x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მსოფლიოს I სუპერმოდელი. გზა საკონცენტრაციო ბანაკიდან პოდიუმამდე.
ვერუშკა ფონ ლენდორფი

მსოფლიო მოდის ისტორიაში, პირველი სუპერმოდელის – ვერუშკა ფონ ლენდორფის (ვერა გოტლიბ ანა ფონ ლენდორფ-შტანიორტი) ბედი მეტად უცნაურად ვითარდებოდა. მის ცხოვრებაში იყო დიდი წარმატება და დიდი ჩავარდნები. ისეთი, რომ მან თავის თავზე გამოსცადა სრული სიღარიბე, ზღაპრული სიმდიდრე და ფუფუნება. ის იყო გერმანელი არისტოკრატი, ბავშობაში საკონცენტრაციო ბანაკშიც მოხვდა, მაგრამ ის არა მარტო გადარჩა, დიდი წარმატებასაც მიაღწია – მსოფლიოს პირველი სუპერმოდელი გახდა.

ვერუშკა ფონ ლენდორფი

ის 1939 წ. კენიგსბერგში (ამჟამად – კალინინგრადი) დაიბადა, არისტოკრატის ოჯახში. ლენდორფები უდიდეს სასახლეში ცხოვრობდნენ, რომელშიც 100 ოთახი იყო. მომავალი მოდელის მამამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოსულიყო. მაგრამ ერთხელ, ის ებრაელი ბავშვების მკვლელობის მოწმე გახდა, რამაც აიძულა თავისი შეხედულებები გადაეხედა და ოპოზიციაში გადავიდა. ის ანტიფაშისტი გახდა და 1944 წ. ჰიტლერზე თავდასხმის ოპერაციის მომზადებაშიც კი მონაწილეობდა. ამის გამო, სიკვდილით დასაჯეს, მისი ცოლი დააპატიმრეს, ხოლო ქალიშვილი ბავშვთა საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს. სადაც ის II მსოფლიო ომის დასრულებამდე იყო.

მსოფლიოს I სუპერმოდელი

ვერუშკა ფონ ლენდორფივერუშკა ფონ ლენდორფი

ომის შემდეგ, ვერა სახვით ხელოვნებას სწავლობდა ჯერ ჰამბურგში, შემდეგ ფლორენციაში. იქ მან ფოტოგრაფი უგო მულასო გაიცნო და მოდელად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, საფრანგეთში ის ეილინ ფორდს – პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოს უფროსს შეხვდა, რომელმაც სამუშაო აშშ-ში შესთავაზა.

ამერიკაში, მას განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, ამიტომ გერმანიაში დაბრუნება და იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა. ყურადღების მისაქცევად, სახელი შეიცვალა და ფსევდონიმად ვერუშკა აიღო. მას ტანთ ყველაფერი შავი ემოსა, რაც გასული საუკუნის 60-იანებში არამოდური იყო.

ვერუშკა ფონ ლენდორფივერუშკა ფონ ლენდორფი

მსოფლიოს I სუპერმოდელი


იმიჯის შეცვლამ, შედეგი გამოიღო. მალე ალაპარაკდნენ უცნაურ მოდელზე და მას სულ

უფრო ხშირად იწვევდნენ გადაღებებზე.

ვერუშკა ფონ ლენდორფივერუშკა ფონ ლენდორფი1966 წელს მან ეპიზოდური როლი შეასრულა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში «Blow up» («ფოტოგადიდება»), რომელმაც არნახული პოპულარობა მოუტანა.

მსოფლიოს I სუპერმოდელი

ამ ფილმის შემდეგ, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის ცნობილ მხატვრებთან მუშაობდა, მათ შორის სალვადორ დალისთანაც. იმ პერიოდში, დღეში 10 ათას დოლარს გამოიმუშავებდა. ვერუშკა არა მარტო ყველაზე მაღალი (186 სმ.), არამედ ყველაზე ტიტულირებული სუპერმოდელი იყო, რომელის ფოტოსურათი 800-ჯერ მოხვდა «Vogue» -ს და სხვა ჟურნალების წინაყდაზე.

მსოფლიოს I სუპერმოდელი

მსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელი

ვერუშკა ფონ ლენდორფივერუშკა ფონ ლენდორფი1975 წელს ვერუშკამ უეცრად გადაწყვიტა მოდელის კარიერის დასრულება, იმის გამო, რომ კონფლიქტი მოუვიდა ჟურნალ «Vogue»-ს მთავარ რედაქტორთან. 1985 წ. ის დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ბოდი-არტის შოუში. მხატვარ-ავანგარდისტების ფოტოსესიებში ის გარდაიქმნებოდა ეგზოტიკურ ცხოველებად, ქვად, ხედ, ჟანგიან მილად...

მსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელი

მსოფლიოს I სუპერმოდელიმსოფლიოს I სუპერმოდელიამჟამად ვერუშკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და პერიოდულად მონაწილეობს გადაღებებში და ჩვენებებზე, როგორც მიწვეული მოდელი.

მსოფლიოს I სუპერმოდელი

მსოფლიოს I სუპერმოდელი

ვერუშკა ფონ ლენდორფი


5
819
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
819
  
2015, 8 ნოემბერი, 16:45
საოცარი ქალია....თან ბუნებრივად ლამაზი,სილიკონებისა და ბოტოქსების გარეშე....
2015, 6 ნოემბერი, 10:22
დიდი მადლობა, ასეთი კომენტარისთვის
2015, 6 ნოემბერი, 1:46
ძალინა მომეწონა ქალიც და სტატიაც
2015, 4 ნოემბერი, 14:56
77 წლის. კარმენ დელ ორეფისი, ასევე მოდელია და ის 81 წლის არის. მოდის ინდუსტრიაში ასაკი შეზღუდული არ არის და თუ მოდელზე მოთხოვნილება არსებობს, რა პრობლემაა?
2015, 4 ნოემბერი, 12:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5