როგორც The Sun იუწყება სიდნეიში მცხოვრებ 43 წლის სილვია ჰესტენივენის სახლში ამჟამად 57 "ბავშვი"ცხოვრობს, აქედან მხოლოდ ორია სილვიას ბიოლოგიური შვილები, დანარჩენი თოჯინებია.
2014 წელს, როდესაც სილვია 40 წლის გახდა, მისმა ქალიშვილებმა, 24 წლის ვერონიკამ და 20 სოფიამ აჩუქეს თოჯინა, რომელსაც სილვიამ იზაბელა დაარქვა.
![43 წლის ავსტრალიელმა ქალმა უშვილო
დედებისთვის თოჯინა შექმნა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709021306196227.jpg)
ამის შემდეგ სილვიას თოჯინების დამზადება ჰობად ექცა, აქედან ზოგიერთი თოჯინა გარდაცვლილი ბავშვების სახის მიხედვით არის შექმნილი.
![43 წლის ავსტრალიელმა ქალმა უშვილო
დედებისთვის თოჯინა შექმნა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709021307026227.jpg)
ამჟამად ქალის კოლექციაში 55 თოჯინაა, ყოველ მათგანს შესაბამისი დანიშნულება აქვს.მაგალითად:თოჯინას სახელად დემის უყვარს პლაჟზე გასვლა, ტობი სკეიტბორდითაა გატაცებული, ზოგი პიანინოზე და ვიოლონოზე უკრავს, დანარჩენებს უბრალოდ სეირნობა ან მუზეუმში სურათების დათვალიერება უყვართ.
თითოეული თოჯინის ფასი 200-იდან 500 ავსტრალიურ დოლარამდე მერყეობს.
![43 წლის ავსტრალიელმა ქალმა უშვილო
დედებისთვის თოჯინა შექმნა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709021305456227.jpg)
სილვიამ თოჯინებისთვის სპეციალური გვერდი გახსნა "ინსტაგრამზე" და როგორც თვითონ აცხადებს, ძალიან მოსწონთ ინტერნეტმომხმარებლებს.
![43 წლის ავსტრალიელმა ქალმა უშვილო
დედებისთვის თოჯინა შექმნა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709021309336227.jpg)
ქალმა რამდენიმე თოჯინა უშვილო დედებს აჩუქა, რომლებიც ძალზე კმაყოფილები არიან
"ერთხელაც ერთმა ქალმა მთხოვა შემექმნა თოჯინა, რომელიც მის გარდაცვლილ შვილს ემგვანებოდა, იწონიდა 740 გრამს, ხოლო სიგრძე 32 სანტიმეტრი იყო, ძალიან კარგი თოჯინა გამოვიდა"-აღნიშნა სილვიამ.
![43 წლის ავსტრალიელმა ქალმა უშვილო
დედებისთვის თოჯინა შექმნა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201709/201709021305006227.jpg)
"ყოველი "ბავშვი" უნიკალურია და ყველგან და ყოველთვის თან მახლავან ისინი:სძინავთ ჩემთან ერთად, სეირნობენ პარკში, სხედან კაფეში, მოგზაურობენ და ყველა მათგანს დედობრივი მზრუნველობით ვეპყრობი"-დასძინა სილვიამ.
იხილეთ აგრეთვე