საზოგადოება მარტოხელა ექსტრემალი მუსიკოსი და მონასტერში დაწერილი კომპოზიციები 2018, 12 აპრილი, 12:15 ნინო სამნიაშვილი მუსიკოსია და საკუთარი ჯგუფით „ნინო და მისი მეგობრები“ პატრიარქის კურთხევით 2010 წლიდან საქველმოქმედო კონცერტებს ატარებს, ბევრს ეხმარება. გატაცებულია ალპინიზმით, კლდეებზე ცოცვით და მოტოციკლით.
როგორც მოყვარულ მოლაშქრეს, საქართველოს თითქმის ყველა კუთხე აქვს მოვლილი. ალბათ, ესეც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ნინო სამნიაშვილის უფრო კარგად გაცნობის სურვილი გაგჩენოდათ…
მისი ცხოვრება სავსეა მუსიკით, ხიფათით, ტკივილით, სიკეთით და ექსტრემით. უკვე რვა წელია ნინო ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დადის და კონცერტებს ატარებს. ეს კონცერტები უწმინდესის კურთხევით დღემდე ტარდება.
ჯგუფი შედგება: კლავიშიანი, ხემიანი, ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტებისგან, ვუკრავთ კლასიკურ მუსიკას და ფოლკლორსაც. ვამაყობ ამ ადამიანებით, ერთად ვეხმარებით: ეკლესია-მონასტრებს, ბავშვთა სახლებს, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, სნეულებაში მყოფ ადამიანებს და ამას დიდი სიხარულით ვაკეთებთ. შარშან უწმინდესის „ავე-მარიას“ გავუკეთე ტრანსკიფცია ხუთი ინსტრუმენტისთვის და საქართველოში პირველად ის ჩემმა ჯგუფმა, „ნინო და მისი მეგობრები" შეასრულა.
ნინო ტაძარში ბავშვობიდან დადიოდა და რაც მეტად უახლოვდებოდა უფალს მით უფრო შორდებოდა მიწიერ სამყაროს.
ორი წელი სასულიერი სემინარიაში სწავლობდა და მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ცხოვრობდა და იქ დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი.
მონასტერში გადაწყვიტა კომპოზიციების წერა, რომელსაც უფლის სადიდებლად წერდა. მონასტერში რომ ეცხოვრა, ამისთვის კურთხევა იყო საჭირო, მის შესახებ პატრიარქმაც იცოდა, როცა უწმინდესმა მაშინ უთხრა: „შენ ადამიანებს სჭირდებიო", ამიტომ მონასტერში მისი დარჩენის სურვილი დამთავრდა. შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა და პარალელურად ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა. ის დღემდე დადის მცხეთა-თბილისისა და შემოქმედის ეპარქიებში სტუმრად.
ნინო, მუსიკის გარდა ალპინიზმით, კლდეებზე ცოცვით და მოტოციკლითაც არის გატაცებული. ერთი სიტყვით მნამდვილი ექსტრემალია. ეს მისი თავისუფლების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. მას “ხევის პატარძალს ეძახიან".
ნინომ ოცნება აიხდინა და ყაზბეგის მყინვარზე ავიდა. მომავალში დაგეგმილი აქვს იალბუზი და უშბაც დაიპყროს.
საქართველოს თითქმის ყველა კუთხე გაქვთ მოვლილი. მოგზაურთა კლუბ „თეთნულდთან“ მეგობრობს და მათთან ერთად ბევრი საინტერესო თავგადასავალიც გადახდენია.
განსაკუთრებით გამოვყოფ მოგზაურობას: ადიგენში, ახალციხესა და ვარძიაში, რომელიც განსაკუთრებული იმით არის, რომ მე იქ წვეთი წყლის და ლუკმა პურის ფასი ვისწავლე, კიდევ, სიბნელისა და სიმარტოვის შიში გადავლახე, ვისწავლე ტკივილის ატანა.
დავმეგობრდი მწერებთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, ხეებთან, ყვავილებთან და მიწასთან… ყოველივე ამის გარეშე ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. მაშინ ვისწავლე რა არის მთაში მეგობრობა, დახმარება და რაც მთავარია, ვიგრძენი, რომ იქ ღმერთთან უფრო ახლოს ხარ…
ნინომ 2 წლის წინ შეიტყო, რომ თავზე სიმსივნე ჰქონდა, რომლის შესახებაც ოჯახს 1 წელი არ უმხელდა. მაგრამ ამ დაავადებას გმირულად უმკლავდება და სჯერა გამარჯვების. ყველაზე რთულ დროს ტაძარს სტუმრობს და განმარტოება შველის. ნინოს სწამს, რომ უფალი არ გასწირავს და იცის, რომ რწმენა და სიყვარული გადაარჩენს მასაც და სრულიად საქართველოსაც.
17 2-ს მოსწონს
|