სახლი დავალაგე... ადრე ყველაფერი თავის ადგილზე ეყარა, ახლა –კარგად ალაგია, მაგრამ სად – არავინ იცის.
*****
მომისმინე, შენ უკვე დიდი, 25 წლის, დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. შენს მაგივრად ყველაფერი შენმა შეყვარებულმა უნდა გადაწყვიტოს და არა დედამ!
*****
ქოლგა – სპეციალური თილისმა არის, რომელიც წვიმისგან იცავს. ვიდრე ის თქვენთან არის – წვიმა არ მოდის!
*****
არსებობს აზრი, რომ კატა და წვრთნა ორი, ერთმანეთთან შეუთავსებელი გაგება არის. თუმცა, სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა – ჩემმა კატამ 2 დღეში გამწვრთნა.
*****
დროთა განმავლობაში, კოსმეტიკური ჩანთა, საშინაო აფთიაქად (პირველადი დახმარების ნაკრები) გადაიქცევა ხოლმე.
*****
ვეგეტარიანელები არიან ადამიანები, რომლებიც ხორცის მოყვარულების საჭმლის საჭმელს მიირთმევენ.
*****
როდესაც ადამიანი კვდება, მან ამის შესახებ არ იცის და მხოლოდ სხვებისთვის არის ეს მძიმე გადასატანი. იგივე ხდება, როდესაც ადამიანი სულელია...
*****
ხელოვნური ინტელექტი – არაფერია, ბუნებრივ უგუნურობასთან შედარებით!
*****
მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ! ისიც, ცოტა ხანს. და ისე არა... და იქ არა... და არა იმ დროს...
*****
ბოსტანში ისეთი საფრთხობელა დავდგი, რომ ყვავებმა გასული წლის მოსავალი უკან მომიტანეს!
*****
ნებისმიერი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსი უნდა იწყებოდეს სიტყვებით: «თუ დაიჭერთ, მაშინ...»
*****
ყველაზე რთული უსაქმურობაში ის არის, რომ შეუძლებელია შეჩერება და შესვენება.
*****
ძვირფასო, მე არასოდეს მომიტყუებიხარ: ვაჭარბებდი, სათქმელს ბოლომდე არ ვამბობდი, ვეშმაკობდი, პასუხს თავს ვარიდებდი, თავს გაჩვენებდი, ვფანტაზიორობდი, მაგრამ მოტყუება? – არა!
*****
კატის კრუტუნის ხმა პარიზის ზომა-წონის საერთაშორისო ბიუროში უნდა იყოს შენახული, როგორც სულიერი სითბოს ეტალონი!
*****
შეეცადეთ ერთი დღე მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოთ და საღამოსთვის – უმუშევარი, მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული... ტრამატოლოგიული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდებით!!!
*****
ალკოჰოლი სუსტი ადამიანებისთვის არის. ძლიერები – დეპრესიით ტკბებიან!
*****
აი გავალ პენსიაზე და ორშაბათობით, დილის 7 საათზე ქუჩაში გავალ და ვუყურებ, თუ როგორ მიდიან სხვები სამუშაოზე და იტანჯებიან.
*****
იარლიყი სამოსზე საჭიროა, რომ მისი მოვლის წესები ვიცოდეთ. ასე, მოსახლეობის მხოლოდ 1% თვლის. ხოლო, დანარჩენი 99%, მისი დახმარებით, ჩაცმის დროს, წინა და უკანა მხარეებს არჩევს...
*****
ქმარს ვურეკავ. 5-ჯერ დავურეკე... არ მპასუხობს. ვწერ მესიჯს: «ძვირფასო, შენი მანქანა გავკაწრე». და 7 წუთის შემდეგ, უკვე 113 გამოტოვებული ზარი მაქვს...
*****
ადამიანებისგან განსხვავებით, კატები მხოლოდ საკუთარ უკანალს ლოკავენ...
*****
– რა გიშლით ხელს, რომ ის იყოთ, რაც ხართ?
– ეტიკეტის წესები და სისხლის სამართლის კოდექსი...
*****
– ქალბატონო, რა უნდა მოგცეთ, რომ თქვენი სიყვარული მოვიპოვო?
– ნარკოზი.
*****
ოპერაცია «სუფთა ხელები» – მამაკაცის მოძებნას ნიშნავს, ქორწინების ბეჭდის გარეშე.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
სრული ჭეშმარიტება იუმორით
სახალისო აზრები და ანეგდოტები
ყოველდღიური ცხოვრების იუმორი სურათებით
სურვილი, რომლითაც ებრაელმა ღმერთი გააოცა
გაიღიმეთ.... (გიფები და ფოტოები)