ანეკდოტები სახალისო აზრები და ანეგდოტები 2016, 3 თებერვალი, 17:27 “დღეს უეცრად გამეღვიძა, სამუშაოზე არ დავაგვიანო მეთქი. თვალები გავახილე და დავმშვიდდი – თურმე სამუშაოზე ვიყავი". თუ თქვენ მორალურად დაიღალეთ, ამორალურად უნდა დაისვენოთ. – სად მუშაობს თქვენი ქმარი? – ღვინის ქარხანაში. უკვე 3 თვე არის. – მერე მოსწონს? – არ ვიცი. სახლში ჯერ არ დაბრუნებულა. – აგარაკი ვიყიდეთ, დასასვენებლად. – მერე ისვენებთ? – ვისვენებთ, როდესაც აგარაკზე არ მივდივართ. “ყველაფერი ასე მარტივად როგორ გამოსდის? მოვა – განწყობას აგიმაღლებს, თავს მოგირჩენს, ძილს გაგიუმჯობესებს, ძალას შეგმატებს... ამას ბარათზე დარიცხულ ფულზე ვამბობ".დამოკიდებულება გარშემომყოფებისადმი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რატომ მოიყარეს თავი შენს ირგვლივ. საკუთარი ცუდი ჩვევების ნუ გრცხვენიათ. მოწევა, სმა, აზარტული თამაშები... მართალია, სიცოცხლეს ამოკლებს, მაგრამ ბედნიერების წუთებს ახანგრძლივებს. – მკითხავების და ნათელმხილველების აღარ მჯერა. – რატომ? – ნათელმხილველთან მივედი, კარზე დავაკაკუნე და იცი რა მკითხა? – ისეთი რა გკითხა? – რომელი ხარო?! “ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, მკვეთრად გამოხატული სრულფასოვნების კომპლექსი მიჩნდება". ამბობენ, რომ ლიმონი სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ევროსია. – ჩემმა ცოლმა იმდენი მოახერხა, რომ მორწმუნე გავხდე. დედამთილი ურეკავს რძალს: – აბა, როგორ არის ჩემი შვილი? – როგორ, როგორ... სვამს, მცემს და მღალატობს... – მადლობა ღმერთს, მთავარია ჯანმრთელად იყოს!.. სილამაზის სალონში: - თავი დაგბანოთ? ჩემი მეზობელი გემოვნებიან მუსიკას უსმენს, უნდა ეს მას თუ არა. დაქალები საუბრობენ: – მაშ ასე! ახალგაზრდავ! თქვენ ჩემს ქალიშვილზე დაქორწინების სურვილი გამოთქვით. საკმარისად შეძლებული ხართ, რომ ოჯახი შეინახოთ? – ვფიქრობ, რომ ვარ! ყველაზე ბედნიერი დღე გოგონას ცხოვრებაში, მისი ქორწილის დღე არის — ამ დღეს, მან ზუსტად იცის, თუ რა უნდა ჩაიცვას. 1902 11-ს მოსწონს
|