x
image
beko777
Mediator image
აი, როგორ იყო სინამდვილეში ყველაფერი (ამბავი მოხალისეთა მიერ გადარჩენილი ბორჯომის ხეობაზე)
image

გამარჯობათ... ამ სიტყვით იწყებოდა ჩემი ყველა ვიდეო-ჩართვა 22-23 აგვისტოს...

რა ხდებოდა 22-23 აგვისტოს? რა ვიდეო-ჩართვას ვგულისხმობ?... მე, მოგიყვებით ყველაფერს, თანაც მხოლოდ სიმართლეს და თანაც დეტალურად... 2017 წლის 22-23 აგვისტოს ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი რთული, ცხელი (ყველა გაგებით) და დატვირთული დღეები იყო.


22 აგვისტოს დილის 6 საათზე, მე და ჩემი მეგობარი ბესო კვარაცხელია, წინა დღით შეთანხმებულ ადგილზე, კოლმეურნეობის მოედანზე შევხვდით ერთმანეთს, 15 წუთი დააგვიანდა, წუხდა - მეზობელმა მანქანის გამოსასვლელი გზა ჩამიკეტა და იმის გაღვიძება-ეზოში ჩამოსვლას ველოდებოდიო.
დაახლოებით დილის 7-ს ნახევარზე „სამთო ქიმიის“ წინ მოხალისეთა 8 კაციან ჯგუფს შევუერთდით, რომელსაც დათო ქაცარავა ხელმძღვანელობდა, 10 წუთში მანქანებში გადავნაწილდით და ცეცხლის სტიქიასთან მებრძოლი მოხალისეთა ჯგუფი, ბორჯომისკენ დავიძარით. ორმა ბესომ მანქანაში ახალგაზრდა ყმაწვილი შადიმან ხარშილაძე ჩავისვით და კატასტროფის ზონისკენ ერთად დავადექით გზას. ავტობანი თავისუფალი იყო, მოძრაობის წესების დარღვევის გარეშე დაახლოებით 9-ის ნახევრისთვის ბორჯომის ხეობაში ვიყავით, გზა სოფელ დაბასკენ ავიღეთ, სადაც ჩვენი გუნდის დანარჩენი წევრები გველოდებოდნენ, მეც და ჩემი სეხნიაც რბილად, რომ ვთქვათ ჟურნალისტიკასთან დიდი ხანია ვმეგობრობთ და გზად არც საინტერესო ფოტოების და პეიზაჟების გადაღებაზე გვითქვამს უარი, ყველაზე საინტერესო და შემზარავი პირველივე კადრი კი, კვამლის ალში გახვეული ახლადამოსული მზე იყო მოყავისფრო ცაზე...


image

პირადად ჩემთის ეს, ის შემთხვევა, როცა პროფესია ჟურნალისტი და პროფესია - მოხალისე, ერთიდაიგივეა, ორივე საქმეს შესაბამისად ვაკეთებდი, რადგან ეს არც პირველი შემთხვევა იყო ჩემთვის და დიდი ეჭვი მაქვს, არც უკანასკნელი იქნება, მიუხედავად უმადური ადამიანების ჯოგის სერიოზული (!) მომრავლებისა. 1993 წლის აფხაზეთის ომშიც მოხალისის სტატუსით ვიბრძოდი და ომის ვეტერანის წოდებაც ამ ფორმატით მაქვს მიღებული, - მაშინაც კი, 17 წლის ასაკში ვასრულებდი ჩემს პირველად მოვალეობას და როგორც ჟურნალისტი ისეც ვმოქმედებდი, ჩემს მიერ გადაღებული მაშინდელი ფოტო-კადრები დღესაც დაცულია სახელმწიფო და პირად არქივებში და ბევრი ქართველი ვაჟკაცის, ბევრი მეომრის სახე შემოუნახა ჩემმა კამერამ ისტორიას,

image

- ანუ ჩემთვის არასოდეს არ იქნება ერთმანეთისგან განუყოფელი ფოტო-კამერა და ავტომატი, ვიდეოკამერა და ცეცხლის ჩასაქრობად მომზადებული წერაქვი, მიკროფონი და წყალდიდობის შედეგების ლოკალიზაციისთვის საჭირო ატრიბუტიკა... სხვათაშორის, ვირტუალურ ფეიკ-ტროლ-ქუბერ ადამიანთა დიდი ნაწილი სწორედ ამას მსაყვედურობდა: - ცეცხლის ალში გახვეული ხანძარს აქრობდა, თან ვიდეოებს იღებდა და თან სელფებსო?! - ამ კითხვის პასუხს სტატიის ბოლოში იხილავთ, რადგან ამ სტატიის ავტორი მე ვარ, რამდენჯერმე მომიწევს ჩემი პერსონის მესამე პირში ხსენებაც....

