ფავორიტ და საყვარელი მამაკაცით დამთავრებული და დედოფალს ყველა მათგანთან ჰქონა ინტიმური ურთიერთობა.


1. ეკატერინე დედოფლის პირველი ქმარი იყო Пётр Фёдорович-ი, იგივე იმპერატორი პეტრე მე-III (1728-1762). მათ 1745 წლის 21 აგვისტოს იქორწინეს, მათი ქორწინება კი 1762 წლის 28 ივნისს პეტრე მე-III-ის გარდაცვალების გამო დასრულდა. მეფის იმპოტენციის გამო, ცოლ-ქმარს არ ჰქონდა ხშირად ინტიმური ურთიერთობა, მოგვიანებით კი ეს პრობლემა ოპერაციის საშუალებით მოაგვარეს.

image





2. ქორწინების ქვეშ იმყოფებოდა ეკატერინე დედოფალი, როდესაც ჰქონდა რომანი Сергей Васильевич Салтыков-თან (1726—1765). მათი რომანი 1752 წელს დაიწყო და 1754 წლის ოქტომბერში შეწყდა ბავშვის დაბადების მიზეზად, რომლის ბიოლოგიურ მამად ისტორიული წყაროების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ რომ სერგეი სალტიკოვი სახელდება. ამ ამბის გამო ის პეტერბურგიდან გააძევეს და შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მაცნედ დაიწყო მუშაობა.


image





3. 1756 წელს ეკატერინე დედოფლის მორიგი საყვარელი იყო Станислав Август Понятовски (1732—1798). თუმცა, 1758 წელს კანცლერის Вильямс Бестужев-ის გადაყენების შემდეგ, სტანისლავმა დატოვა პეტერბურგი. ამ რომანის შემდეგ გაუჩნდა დედოფალს ქალიშვილი ანა. სწორედ ქალიშვილის დაბადების შემდეგ განაცხადა მეფე პეტრე მე-III-მ ხმამაღლა და საჯაროდ: "მხოლოდ ღმერთმა უწყის ჩემი ცოლი როგორ ორსულდება, ფაქტია რომ არ შეიძლება ისინი ჩემი შვილები იყვნენ, თუმცა კი ვაღიარე შვილებად, ალბათ მომავალში ეკატერინე მათ გახდის პოლონეთის მეფედ ან დედოფლად, შესაბამისად მოახდენს პოლონეთის ანექსირებას და შემოუერთებს რუსეთს".

image





4. ეკატერინე დედოფალი არ მოეშვა საიდუმლო საყვარლებს და მისი მომდევნო მამაკაცი იყო Григорий Григорьевич Орлов-ი (1734—1783). ორლოვი გრაფი Шверин флигель-адъютант Фридрих მე-II-ს მცველი იყო. დედოფალთან რომანი კი 1759 წელს დაიწყო, მის ცოლად მოყვანასაც გეგმავდა პეტრე მე-III-ის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა საყვარელი ქალების ფართო სია ჰქონდა მასაც და დედოფალმა ამის გამო გადაიფიქრა მასზე გათხოვება. მათ საერთო ვაჟიც კი ჰყავდათ- ალექსეი, რომელიც 1762 წლის 22 აპრილს დაიბადა.

image





5. Александр Семёнович-ი (1746—1803/1813) 1772 წლის სექტემბრიდან დედოფლის ოფიციალური საყვარელი იყო, რომელიც მეფის კარზე მსახურობდა და წარჩინებული სამსახურისთვის წოდებასთან ერთად ოქროს სათუნუქე ყუთიც კი გადაეცა ჯილდოდ. 1774 წელს ის მოსკოვში დავალებით გაიგზავნა და ბოლოს დარჩა კიდეც იქ, დედოფალმა კი მასთამ ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოინდომა იმის გამო, რომ მათ შორის ასაკში სხვაობა 14 წელი იყო და ცოტა მოსაწყენ პიროვნებად მიაჩნდა.

