x
image
Maia kordzadze
ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას: "ვითხოვ ლეგალიზებას", სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი სიმღერა განათავსა, სახელწოდებით "ლეგალიზება". ვიდეო, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება, "იუთუბზე" გუშინ არის ატვირთული, რეპერმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაზიარებულ სიმღერას მინაწერი გაუკეთა - "ლეგალიზება მშვიდობისთვის".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი სიმღერის ტექსტში აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მოწევის გამო წლებს ციხეში ატარებენ და საჭიროა, ლეგალიზაცია მოხდეს.

თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე, ბერას ახალი სიმღერა საზოგადოებამ მინიშნებად მიიღო. რეპერის ახალ ნამუშევარს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ და წერენ, რომ ეს ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადია.

"რა იწვევს თაობის პარალიზებას? და დემორალიზებას? ბარიგები კლავენ იმდენ ხალხს, ვითხოვ ლეგალიზებას" - მღერის ბერა.

image

სიმღერა სრულდება ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის განცხადებით, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან შეიძლება მეტი ზიანი მოგაყენოს, ვიდრე მოწევამ.

1
56
4-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
56
  
მე ეს ნორმალური მეგონა((
0 1 1