* * *

image

მათ ვინც ჯერ არიცით რას ნიშნავს „ფეიკი“ „ტროლი“ და „ქუბერი“, განგიმარტავთ: - ეს, არის ცოცხალი ადამიანი, რომლის ტვინი (ყოველშემთხვევისთვის ის, რაც აქვს) იმდენადაა მიჯაჭვული ვირტუალურ სამყაროს, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების ფონზე, თავი ვირტუალური თამაშების ყოვლისშემძლე გმირებად წარმოუდგენიათ, შინაგანად მშიშარა ხალხი, რომლებიც არარეალური ადამიანების გვარსა და სახელს ეფარებიან (ანუ სხვა სახელით და გვარით ან „ნიკით“ მოქმედებენ) და ცდილობენ ყველა (!) ვინც კი მათი ინტერესის სფეროში მოხვდება დაცინვის ობიექტად აქციონ, მათი სტიმული დაუსჯელობის სინდრომი და „მაინც ვერასოდეს მიპოვნიან“ თემაა, რაც რეალობასთან ახლოსაც კი არაა...!
... და მეორე, გაცილებით საშიში, გაცილებით მშიშარა და რეალურ სამყაროში განუვითარებელ-არშემდგარ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარი სახელით და გვარით მოქმედებენ ვირტუალურ სამყაროში, რომელთა იდენტიფიკაცია ძალიან ადვილია, ხალხი რომელსაც ისევე მარტივად შეუძლია ბოდიშის მოხდა და მათივე ნათქვამის უარყოფა, როგორც ეს ნებისმიერ მშიშარას რეალურ სამყაროში. ვიმეორებ, - ისინი ძალიან მშიშარა (შესაბამისად საშიში) ადამიანები არიან და ბევრი მიზეზის გამო სწამთ, რომ - მათი ნამოქმედარი, ნათქვამი, გაკეთებული არასოდეს (!) დასჯილი არ იქნება და ეს, მათი როგორც უინტელექტო და გონებრივად განუვითარებელი ხალხის ნომერ პირველი შეცდომაა.... აი, მოკლედ გაგაცანით იმ ადამიანთა განმარტება, ვინც იმ სიტუაციას, რომელსაც ამ სტატიაში დეტალურად ავღწერ - დასცინოდა, ქილიკობდა და აშარჟებდა (ფოტოზე კი, რამდენიმე ასეთი ტროლია წარმოდგენილი, ისტორიაში მათი სახეები უ ნ დ ა დარჩეს, როგორც სამარცხვინო ქართველთა სიის ნაწილი)

image

* * *

განვაგრძობ თემას: - თბილისიდან ჩასულ ჩვენს მოხალისეთა რამდენიმე კაციან გუნდს, ადგილზე ხაშურიდან ჩამოსული მოხალისეები დაგხვდნენ და ყველა ერთად სოფელ დაბაში შექმნილ საგანგებო შტაბთან შევიკრიბეთ, სახელმწიფო სტრუქტურებისგან დახმარების შემოთავაზების მოლოდინში. არცერთ, ვიმეორემ არცერთ მოხალისეს საკუთარი ინიციატივით კონკრეტულ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია ჩართულიყო სამაშველო სამუშაოებში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხანძრის კერებს ავიაცია ამუშავებდა და თავად მაშველთა რაზმები, ცოცხალი ძალა უმოქმედოდ ელოდებოდა მთის ძირში შტაბიდან ბრძანებებს.

image

მე და ბესო კვარაცხელია, პროფესიული (!) ვალდებულების შესასრულებლად სოფელ დაბაში, ერთ-ერთ მაღალ ფერდობზე ავედით სთენდაფების ჩასაწერად - თანაც ეს ყველაფერი, პირადად მე შევათანხმე შტაბში, მაშველთა რაზმის ხელმძღვანელებთან და წევრებთან, მეტიც - გავიხუმრე კიდეც, ისეთი წითელი მაისური მაცვია არ დავიკარგები თვალთახედვის არედან და რამე, რომ იყოს აღმოჩენაც არ გაგიჭირდებათ-თქო.


ჩვენი ფერდობზე ასვლის და რეალური სიტუაციის იქიდან დანახვის შემდეგ, მივხვდი, რომ საქმე იმაზე გაცილებით სერიოზულად რთულად იქნებოდა ვიდრე ეს ქვემოდან ზემოთ ჩანდა, ცეცხლის კერები სწრაფი ტემპით ვრცელდებოდა და მოიწევდა უფრო მეტ ფართობზე, ყველაფერ ამას კი, ქარი უწყობდა ხელს. ფერდობზე გადაღებების და ჩაწერის შემდეგ კვლავ ქვევით დავბრუნდი და ბიჭებს ეს სიტუაცია გადავეცი, ვერცერთი ჩვენგანი ვერ ხვდებოდა რატომ იკავებდა თავს სამაშველო სამსახური ვერტმფრენებთან ერთად პარალელურ რეჟიმში (!) სამუშაოებში ჩართვისგან, შტაბში გვითხრეს, რომ - დაიცადეთ, 1-2 საათი და ვერტმფრენები დაამუშავებენ ბოლომდე ცეცხლის კერებს და მერე ქვემოდან ჩვენ შევესიოთო. არცერთ იქ მყოფ მოხალისეს წინააღმდეგბა არ გაუწევია.


