ჯანმრთელი კვება რა დაავადებებს იწვევს ახალგამომცხვარი ცხელი პური. ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2017, 4 სექტემბერი, 10:10 ცხელ-ცხელი, ახალგამომცხვარი პური – მაშინვე გიჩნდება სურვილი მოატეხო ერთი ნაჭერი და შეჭამო. მისი არომატი ნაერწყვის გამოყოფის პროვოცირებას ახდენს და კუჭის მუშაობას ააქტიურებს, შესაბამისად, წინ აღუდგე ასეთ ცდუნებას – საკმაოდ რთული საქმეა. ამავდროულად ექიმები ერთხმად გვაფრთხილებენ: ახალგამომცხვარი, ცხელი პურის ჭამა ძალიან სახიფათოა! უნდა დაიცადოთ ერთი-ორი საათი, როგორც საჭიროა გაცივდეს და ისე მიირთვათ. იდეალური იქნება, თუ წინა დღის პურს შეჭამთ – არც ზედმეტი კილოგრამები მოგემატებათ ისე ძალიან და კუჭის მდგომარეობაც გაცილებით უკეთესი იქნება. ეს საშიში საფუარი ყველა საფუარიანი ცომეული ცხელ მდგომარეობაში განსაზღვრულ საფრთხეს წარმოადგენს. მკვებავი გარემო და მაღალი ტემპერეტურა ახალგამომცხვარ პურში – არაჩვეულებრივი გარემოა საფუარის სოკოსთვის. ფერმენტაციის პროცესის გამო, რომელიც კვლავ გრძელდება ახალგამომცხვარ პურში, კუჭში მჟავიანობა მატულობს. ეს აღიზიანებს და ზიანს აყენებს კუჭის ლორწოვან გარსს, რის შედეგადაც გასტრიტი ვითარდება. ნაწლავებს რაც შეეხება, ახალგამომცხვარი საფუარიანი ცომეულის მიღებით, გაზების წარმოქმნის პროცესი იწყება. ჩნდება სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება. მიზეზი კვლავ საფუარის სოკოში უნდა ვეძიოთ, რომელიც ნაწლავის მიკროფლორაზე დამღუპველად მოქმედებს, ავიწროვებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს და ხელს უწყობს სახიფათო მიკრობების გამრავლებას. შედეგად ადამიანი ავადდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული მთელი რიგი ავადმყოფობებით, თუმცა, მისი აზრით საძრახისს არაფერს სჩადის – უბრალოდ ახალი, ცხელ-ცხელი პური უყვარს. საფუარიანი ცომეულის თბილი სახით მიღება არა მხოლოდ ზიანს აყენებს კუჭსა და ნაწლავებს, არამედ სერიოზულად უწყობს ხელს წონის მატებას. ცხელი პურის მოყვარულებზე იგივე ეფექტი შეიმჩნევა, როგორიც მათზე ვინც ლუდს ჭარბი რაოდენობით მოიხმარს – გაბერილი მუცელი, დიდი რაოდენობით ცხიმების დაგროვება პრესის მიდამოში – რაშიც ბრალი მიუძღვის კვლავ საფუარის სოკოს. როგორ მოვიქცეთ? რომ არ დაიტანჯოთ გასტრიტით, მეტეორიზმით, მუცლის შებერვით, ტკივილით კუჭსა და ნაწლავებში, უარი უნდა თქვათ ახალგამომცხვარი საფუარიანი ცომეულის მიღებაზე. მართალია, ცივი პური ისეთი გემრიელი არ არის, სამაგიეროდ უფრო სასარგებლოა. უმჯობესია პური ისე იყიდოთ, რომ მხოლოდ მეორე დღეს მიირთვათ. ამ დროისთვის საფუარი კარგავს თავის აქტივობას, შესაბამისად მისგან მოყენებული ზიანი გაცილებით ნაკლებია. ჯანსაღი კვების ბევრი თაყვანისმცემელი, რომელთაც სურვილი აქვთ უფრო ჯანმრთელად და ხანგრძლივად იცხოვრონ, საერთოდ უარს ამბობს საფუარიანი ცომეულის მიღებაზე პურის ჩათვლით. ყოველივე ეს ჩაანაცვლეთ უსაფუარო ცომეულითა და მარცვლოვანი ფაფებით, რომელიც ვიტამინების მთელ ასორტიმენტს შეიცავს და არ უწყობს ხელს ჭარბი წონის განვითარებას. ასევე დაგაინტერესებთ: მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს წყალი, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, აქრობს ანთებას და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები რატომ უნდა დავლიოთ ლუდი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში რასთან ერთად არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი. ინფორმაცია, რომელიც თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს! 7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად 12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ 1142 13-ს მოსწონს
|