x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ერთადერთი ეფექტური მოძრაობა სახის გახდომისა და გასწორებისთვის - შედეგი გაგაოცებთ!
image


ყველამ იცის, რომ სიბერე, პირველ რიგში ნაოჭებითა და მოდუნებული კანით ვლინდება. მაგრამ თავად კანის ელასტიურობა და სახის კონტური დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის სახის კუნთები ტონუსში. იმისათვის, რომ სახის კუნთები არ მოდუნდეს, საჭიროა სწორი და ეფექტური ვარჯიშები.


ქვემოთ სწორედ სახის იმ ყველაზე ეფექტური ვარჯიშების კომპლექსს გთავაზობთ, რომლებიც, ექიმების აზრით, თქვენს სახეს დიდი ხნის მანძილზე ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში დაეხმარება.


გახურება



image
ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია კუნთების სათანადოდ გახურება. დაჯექით ან დადექით ისე, რომ ზურგი გასწორებული გქონდეთ. შემდეგ კი შეეცადეთ მაქსიმალურად მკვეთრად და გახანგრძლივებლად წარმოთქვათ ოთხი ხმოვანი - "ა", "ე", "ი", "ო". ნუ იჩაქრებთ და გააგრძელეთ ვარჯიში მანამ, სანამ სითბოს მთელ სახეზე არ იგრძნობთ.


1.


image


დაჯექით სკამზე და გადასწიეთ თავი უკან. წარმოიდგინეთ, რომ ქვედა ტუჩით ჭაღს უნდა მისწვდეთ. რაც შეიძლება ძლიერად გამოსწიეთ ქვედა ტუჩი და დაყოვნდით ამ მდგომარეობაში 5-10 წამი. შემდეგ მოდუნდით და გაიმეორეთ ვარჯიში 2-3 ჯერ.


2.


image


ამ ვარჯიშისთვის საჭიროა მაგრად მოეხვიოთ საკუთარ თავს ხელებით. შემდეგ ნელა დაიწყეთ კისრის ზემოთ აჭიმვა. თან აუცილებელია ზურგი სწორად გეჭიროთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ ზღვარს მიაღწიეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და გულში დაითვლეთ 10-15-მდე. შემდეგ ნელა დაბრუნდით საწყის პოზიციაში.

3.


image


მარტივი, მაგრამ ეფექტური ვარჯიში "ჩამოკიდებული" ლოყებისთვის. დაიჭირეთ თავი სწორად. რაც შეიძლება ძლიერად ჩამოუშვით ტუჩების კიდეები ძირს, დააყოვნეთ 5 წამი და დაუბრინდით ნორმალურ მდგომარეობას, გაიმეორეთ ვარჯიში 5-ჯერ ან მეტჯერ, სანამ კუნთებში დაღლილობას არ იგრძნობთ.


4.


image


დაჯექით სკამზე და გაასწორეთ ზურგი. ტუჩებით მაგრად გაიჭირეთ ფანქარი. ფანქრით დაიწყეთ ჰაერში თქვენი სახელის დაწერა ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ. ვარჯიში უნდა გაგრძელდეს არანაიკლებ 3 წუთი. შემდეგ შეისვენეთ და ორჯერ ისევ გაიმეორეთ.


5.


image


ეს ვარჯიში მოქმედებს კისრის კუნთებზე და ხელს უწყობს სახის კონტურის დახვეწას.


გადაწიეთ თავი მარჯვნივ და შეეცადეთ ყურით მხარს მისწვდეთ. ამავდოულად, მარჯვენა ხელისგული მიაჭირეთ მარჯვენა საფეთქელს და შეეცადეთ შეეწინააღმდეგოთ თავის მოძრაობას. ასე გააჩერეთ 10 წამი, შემდეგ კი იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს.

6.


image


ღრმად ჩაისუნთქეთ, მჭიდროდ დამუწეთ ტუჩები და გაბერეთ ლოყები. დაიდეთ ხელისგულები ლოყებზე ისე, რომ თითები ყურებს მიედოს. დაიწყეთ ლოყებზე დაჭერა, წინააღმდეგობის გაწევა და კუნთების დაჭიმვა. გამოიყენეთ მაქსიმალური ძალისხმევა. ასე დააყოვნეთ 5-6 წამი, შემდეგ მოდუნდით, შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ ვარჯიში 5-6-ჯერ.


7.


image


გააღეთ პირი და ქვედა და ზედა ტუჩით მოეჭიდეთ კბილებს. შემდეგ ქვედა ყბა ოდნავ წინ გამოსწიეთ და საჩვენებელი თითი დაიდეთ ნიკაპზე, თან მოადუნეთ და დაჭიმეთ კუნთები გაიმეორეთ 10-ჯერ.


8.


image


და ყველაზე რთული ვარჯიში, ითვალისწინებს ენისქვეშა და ყბის კუნთების გამკვრივებას.

ორივე მუშტი მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ და ენა მიაჭირეთ კბილების გასწვრივ ენის ქვეშ. მუშტებით მიაწექით მაღლა, ენით კი ზემოდან წინააღმდეგობა გაუწიეთ. ასეთ ძალისხმევაში უნდა გაძლოთ 30 წამი, შემდეგ მოადუნდეთ 5 წამით და გაიმეორეთ ვარჯიში 10-ჯერ.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. 7 შეცდომა, რომელსაც კანის მოვლისას ვუშვებთ - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image2. როგორ მოვიქცეთ თუ რომელიმე მწერმა გვიკბინა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image

3. რა ხდება სინამდვილეში, როცა თითებს ვატკაცუნებთ - ის, რაც აქამდე შეცდომით ვიცოდით!

image

4. რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!

image

5. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image

6. ასე კეთდება საკეისრო კვეთა - დეტალური ფოტოაღწერა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

image

7. რატომ გვინაოჭდება კანი წყალში დიდხანს ყოფნის დროს და რაში გვეხმარება ეს?

image

0
783
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
783
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0