image

მოგვიანებით, დროის რაღაც მონაკვეთში სოფელ დაბის შემოსასვლელთან წყაროსთან გადავინაცვლე, სადაც ბორჯომიდან ამოსული ახლობლები მოვიდნენ და ბიჭებისთვის წყალი და საკვები შემოგვაწოდეს, პარალელურად სოციალურ ქსელში ინტენსიურ რეჟიმში ვანთავსებდი ახალ ამბებს პირდაპირ კატასტროფის ადგილიდან, ხალხის ინტერესი (საქართველოშიც და ემიგრაციაშიც) იმაზე დიდი იყო და იმაზე წარმოუდგენელი, ვიდრე მეგონა, თუმცა არ გამკვირვებია - ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. ხალხის ინტერესის დაკმაყოფილებას მაქსიმალურად ვცდილობდი და ამაში ერთ-ერთი მოხალისის მიერ ნათხოვარი ჩემი ტელეფონის საველე-დამტენი, რომ არა ალბათ ვერაფერს გადავიღებდი, რადგან - ბორჯომის ხეობაში წამოსულს არც ტელე-კამერა წამომიღია, არც მიკროფონი და არც ოპერატორი წამომიყვანია, რადგან ჩავთვალე, რომ საკუთარ თავზე ექსტრემალურ სიტუაციაში პასუხისმგებლობა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე ყველაზე ერთად, რადგან ვიცოდი რა ჩემი თავის და წარსული გამოცდილების ამბავი, რომ - ცეცხლის გადაღებას შორიდან არ დავიწყებდი, ამიტომაც ოპერატორიც და ჟურნალისტიც მე ვიყავი.


დაახლოებით 5 საათისთვის ჩემმა ძმამ, დამირეკა თბილისიდან, - ვუყურე შენ ვიდეოებს, სურათები ვნახე და მართლა ცუდი სიტუაციააო? - კი-თქო ვუთხარი და 90 წუთის შემდეგ ჩემი ძმა, ლევან ჩუბინიძეც შემოგვიერთდა, მან თავის მხრივ მოხალისეთა ჯგუფს რომლებიც უკვე გასულები იყვნენ მიმდებარე ტერიტორიების პატარა-პატარა ცეცხლის კერებთან - საკვები, წყალი და პირბადეები ჩამოუტანა, რომელმაც მოგვიანებით 50-ამდე მოხალისე გადაარჩინა კვამლით ინტოქსიკაციას.
ზუსტად არმახსოვს, მაგრამ 5-6 საათისთვის მე და ლევანი მისივე მანქანით გავედით ერთ-ერთ ახალ ცეცხლის კერასთან ახლოს, რომელიც სოფელ დაბის გზიდან, ახლოს ჩანდა, ეს იყო წყაროდან 100 მეტრში სოფელ წაღვერის მიმართულებით, მარცხენა მხარეს, სადაც მთის ფერობს რომლის ზემოდანაც ქვემოთ, ცეცხლი კატასტროფული სიჩქარით მოემართებოდა და მართალია, ამ მონაკვეთს ერთმანეთისგამ მდინარე ჰყოფდა, მაგრამ საშიშროება იმისა, რომ მდინარე ვერ შეაჩერებდა ცეცხლის ალს დიდი იყო, რადგან თავად მდინარეზეც კი უამრავი წაქცეული გამხმარი ხე იყო გადებული და თავზეც ერთმანეთში გადახლართული ხეები იყო, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებიდან
- რაღაც უნდა ვქნათ, - მეუბნება ჩემი ძმა და გზის პირიდან მდინარის იქით, ფერდობზე ქვევით მომავალ ცეცხლის სწრაფ კერას უყურებს
- აგერ წყლის მანქანები დგას, ბიჭებიც აქ არიან, მოდი გადავიდეთ, გადავიყვანოთ რამდენიმე კაცი მდინარეზე და იქნებ გზამდე აღარ ჩამოვუშვათ ცეცხლი.
- შენ მაგ წყლის მანქანებთან მიდი მალე, გაარკვიე ვინ არიან თუ დაგვეხმარებიან და მე ბიჭებთან მივალ.
წყლით სავსე მანქანები (რეზერვუარებით) გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მანქანები იყო, ერთ-ერთს საკმაო სიგრძის სახანძრო შლანგიც აღმოაჩნდა, ვთხოვე სასწრაფოდ გაგვეჭიმა მდინარის მეორე მხარეს და ქვემოთ მომავალი ცეცხლის ნაკადი შეგვეჩერებინა, ყოყმანი არ დაუწყია, მიცნო, სახელით მომმართა და მკითხა - რა გავაკეთოთო!

