x
მეტი
  • 20.05.2024
  • სტატია:134766
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509114
ელისაბედ II ხანდაზმულობის საიდუმლო

დედოფალი 91 წლის არის და ის ყველაზე ხანდაზმული მონარქია დიდი ბრიტანეთის ისტორიის მანძილზე. წინა რეკორდი დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა, რომელიც ელისაბედ II 2007 წლის 29 დეკემბერს მოხსნა, როდესაც მას 81 წელი 7 თვე და 29 დღე შეუსრულდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, გენეტოლოი სარა ჰარპერის მტკიცებით, ხანდაზმულობის ალბათობა, თაობიდან თაობამდე, იზრდება და საშუალოდ, 7-10 წელს შეადგენს (ელისაბედ II დედა, დედა დედოფალი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, პაპა და ბებია — 85 და 89 ასაკში, შესაბამისად).


image


მაგრამ, მეცნიერის მოსაზრებას არ იზიარებს სამეფო კარის ყოფილი მზარეული დარენ მაკგრეიდი. მისი აზრით, ბრიტანეთის დედოფლის ხანდაზმულობის, კარგი ჯანმრშელობის და აქტიური ცხოვრების მიზეზი, კვების რეჟიმია, რომელსაც დედოფალი არასდროს არღვევს და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მისი უდიდებულესობა ყოველდღე 2 ჭიქა სპირტულ სასმელს გეახლებათ, ხოლო დღეს შამპანურით ასრულებს.

imageimageimageდედოფლის კვების რეჟიმი და რაციონი კი ასეთია:


საუზმე


ელისაბედ II დღეს Earl Grey (რძის და შაქრის გარეშე) სახეობის ჩაით და ბისკვიტით იწყებს. მოგვიანებით, ჰერკულესს მიირთმევს რძით და ხილით.

დროდადრო ამ საუზმს ჩანაცვლება ომლეტით და შემწვარი ორაგულის ნაჭრით ხდება (მზარეულს დედოფალთან შეთანხმებული გრაფიკი აქვს, კვირის დღეების მიხედვით გაწერილი).


სადილი


სადილის წინ, დედოფალი 1 ჭიქა ჯინს სვამს, ლიმონით და დიდი რაოდენობის ყინულით.

მის უდიდებულესობა სადილზე ქათამს მიირთმევს სალათთან ერთად ან თევზს ბოსტნეულით. ხოლო ყველაზე საყვარელი კერძი — გრილზე მომზადებული ხორცი არის, ისპანახით ან ყაბაყით.


სამხარი


დედოფალი არასდროს ტოვებს სამხარს, რომელზეც ჩაის მიირთმევს სენდვიჩით, ფუნთუშით ან ტორტის ნაჭრით.

სენდვიჩთან ერთად, ჩვეულებრივ, სუფრაზე შებოლილი ორაგული, კვერცხი და კიტრი მიაქვთ. სამხარის მენიუს აუცილებელი შემადგენელი ელემენტია გახუხული პურია ჟოლოს ჯემით.



ვახშამი


დედოფლის ვახშამი მეტად მრავალფეროვანია. სხვადასხვა დღეს, სუფრაზე შეიძლება იყოს: კერძი ქათმის, ხბოს, ცხვრის ან საქონლის ხორცით და აუცილებლად, ჭიქა ვისკის ან მშრალი მარტინი.


დესერტი


დაძინებამდე, ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის დედოფალი მარწყვს ან თეთრ ატამს მიირთმევს და ხილს 1 ბოკალ შამპანურს აყოლებს.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* ინგლისის დედოფალმა მეღვინეობა დაიწყო

* 117 წლის ქალბატონი ხანდაზმულობის საიდუმლოს ამხელს

* 10 ადამიანი, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის იბრძოდა

* საკვების მიღება 18:00 საათის შემდეგ შეიძლება და აუცილებელიც არის!!!

* რა სარგებლობა მოაქვს საუზმეს და რატომ სუქდებიან მასზე უარის თქმის შემთხვევაში (+ 2 რეცეპტი: ყველიანი კვერები საუზმისთვის)

* რატომ არის აუცილებელი ძილი ღამის 1 სთ-დან – 3 საათამდე (ეს მნიშვნელოვანია!!!)

0
753
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0