x
image
Maia kordzadze
საქართველოში სხვადასხვა რეგიონებში გავრცელებული ტყეების ხანძრის შესაძლო ვერსიები გამოცხადდა
კახი კალაძე
საქართველოში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო ხანებში ტყეების ხანძარი უფრო ხშირად დივერსიის შედეგია.

პირველად, ეს ვერსია საჯაროდ გამოცხადდა აგვისტოს ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის- გიორგი მღებრიშვილის მიერ, მაგრამ მან თქვა, რომ დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს.


მისი თქმით, 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობის დაწვაზე მუშაობს ათეულობით გამომძიებელი, რომლებიც ასევე განიხილავენ ტყის დაწვის ვერსიებს.

image


ყოფილი ენერგეტიკის მინისტრმა და ახლა თბილისის მერის კანდიდატმა- კახა კალაძემ ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საქართველოში ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელიც ამ ზაფხულს უფრო ხშირი იყო, შეიძლება დივერსიის შედეგი ყოფილიყო".



ამავდროულად მან დასძინა, რომ არ შეუძლია დაასახელოს დივერსიის ორგანიზატორები. "ეს უნდა გაკეთდეს შესაბამისი სტრუქტურების მიერ, რადგან 2008 წლიდან დღემდე არ გვხვდებოდა ტყეების ხანძარი, " - განაცხადა კალაძემ.


image


ქართველი სამხედრო ექსპერტი, ჟურნალ"არსენალის" რედაქტორი- ირაკლი ალადაშვილი ორშაბათს, ინტერვიუში ყოველდღიურ "კვირის პალიტრაში" ვარაუდობს, რომ საქართველოში ტყის ხანძარი თითქმის ადამიანისთვის მიუწვდომელ ადგილებში, შეიძლება განხორციელდეს დივერსანტთა მიერ დრონის საშუალებით, დისტანციურად.



"ეს დივერსიული ტექნოლოგია ცნობილია და სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო უწყებებმა არა ერთხელ გამოიყენეს, " - განაცხადა ი. ალადაშვილმა.


დრონი


იმავდროულად, ორშაბათს, სამაშველო ძალები, მეხანძრეები და სამხედრო ვერტმფრენები აგრძელებენ ტყის ხანძარის ჩაქრობას კახეთის რეგიონში და აჭარაში.



0
224
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0