imageდაახლოებით 5 წუთში მე, ჩემი ძმა, წყალმომარაგების კომპანიის 4 თანამშრომელი და რამდენიმე სხვა მოხალისე, მდინარის მეორე მხარეს საკმაოდ მძიმე შლანგების გაშლას ვცდილობდით, გზის მხრიდან კი, საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟის 4 თანამშრომელი შლანგების გაშლაში ეხმარებოდა მანქანის მძღოლს.
სანამ შლანგი მდინარის მეორე ნაპირამდე იჭიმებოდა და მონტაჟდებოდა მოახლოებულ ცეცხლის პატარ-პატარა კერებს ფეხით ვაქრობდი, სამწუხაროდ არანაირი სპეც-აღჭურვილობა ხელთ არ გვქონია.


15-20 წუთში, მდინარე 20 ახალგაზრდა ადამიანმა გადმოკვეთა და პირდაპირი გაგებით ცეცხლთან ბრძოლის ფრონტიც გაიშალა! ერთადერთი შლანგი, შემომატებულ მოხალისეებს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წევრებს გვეჭირა და მაქსიმალურად ვცდილობდით ფერდობიდან დაბალ ზონაში ჩამოსული ცეცხლის ლოკალიზებას, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში დაბა-წაღვერის გზას დაფარავდა და მიმდებარე ტერიტორიას გადაწვავდა.
ვიმეორებ ამ ლოკაციაზე დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ მოხალისეები და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები უმკლავდებოდნენ ხანძარს, აღნიშნული ფაქტის ფოტო-კადრები კი პროფესიონალმა ფოტოგრაფმა გოგიტა ბუხაიძემ დააფიქსირა და შემოუნახა ისტორიას,

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

ცოტა ხნის შემდეგ მდინარის მეორე მხარეს ჩემი კოლეგა „რუსთავი 2“-ს ჟურნალისტი თავის ოპერატორთან ერთად გადავიყვანეთ მდინარის მეორე მხარეს და მანაც სიუჟეტში ჩასვა ეს პროცესი.

(რაოდენ სამწუხარო აღმოჩნდა ჩემთის, რომ მოხალისეთა ამ გუნდს, შორის აღმოჩნდა ერთი პერსონა სახელად და გვარად თემურ სანდროშვილი, რომელმაც საღამოს შეურაწმხყოფელი პოსტი გამოაქვეყნა თავის ფეის-კედელზე და „ჩუბინიძის დათაგვა“ მოითხოვა, რომელიც იქ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, მითითებებს იძლეოდა, ჟურნალისტები მოყავდა და აპიარებდა თავს და ხალხს სთხოვდა „ეს პიარშიკი კაცი დამითაგეთ პასუხი უნდა მოვთხოვოო“... :) მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ სამაშველო ოპერაციის მანძილზე ჩუბინიძე მას გევრდით ყავდა და ერთხელაც ვერ გაბედა იქვე ეთქვა: - შენ ვინ დაგნიშნა ჩვენს „ნაჩალნიკად“ რატომ უთითებ ამ ხალხს რა გააკეთოს და როგორო... ძალიან სამწუხაროდ თემურ სანდროშვილი, რომელიც მოხალისეთა ამ ჯგუფში მუშაობდა ჩვენს გვერდით - აორთქლდა, ოპერაცია შუა გზაში მიატოვა, სახლში გაიქცა და ჩემს „მოსაძებნად“ პოსტი გამოაცხო :) - რაღათქმაუნდა ისე, როგორც სხვა რამდენიმე სამარცხვინო, დედალ-კაცს, მასაც მოუწია ბოდიშის მოხდა და სახალხო შეურაწმხყოფელი პოსტის თავისივე ფეის-კედლიდან აღება. - აი, ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ გამოჩნდებოდნენ ვირტუალურ სამყაროში სხვა მლანძღველნიც).

საღამოს 7-8 საათისკენ მოხალისეთა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ცეცხლის კერის ამ კვადრატში გავრცელება შეჩერდა. თუმცა ფერდობზე კვლავ ჩანდა ხანძრის გავრცელების კერები და თუ გავითვალისწინებთ, რომ ქარი ძლიერდებოდა გადაწყვეტილება მივიღე, მოხალისეთა ჯგუფთან პროფესიონალი მაშველი-მეხანძრეები მომეყვანა.
სოფელ დაბაში განთავსებულ შტაბთან მე და ჩემი ძმა მანქანით ავედით, შტაბში შევედი და ვითხოვე - ვინმე გამომაყოლეთ სახანძრო მანქანით, რომელსაც ე.წ. გამანაწილებელი ექნება შლანგებისთვის, სამკაპი რომელიც ერთი მილიდან წამოსულ წყლის ჭავლს, სამი სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს, - ეს აუცილებლად გვჭირდებოდა, რადგან ერთი შლანგით მუშაობა ვხვდებოდი, რომ იმ კვადრატში შედეგს ვეღარ გამოიღებდა.
ჩვენივე (!) ინიციატივით იქვე მდგომა, გაჩერებულ სახანძრო მანქანების ბიჭებს ვთხოვე დახმარება - ესა და ეს რაღაცა გვჭირდება და წამოგვყევით ამა და ამ ადგილზე იქნებ დაგვეხმაროთ, თან რამე რჩევა მოგვცეთ თორე, ვაქრობთ - ისევ ეკიდება, ისევ ვაქრობთ - ისევ ეკიდება-თქო. მე მგონი არვცდები - ხობის სამაშველო-სახანძრო რაზმის ბიჭები იყვნენ - რაზე ძმაო საუბარი ახლავე დავქოქავთ მანქანას, ეგ გამანაწილებელიც გვაქვს და წავიდეთო, მითხრეს, ხუთი წუთი გვაცადეო....

