x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რისი გახსენება არ უყვარს 47 წლის კლაუდია შიფერს და რომელი მოდელი იყო მისი კონკურენტი?
image


სუპერმოდელი, რომლის ფოტო 900-ზე მეტჯერ ამშვენებდა ჟურნალის გარეკანს, 25 აგვისტოს 47 წლის გახდა. ის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული, ცნობილი და მდიდარი მოდელი არის. დღეს მას აქვს ყველაფერი, რაზეც კი შეიძლება იოცნებოს ქალი: კარიერა, პოპულარობა, დიდი ქონება, მოსიყვარულე მეუღლე და 3 შვილი. მაგრამ, მის წარსულში იყო მომენტები, რომლის გახსენებაც არ სიამოვნებს ცნობილ მოდელს.


image


პოდიუმის მომავალი ვარსკვლავი დუსელდორფის (გერმანია) სიახლოვეს პროვინციულ ქალაქში, შეძლებული ადვოკატის ოჯახში დაიბადა და მომავალში ისიც ადვოკატობას აპირებდა. სკოლაში სწავლის დროს, «მახინჯი იხვის ჭუკი» იყო – მეტისმეტად გამხდარი და მაღალი. ის კლასის სხვა მოსწავლეებისგან განსხვავდებოდა და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, პოპულარობით არ სარგებლობდა. «ბიჭებს არ უნდათ ისეთ გოგონებთან შეხვედრა, რომელიც მათზე მაღლები არის. მე თავს მარტოდ ვგრძნობდი, რადგან საკუთარი მეგობრებისგან განვსხვავდებოდი», – აღიარა მან მოგვიანებით.


image


ფიზიკის ოლიმპიადაში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, კლაუდიამ მიუნხენის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის უფლება მიიღო და სწავლის გაგრძელებას სწორედ იქ აპირებდა. მაგრამ, ის ერთ-ერთი წვეულების დროს, ფრანგული მოდის სააგენტოს დირექტორს მიშელ ლევატონს შეხვდა შემთხვევით, რომელმაც კლაუდია პარიზში მიიწვია, საცდელი ფოტოების გადასაღებად. მომავალი მოდელის მშობლებს ეს ფაქტი არ გახარებიათ, მაგრამ მაინც მოახერხეს მათი დაყოლიება და ეს ფოტოსესია ჩატარდა.


imageimageimage


დღეს სუპერმოდელს ამ ფაქტის გახსენება არ უყვარს, რადგან ის სრული კრახით დასრულდა: ფოტოებზე გოგონას სახე მეტისმეტად ბავშვურად გამოიყურებოდა, ხოლო თმა – მეტისმეტად თხელი უჩანდა. შედეგად, ჟურნალებმა უარი თქვეს მისი სურათების გამოყენებაზე. მხოლოდ 2 თვის შემდეგ მოახერხა მან ჟურნალ «Elle»-ს კასტინგის დირექტორთან შეხვედრა, რომელმაც მასში მომავალი ვარსკვლავი ამოიცნო. ამის შემდეგ კლაუდიას კარიერა აეწყო. გავიდა, სულ რაღაც 2 წელი და მისი ფოტოები პოპულარულ ჟურნალების გარეკანზე გამოჩნდა, ხოლო სარეკლამო სააგენტოები, მასთან კონტრაქტის გასაფორმებლად, ერთმანეთს სერიოზულად ებრძვოდნენ.


imageimage
90-იან წლებში კლაუდია შიფერი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ცნობილი და მდიდარი მოდელი იყო. ის დღეში 50 ათას დოლარს გამოიმუშავებდა. ხოლო, «Revlon»-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, – ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად მსოფლიოში. მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნში არის დაფიქსირებული. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კლაუდია 900-ჯერ მოხვდა ჟურნალის გარე კანზე და ეს რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია. ფრანგულმა ჟურნალმა «Paris Match» ის ტოპ-მოდელებს შორის, ყველაზე დიდ ტოპ-მოდელად დაასახელა. 27 წლის ასაკში, შიფერი პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალების ათეულში შედიოდა. დღეს მისი ქონება 55 მლნ. დოლარად არის შეფასებული.


imageimage
როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და წარმატებული სუპერმოდელი არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი. მას არც ამ ფაქტების გახსენება უყვარს – თუ პოდიუმის დაპყრობა ადვილად მოახერხა, კინოკარიერაში ნამდვილად არ უმართლებდა. ის 10-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მაგრამ ყველა რეჟისორი, ვისთანაც უმუშავია, მას უნიჭოს ეძახდა. აბელ ფერარმა, მისი მონაწილეობით ფილმის («The Blackout» 1997) გადაღების შემდეგ, განაცხადა: «ნებისმიერი თხა, რომელსაც გზაზე შევხვდებოდი, უკეთესად შეასრულებდა ამ სცენას, ვიდრე მან შეასრულა».


image
იმ პერიოდში, ცნობილ მოდელს არც პირად ცხოვრებაში უმართლებდა. მისი ექვსწლიანი რომანი ცნობილ ილუზიონისტთან დევიდ კოპერფილდთან კრახით დასრულდა.



image


2000 წ. კლაუდი შიფერმა განაცხადა, რომ ცოლად მილიარდელ ტომ ჯეფრისს მიჰყვებოდა. თუმცა, ეს ქორწინებაც ჩაიშალა...


imageimage


2002 წ. ცნობილი მოდელი მეთიუ ვონს (კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი) გაჰყვა ცოლად. მათ ერთი ვაჟი და 2 ქალიშვილი შეეძინათ.


image


დღეს, 40-ს გადაცილებული მოდელი ისევე კარგად გამოიყურება, როგორც თავისი კარიერის პიკში.

imageimage
კლაუდია შიფერის კონკურენტი კი, მთელი კარიერის მანძილზე, მხოლოდ ერთი მოდელი – სინდი კროუფორდი იყო, რომელიც უკვე 51 წლის არის და მისი გარეგნობით თუ ვიიმსჯელებთ, ისინი დღესაც კონკურენტებად უნდა თვლიდნენ ერთმანეთს.

imageimage

imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* პოდიუმის შემდეგ. გასული საუკუნის ტოპ–მოდელები დღეს
* მსოფლიოს I სუპერმოდელი. გზა საკონცენტრაციო ბანაკიდან პოდიუმამდე
* Victoria's Secret - ის საიუბილეო ჩვენება
* თოჯინების ნაცვლად სუპერმოდელები. ბარბის სამოსი და აქსესუარები ყველაზე ცნობილი ბრენდებისგან

0
782
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
782
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0