image





6. Григорий Александрович Потёмкин-ი (1739—1791) დედოფლის ოფიციალური საყვარელი გახდა 1775 წელს. 1776 წლის აპრილში მას ქალიშვილიც გაუჩინა- ელიზაბეტი. გრიგორის არასოდეს შეურთავს ცოლი, წლების მანძილზე ინარჩუნებდა ეკატერინესთან მეგობრულ ურთიერთობას და მთელი თავისი ცხოვრება და ფინანსები ძმისწულების აღზრდა-განათლებას მიუძღვნა.

image




7. Пётр Васильевич Завадовский (1739—1812) დედოფლის ასევე ოფიციალური საყვარელი იყო 1776 წლის ნოემბრიდან. 1777 წლის მაისში ეკატერინეს Зоричем-თან გაცნობამ კი მათი ურთიერთობა დააზარალა, ამიტომ ზავადოვსკი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო დედაქალაქში, შეუდგა ქალაქის ადმინისტრაციულ საქმიანობას და 1780 წელს ცოლად შეირთო Вера Николаевна Апраксина.

image





8. Семён Гаврилович Зорич-ი (1743/1745—1799) 1777 წლის ივნისში დედოფლის პირად მცველად დაინიშნა. 1778 წლის ივნისში კი მის მიერ 14 წლით პატარა დედოფლის დაცვამ დისკომფორტი გამოიწვია საზოგადოებაში და ამიტომ სამსახურიდან დაითხოვეს.

image




9. Иван Николаевич Римский-Корсаков-ი (1754—1831) ასევე დედოფლის ოფიციალური საყვარელი იყო. 1778 წლის ივნისში ეკატერინეს პირადი მცველობა ზორიჩის შემდეგ ვიღაცას უნდა ეკისრა. სწორედ მაშინ მოხდა დედოფალზე 25 წლით ახალგაზრდა, ძალიან მომხიბვლელი და არაჩვეულებრივი ხმის პატრონი- ივან კორსაკოვის შერჩევა. იმასაც ამბობდნენ, რომ ეკატერინე დედოფალს მისთვის სპეციალური მოწვევით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო მუსიკოსებიც კი ჩამოჰყავდა. მალევე დაიწყო ივანმა საქვეყნოდ ამაყად და თავმომწონედ განცხადება დედოფალთან ინტიმური ურთიერთობის შესახებ, რის გამოც ეკატერინე მას დაშორდა. მასთან რომანის შემდეგ თავმომწონე ივანმა ურთიერთობა გააბა თავისზე 10 წლით უფროს გრაფინია ეკატერინე სტროგანოვთან. მათი რომანის გამო კი სტროგანოვს ქმარი გაშორდა და დარჩენილი ცხოვრება მათ ერთად გაატარეს ორი საკუთარი შვილის გარემოცვაში.

image




10. Иван Варфоломеевич Страхов-ი (1750—1793) გრაფი Н. И. Панина-ს პროტეჟე იყო. ოფიციალური ვერსიით სტრახოვი ეკატერინე დედოფლის საყვარლად არ სახელდება, ის უბრალოდ მისი გულმხურვალე თაყვანისმცემელი იყო. ერთხელ, როდესაც დედოფალმა შესთავაზა, რომ მზად იყო მისი ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა სიკეთის გამოვლენის მიზნით (მოტივი არ ეწერა წყაროში), სტრახოვი მას მუხლებში ჩაუვარდა და გიჟური სიყვარულის გამოვლინებას ცოლობის თხოვნის მუდარით ცდილობდა. ფაქტმა დედოფალი შეაშფოთა და მუდმივად გაურბოდა მას.




P.S. გაგრძელება იქნება...

6
11774
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
11774
  
2020, 8 მარტი, 4:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 21 თებერვალი, 15:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 25 ივნისი, 21:53
ეკატერინე მეორე გერმანელი იყო და არა რუსი. რუსეთს მართავდა.
2017, 20 იანვარი, 5:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 1 ოქტომბერი, 23:54
მათ ყლორტებზე აღმოცენებულ რუს ქალებს რა შეცვლით?
2016, 29 სექტემბერი, 15:26
გაგრძელება იქნება... :D საღოლ ეკას :D :D :D
0 1 6