image
(ზუსტად ამ ხუთ წუთში, იქვე მდგარ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის ექიმებს მივაკითხე, - შეგიძლიათ ცოტახნით ჟანგბადის მილით მასუნთქოთ, წეღან ცოტა კვამლის ყლაპვა მომიწია ფერდობზე, სასუნთქი მილების პრობლემა მაქვს და პირით ღრმად სუნთქვა მიწევს-თქო. რათქმაუნდა მაქსიმალური ყურადღებით მომიდგნენ, გამომკითხეს ყველაფერი, ჟანგბადის მილიც მომცეს და კუნთში არც დექსამეტაზონის გაკეთება დაზარებიათ. სწორედ ამ დროს ჩემი ძმის მიერ გადაღებულმა და მის (!) მიერვე ატვირთულმა ფოტომ, მოიარა სოციალურ ქსელში ფეიკ-ტროლ-ქუბერ და სხვა გამოვირტუალურებულ ადამიანთა კედლები - ჩუბინიძემ პიარი გაიკეთა და სასწრაფოს მანქანაშიც დაფიქსირდაო :) - როგორ დაგწყევლოთ, თორე კი ვიტყოდი - ღმერთმა ამისთანა პიარი თქვენც გამოგაცდევინოთ-თქო :)

image
მოკლედ, სახანძრო მანქანა დანიშნულების ადგილზე დროულად მივიყვანეთ, ბიჭებმა მოახერხეს და დაბნელებამდე რამდენიმე წუთით ადრე სამხიდიანი ავტომობილი ცეცხლის კერასთან მაქსიმალურად ახლოს მიაყენეს, წყლის ჭავლის გამანაწილებელიც მალევე გამართეს, ორი ხაზით ცეცხლის კერებთან საბრძოლველად გავუშვით, ერთით კი, მეორე მანქანის წყლის ავზის ავსება დავიწყეთ, რომელსაც მარაგი უკვე გამოლეული ჰქონდა და რომლის დახმარება აუცილებლად გვჭირდებოდა ფერდობზე სანამ ყველაფერი გადაიწვებოდა.

image
პარალელურ რეჟიმში, ჩემს ფეის-სამეგობროს ხანძრის მასშტაბების შესახებ ვაცნობებდი ხოლმე, რომლებიც თავისმხრივ მაქსიმალურად აზიარებდნენ ფოტო და ვიდეო მასალას პირდაპირ ცეცხლის კერიდან. რაღაც მომენტში სანამ შემოშველებული სახანძრო მანქანის შლანგებს ფერდობამდე ამოვიტანდით, მოვახერხე და იმ ჯოჯოხეთის წინ დავისელფე რასთან ბრძოლასაც 5 წუთში ვიწყებდით, რათქმაუნდა ცალკე ფოტოებიც გადავუღე ამ ჯოჯოხეთს, მაგრამ ფეიკ-ტროლ-ქუბერები მხოლოდ ჩემმა სელფებმა გააღიზიანა - ხანძარს ებრძოდი თუ სელფაობდიო, კვდებოდნენ სიცილით... არადა, ორივეს მოხერხება არ გამჭირვებია მათგან განსხვავებით, ვინც უბრალოდ მშვიდად იჯდა კლავიატურასთან და აუღელვებლად დასცინოდა იქ მყოფთ,

image

სხვათაშორის მეც და როგორც მომდევნო დღეებში გავარკვიე - დათო ქაცარავასაც, რომელიც ამ მომენტში სხვა ლოკაციაზე ებრძოდა სტიქიას (მომდევნო დღეს ჩვენ ერთად მოგვიწია, ახალ ლოკაციაზე ბრძოლა).

(ძალიან საინტერესო აღმოჩნდა გაზისა და ნავთობის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის, ისნის პოლიციის მაღალი თანამდებობის პირის ლექსო ჯღარკავას დის, ნინო ჯღარკავას საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული კომენტარი ჩვენს შესახებ....

