საზოგადოება მაშველებმა საქართველოს სანაპიროებზე, გასულ თვეში,მშობლებს 109 ბავშვი დაუბრუნა 2017, 10 აგვისტო, 17:16 საქართველოში, ურეკში 116 ბავშვიდან- 97 დაკარგული იყო. თბილისი, 10 აგვისტო - სპუტნიკი. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა 1-დან 31 ივლისამდე, 109 დაკარგული ბავშვი, დაუბრუნა უვნებლად თავის მშობლებს, იუწყება პრეს-სამსახურის განყოფილება. სააგენტოს განცხადებით, 97 ბავშვი იყო დაკარგული და აღმოჩენილ იქნა კურორტ ურეკში (გურია), ოთხი - ბათუმში (აჭარა) და რვა - ქობულეთში (აჭარა). დაკარგული ბავშვები იყვნენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების მაცხოვრებლები.. სააგენტო ასევე წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათმა თანამშრომლებმა, სულ მოახერხეს 176 ადამიანის, მათ შორის 106- საქართველოს მოქალაქის და 70 - საზღვარგარეთის ქვეყნების მაცხოვრებლების გადარჩენა. ქართველმა მაშველებმა მშობლებს დაკარგული შვილები დაუბრუნეს. მაშველებმა მოახერხეს ურეკში უვნებლად წყლიდან ამოეყვანათ, 62 ადამიანი, რომელთაგან 23 საქართველოს მოქალაქე იყო და 39 - უცხოელი. ქალაქ ქობულეთში სამაშველომ მოახერხა 24 ადამიანის გადარჩენა, 9 მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბათუმში, მოახერხეს 41 დამსვენებლის, 25 მათგანი საქართველოს მოქალაქეა და 16 - უცხოელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა 45 ტურისტი გადაარჩინა ანაკლიაში, 40 მათგანი საქართველოს მოქალაქე. საპორტო ქალაქ ფოთის დამსვენებლებს დახმარება დასჭირდათ (სამეგრელო - ზემო სვანეთი). მაშველებმა წყლიდან 4 ადამიანი ამოიყვანა, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. 33 2-ს მოსწონს
|