სასარგებლო პროდუქტები სიმინდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 28 სექტემბერი, 18:57 სიმინდი - ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. მარცვლის შინაგანი აგებულებისა და მორფოლოგიის მიხედვით სიმინდი იყოფა 9 ჯგუფად: ბუშტარა სიმინდი, რბილი სიმინდი, კბილა სიმინდი, ნახევარკბილა სიმინდი, კაჟა სიმინდი, ტკბილი სიმინდი, რბილ-ტკბილი სიმინდი, ცვილა სიმინდი, კილიანი სიმინდი. სიმინდის სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. საქართველოში პირველად XVII საუკუნეში შემოიტანეს. სიმინდის ნათეს ფართობს ხორბლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. სიმინდი მაღალპროდუქტიულია და მრავამხრივ იყენებენ. მარცვალში 65-70% ნახშირწყლებია, 11, 3-14, 2% ნედლი პროტეინი, 4-6% ცხიმი (ჩანასახში 405-მდე) და 9-12% ცილა. სიმინდის მარცვლისაგან იღებენ კრისტალურ შაქარს, სახამებელს, გლუკოზას, სპირტს, ზეთს და სხვა პროდუქტებს. ბუშტარა და კაჟა სიმინდისგან ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, იყენებენ კულინარიაში. მარცვალსა და ვეგეტატიურ ნაწილებს ხმარობენ ცხოველთა საკვებად. სიმინდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ცხიმზეთს, მწარეებს, ეთერზეთს, ქლოროფილს; K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ფოჩისა და ღეროს პრეპარატები გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება.
მსოფლიო მასშტაბით, სიმინდის წარმოებით გამოირჩევიან პერუ, ბოლივია, ეკვადორი და მექსიკა. სიმინიდის გამოყენება საყოფაცხოვრებაში სხვადასხვა გვარადაა შესაძლებელი. სიმინდის მირთმევა შეგიძლიათ უმად და მოხარშულად, სიმინდისგან კეთდება ძალიან ბევრი სასარგებლო საკვები, მზადდება ფქვილი. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მოხარშული სიმინდი, შემწვარი და პოპკორნი.
პროფესორები გვირჩევენ მივირთვათ საკმაო რაოდენობით სიმინდი ყოველდღიურად. სიმინდის ცხიმი და ვიტამინები ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
სიმინდის შეიცავს 75% ნახშირწყლებს, ვიტამინებს B1, B2, PP, კაროტინს, იგი განსაკუთრებით რეკომენდირებულია ხანდაზმული ადამიანებში. სიმინდი შეიცავს ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ალკალოიდებს. სიმინდი ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ბილირუბინის დონეს, აწესრიგებს სისხლის შედედების დარღვევებს, იგი გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტი, ჰეპატიტის დროს, კარგი შარდმდენია და თირკმელებში ქვებს შლის. სიმინდის ზეთი რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის, ქოლესტერინის მაღალი დონის დროს. პოლონეთში, სიმინდის ზეთით მკურნალობენ აქტიურად ღვიძლის დაავადებებს.
100 გრ. სიმინდი შეიცავს:
წყალი - 14 გ
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1. წარმოგიდგენთ 2017 წელს ველურ ბუნებაში გადაღებულ საუკეთესო ფოტობს... 2. ნუში - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 3. საკვები პროდუქტები, რომელიც სექტემბერში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!! 4. საზამთრო - რა ვიცით და რა არ უნდა დაგვავიწყდეს ამ გოგრისებრთა მცენარის შესახებ?! 2128 9-ს მოსწონს
|