ამ ქალბატონს მოგვიანებით პირადად დავუკავშირდი, მან ჩემთან საუბარში კატეგორიულად უარყო მსგავსი რამ და ოფიციალურ კომენტარში (იხ. აუდიო ვერსია) განაცხადა, რომ მსგავსი რამ, რაც ამ საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა - საერთოდ არ უთქვამს ჩემს შესახებ :)

image* * *
მოკლედ - ბნელდებოდა, მალე ცეცხლის ბოლო კერა, რომელიც ყველაზე მძლავრი იყო მთლიანად გადაწვავდა დაბა-წაღვერისკენ გამავალი გზის ახლო, ბოლო ფერდობს, ლოკაციაზე მხოლოდ 4 მეხანძრე და 7-8 მოხალისე ვიყავით დარჩენილები. ლოდინის დრო არ ყოფილა, სახანძრო ორი შლანგიდან შეტევა ცეცხლის მიმართულებით სასწრაფოდ დასაწყები იყო, ერთ-ერთი საქრობის ჩემს თავზე აღება არ დამზარებია, შლანგი მაქსიმალურად გავჭიმეთ, მეხანძრეები სამაშველო მანქანასთან წყლის ჭავლის მიწოდებას აკონტროლებდნენ, ბიჭები მძიმე შლანგს ამაგრებდნენ... რადგან ვინც არიცით უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, რომ სახანძრო შლანგების მოხმარება, მითუმეტეს მსგავსი სახის კატასტროფული ცეცხლის ალის და მითუმეტეს დახრილ მთის ფერდობზე - საშინლად რთულია, ძალიან ძნელია და მეტიც სიცოცხლის რისკის ფასია, მაგრამ ამის გაგება ძალიან რთულია თუ იქ არ ხარ, თუ ეს შლანგი საკუთარ ხელში არ გიჭირავს, თუ თავად არ არეგულირებ წყლის ჭავლის სიჩქარეს და თუ თავად არ ენარცხები სველ მიწაზე, რომელიც ერთი წუთის წინ ხანძრისგან დაიწვა... ეს, არის განცდა რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გაიგებს თუ არ გამოცდის, ამიტომ მინდა განვაცხადო, რომ - მეხანძრეების ხელფასი უნდა გაორმაგდეს!!! მათ უნდა დაენიშნოთ სამმაგი პრემია მსგავსი ტიპის სამუშაოების შემდეგ!!! მე გეუბნებით ამას, უბრალო მოხალისე, რომელმაც მეხანძრის ფუნქცია შეითავსა და საკუთარ ტყავზე გამოსცადა სიკვდილთან თამაშის მძიმე ხვედრი!...

image

image

image

და ყველა, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, გვლანძღავს და ათას რამეს გვიწოდებს, უბრალოდ - მასხარაა, სახალხო მასხარა, რომელიც საკუთარი შვილების და შთამომავლობის წინაშე ჩასვრილი ადამიანის სტატუსით დარჩება, რადგან ერჩივნათ ცეხლის ალში გახვეულებს საქმე ეკეთებინათ და თუნდაც ერთი ხე გადაერჩინათ და დაე ათასი სელფი და ვიდეო გადაეღოთ ამ დროს, მითუმეტეს - მე, ჟურნალისტს, დოკუმენტალისტს მევალება ისტორიას შემოვუნახო ის, რაზეც მომავალი აუცილებლად გაიგებს სიმართლეს! და სტიმული მივცე საზოგადოებას ჩემი საქციელით, რათა ის გადამდები აღმოჩნდეს!


22 აგვისტოს მზის ჩასვლამდე, მოხალისეთა ამ ჯგუფის მიერ ლოკალიზებულ იქნა, ცეცხლის ყველაზე მასშტაბური შემოტევა სოფელ დაბას შესასვლელში, წყაროსთან ახლოს, მარცხენა მხარეს, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, მთის ფერდობზე და ეს, მხოლოდ ჩვენივე ინიციატივით და მონდომებით! სახელმწიფო, რომ სწორად იყენებდეს მოხალისეების უდიდეს რესურს, ის ბიუჯეტსაც დაზოგავდა და სხვა ბევრ რამესაც... ნებისმეირი საგანგებო სიტუაციის დროს!

image
23 აგვისტო.... დღე მეორე, როცა მე და ჩემი ძმა თბილისიდან, დილითვე დავადექით ბორჯომის გზას და კვლავ სამაშველო სამუშაოებში ჩართვის სურვილით საკუთარი ინიციატივით, მიუხედავად წინა დღის კატასტროფულად მძიმე დღის და განსაკუთრებით საღამოსა. გზად სოფელ გომთან პოლიციის განყოფილებაში შევიარეთ და ოფიციალურად ვაცნობეთ, ავტობანის მარცხენა მონაკვეთზე, ცეცხლის ალის შესახებ, რომელიც მარტივად შესამჩნევი იყო ტრასიდან. მორიგე პოლიციელმა ოპერატიული რეაგირება მოახდინა და ჩვენი შეტყობინება, ოპერატიულადვე გადასცა მოძრავ ეკიპაჟებს ადგილზე სიტუაციის შესასწავლად.


წინა დღისგან განხვავებით ეს დღე არ ჩანდა კატასროფული, თუმცა - ვცდებოდით! დათო ქაცარავას და შადიმან ხარშილაძეს სოფელ დაბამდე არმისული, გზიდან მარცხენა მხარეს ფერდობზე გაჩენილ ახალ კერასთან შევუერთდით, სადაც უკვე მუშაობდნენ ახალგაზრდები, წერაქვებით, ნიჩბებით და თოხებით შეიარაღებულნი. ფერდობის ქვეშ, მინდორზე პატარა წყლის რეზერვუარია, სადაც მეხანძრე-მაშველები იყვნენ დაბანაკებულნი სპეც-აღჭურვილობით, ცეცხლის საქრობი სპეციალური, მხრებზე მოსაკიდი ბალონებით, დაახლოებით აი, ისეთებით როგორებითაც ვენახებს წამლავენ ხოლმე, - უნამუსობა იქნება იმის ართქმა, რომ აღნიშნული ბიდონების უმეტესობა დაზიანებული იყო და მაშველები ჩუმ წუხილს გამოთქვამდნენ ამის შესახებ.


მე, დათო ქაცარავა, ჩემი ძმა და შადიმანი, ფერდობის მწვერვალზე შევუდექით გზას, პარალელურად შიგადაშიგ აღმოცენებულ ახალ ცეცხლის კერებს ვაქრობდით, მიწით ვფარავდით და ალმოკიდებულ გამომშრალ მორებს უსაფრთხო ადგილებზე ვაგორებდით. ფერდობის უმაღლეს წერტილზე ასულებს, საშინელი, ჯოჯოხეთური სურათი დაგვხვდა - ირგვლივ ყველაფერი გადამწვარი იყო, შიგადაშიგ ხეებს ისევ ეკიდათ ცეცხლი, ერთ-ერთის შუაზე გადატყდომის მომენტი ჩემს მორიგ სატელევიზიო ვიდეოში მოხვდა გადაღების დროს ... ენით აუწერელი იყო ის ყველაფერი რაც იქ დაგხვხდა, მკვდარი მიწა, მკვდარი ხეები და განადგურებული ბუნება.... არ შემეძლო ამ ყველაფრის უემოციოდ გატარება და ისტორიისთვის ამ ფერდობის არშემონახვა, ადგილი სადაც არცერთი ტელევიზიის არცერთი კამერა არ მოხვედრილა - აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ისტორიას. ამ ვიდეოს ოთხ დღეში 300, 000 ნახვა და 7, 000 გაზიარება ჰქონდა... ეს, იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე სიუჟეტი, რომელსაც უემოციოდ ვერ გადავიღებდი, ისევ საკუთარი ხელით, ისევ ოპერატორის გარეშე...

... მაგრამ რაც იქ ცეცხლის კერების ლოკალიზაციის ბოლოს მოხდა, უკვე ყველა საინფორმაციო საშუალების ყურადღების საგანი გახდა: - ფერდობის სულ ბოლო წერტილზე, დამწვარი ხის ძირში დამსხვრეული ბოთლი ვიპოვეთ, სპეციფიური საწვავის სუნით და ბოთლის ყელში, შესაძლო ნაჭრის ნარჩენებით, ანუ ტიპიური „მოლოტოვის კოქტეილის“ თემა იყო, სასწრაფოდ ყველა მხრიდან და ყველა რაკურსით ფოტოები გადავუღე ნაპოვნ ბოთლს, ერთი ნაწილი პირბადეებში გადავახვიეთ და შტაბში ჩამოვიტანეთ, მალევე გავაკეთე საგანგებო განცხადება ჩემს პირად ფეისბუქ-გვერდზე, სადაც გამოვაქვეყნე ჩემს მიერ გადაღებული აღნიშნული ფოტო-დოკუმენტებიც და ჩემი ვარაუდიც - შესაძლო დივერსიის შესახებ (იხილეთ ფოტოები), რათქმაუნდა ჩემს მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ სამართალდამცავთა ინტერესიც გამოიწვია, აღიძრა საქმეც და დაიწყო გამოძიება, რომელიც დღესაც გრძელდება...

image

image

image

imageფერდობიდან ჩამოსული მოხალისეთა 15 კაციანი ჯგუფი, გზად პოლიციის თანამშრომლებს და მაშველ-მეხანძრეებს გაესაუბრა, ძალიან წუხდნენ ბიჭები, რომ გლობალურად არ ან ვერ ერთვებოდნენ სამაშველო სამუშაოებში - ბრძანების არარსებობის გამო, წუხდნენ და მათი გულისტკივილი თითოეულის გამოხედვაში ჩანდა, მათ სურდათ ცეცხლთან ბრძოლა, ცეცხლის შეჩერება და ლოკალიზება - დროულად, ვიდრე მანამ, ის კიდევ უფრო მეტ და დიდ ფართობს გაანადგურებდა.... ფაქტია, რომ მფრინავთა გმირული მუშაობა საკმარისი არ აღმოჩნდა დაგვიანების გარეშე მომხდარიყო ხანძრის შეჩერება! რადგან როცა ვერტმფრენებიდან ხანძრის კერები მუშავდებოდა, მას სასწრაფოდ (თუნდაც მიუდგომელ ადგილებში) ცოცხალი ძალის რესურსით შეტევა სჭირდებოდა.


... იმას ვამბობდი, რომ 15 კაციანი ჯგუფი მთის ფერდობიდან ქვევით, მდინარესთან დავეშვით, გზაზე გაჩერებულ ჩვენს ორ მანქანას მივუახლოვდით და... და... 7 ცივი ნაზუქი და ბოთლებში სიცხისგან ადუღებული წყალი ერთმანეთში გადავინაწილეთ... ეს, ყველაზე გემრიელი ვახშამი იყო, იმ დღის შემდეგ როცა 1993 წლის 16 ივლისს, სოხუმში, გუმისთის ფრონზე, გამთენიისას, პოზიციებიდან ბანაკში დაბრუნებულმა ბიჭებმა, სამი დღის უკან მოტანილი ერთი ბუხანკა პური ლუკმებად გადავინაწილეთ...


მერე რაც მოხდა, ის ყველამ იცით... მოხალისეები აღარ გვჭირდებითო :) - არ ჩამოხვიდეთო! ჩასულებიც უკან გამოგვაბრუნეს - ხელს უშლიან მაშველებსო! მე ჩემდათავად იმ ბიჭებზე და იმ მოხალისეებზე ვიტყვი ვის გვერდითაც 48 საათის მანძილზე მომიწია ცეცხლთან ომი - ჩვენ არავისთვის შეგვიშლია ხელი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენს გვერდით არავინ იყო!


ახლა, როცა ეს სტატია იწერება ხანძარი აბასთუმანშიც მძვინვარებს, მიუხედავად იმისა, რომ მასში ვერტმფრენების 7 ერთეულია ჩართული, მობილიზებულია არმიის დანაყოფები, პოლიცია, მაშველთა რაზმები და... მოხალისეები, რომლებსაც ჯერ-ჯერობით აღარავინ ეუბნება - არ გვჭირდება თქვენი დახმარეობაო!


უბრალოდ, სასაცილო მხოლოდ ისაა, რომ გამოვირტუალურებულთა რისხვა ბესო ჩუბინიძეს და დათო ქაცარავას იმიტომ დაატყდა ასე მძაფრად, რომ სამწუხაროდ (!) ისინი ერთადერთნი აღმოჩნდნენ ცნობად სახეებს შორის - ვინც იქ, საკუთარი ინიციატივით იომა! გამოვირტუალურებული მასას კი, ვისაც სახეზე ცნობს, მხოლოდ მისი ქილიკი შეუძლია...:) და საბედნიეროდ გაცილებით, გა-ცი-ლე-ბით დიდი აღმოჩნდა იმ ადამიანთა სია, რომლებმაც მოხალისეებს გულწრფელი მადლობა გადაუხადეს, მათ შორის პირველი ეს კაცი იყო - ლევან შონია (სახელმწიფო მოხელე)

image
პ.ს. ზოგადად, ჩემი, როგორც ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა და ცხოვრებისეული მინუსია ის, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა ქეციან ძაღლს, რომელიც მიყეფს და ჩემს შეჩერებას ცდილობს თავისი ყეფით, ყურადღებას ვაქცევ და ვუჩერდები... მაგრამ, სხვანაირად არ შემიძლია, რადგან ღორის ტილმა ფეხზე აცოცებამდე უნდა იცოდეს, რომ მას გზა ჩვენს თავებამდე ასასვლელად მოჭრილი აქვს, რომ ქეციან და რწყილებიან ძაღლს რომელიც ყალბი ყეფით გვაფერხებენ და დროს გვაკარგვინებენ, პასუხი მოეთხოვებათ.... ყველა ზემოთ ჩამოთვლილი „ტროლი“ „ფეიკი“ „ქუბერი“ და თუნდაც ნამდვილი სახელის და გვარის ადამიანი, ვინც ჩვენს გუნდს „ერჩის“ ღორის ტილის და ქეციანი ძაღლის პროტოტიპია.


მადლობა ყურადღებისთვის.
პატივისცემით ნაღდი ქართველების წინაშე, თქვენი

ბესო ჩუბინიძე (ჟურნალისტი, დოკუმენტალისტი)
31 აგვისტო 2017 წელი


image

image

image

image

image

image

0
439
4-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0