x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პოდიუმის შემდეგ. გასული საუკუნის ტოპ–მოდელები დღეს

მოდის ინდუსტრია ადგილზე არასოდეს დგას და დღეს, თითქმის, ყოველ კვირა, პოდიუმზე ახალ-ახალი ვარსკვლავი «ენთება». ლამაზი გოგონები ისე სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, რომ ხალხი მათი სახელების დამახსოვრებას ვერ ასწრებს. სულ სხვაგვარად იყო საქმე, ამ მხრივ, გასულ საუკუნეში. მაშინ, «ტოპ–მოდელის» ტიტულის მოსაპოვებლად, გოგონას პოდიუმზე, მინიმუმ ერთი-ორი ათასი კილომეტრი უნდა გაევლო.
აქ წარმოგიდგენთ, XX საუკუნის ყველაზე ცნობილი მოდელების ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია მათი კარიერის პიკზე და დღეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს თუ როგორ გამოიყურებიან ისინი ახლა.


სინდი კროუფორდი

image
სინდი კროუფორდის ფიგურა ეტალონად ითვლებოდა XX ს-ში: ტყუილად ხომ არ გაიყიდა მისი ვიდეო ვარჯიშები მრავალმილიონიანი ტირაჟით? სინდი დღეს 51 წლის არის, მაგრამ ის ისევე გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ და მისი სილამაზის საფუძველი, როგორც თავად სინდი ამბობს — რეგულარულად სპორტით დაკავება, კვების დაბალანსებული რაციონი და ცხოვრებისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულება არის.

imageკლაუდია შიფერი


image
ისევე როგორც სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, გასულ საუკუნეში — ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო. კარიერის მანძილზე გერმანელი მოდელი 900-ზე მეტჯერ მოხვდა ჟურნალის გარეკანზე და ეს რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია. დღეს კლაუდია 46 წლის არის და ისევე შესანიშნავად გამოიყურება, როგორც ადრე. როგორც ყოფილი ტოპ-მოდელი ამტკიცებს, მისი დღევანდელი გარეგნობა, სწორი კვების და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის დამსახურება არის.

image

ლინდა ევანგელისტა


image
უნიკალური გარეგნობა იყო ამ მოდელის მთავარი კოზირი. ლინდა ევანგელისტამ თავისი კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და ძალიან მალე გახდა ყველაზე მოთხოვნადი გოგონა თავის პროფესიაში. მწვანე ნუშისებური თვალებით, არწივის ცხვირით და გრძელი ფეხებით, ლინდამ მალე დაიპყრო ცნობილი დიზაინერების გულები. დღეს, ოდესღაც ულამაზესი სახიდან, თითქმის არაფერი დარჩა და ამაში მისი ასაკი (52) დამნაშავე არ არის. საქმე იმაშია, რომ მოდელი პლასტიკური ქირურგიით და სილამაზის ინექციებით არის გატაცებული.

image

კეიტ მოსი

image
90-იანი წლების დასაწყისში კლაუდიას, სინდის და ლინდას კონკურენტი გამოუჩნდათ — მოდის ცის კაბადონზე ახალი ვარსკვლავი აენთო. კეიტ მოსი — სუპერმოდელი, სტილის დამფუძნებელი და ბრიტანული ელეგანტურობის სიმბოლო იყო. დღეს ის 43 წლის არის და მუდმივად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ თავს არ უვლის. მაგრამ, კეიტს სულ არ ადარდებს სხვების კრიტიკა და სავსების კმაყოფილია თავისი გარეგნობით.


image

ნაომი კემპბელი

image
ნაომი პირველი მუქკანიანი მოდელი იყო, რომელიც ჟურნალ «Time»-ეს და ფრანგულ და ინგლისურ «Vogue»-ის ყდებზე გამოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეტსახელი «შავი პანტერა», მას კანის ფერის გამო კი არა, პლასტიკისა და პოდიუმზე «კატისებირი» სიარულის მანერის გამო შეარქვეს. დღეს 47 წლის მოდელი ისევე კარგად გამოიყურება, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში.

image

კრისტი ბირკლი

image
დიზაინერი, მსახიობი, ფოტოგრაფი, მომღერალი და მწერალიც კი — ყველაფერი ეს კრისტი ბირკლი არის. მაგრამ, პირველ რიგში, ის ცნობილი ამერიკელი ტოპ-მოდელია, რომლის კარიერა გასული საიკუნის 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ამბობენ, რომ ბირკლიმ ახალგაზრდობის ელექსირი იპოვა ან ეშმაკს მიჰყიდა სული, რადგან 63 წლის ასაკში, 2-ჯერ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. და ვიდრე მთელი მსოფლიო ფიქრობს, თუ როგორ მოახერხა მან ახალგაზრდობის შენარჩუნება, ყოფილი მოდელი, მის გარეგნობაში, პლასტიკური ქირურგის ყოველგვარ ჩარევას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს — მხოლოდ ვეგეტარიანელობის დამსახურებაა.

image

ჯენის დიკინსონი

image
ამერიკელმა მოდელმა ჯერ ევროპის პოდიუმები დაიპყრო და მხოლოდ 80-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ჯენის დიკინსონი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გახდა. გავიდა დრო და მის ცხოვრებაშიც გაჩნდა პლასტიკური ქირურგია… დაუსრულებელმა ოპერაციებმა სრულიად შეცვალა მისი სახე. დღეს ძნელად წარმოსადგენია, რომ ის, ერთ დროს, ულამაზესი ქალბატონი იყო.

image

ტვიგი

image
ტვიგი 60-იანი წლების ლონდონის სახე იყო და უდიდესი წარმატების მიუხედავად, ზუსტად კარიერის პიკში, პოდიუმი მიტოვა. დღეს ლესლი ჰორნბი (ტვიგის ნამდვილი სახელი) 67 წლის არის, და მასში რთულია იმ დიდ თვალება, ნაზი გოგონას აღმოჩენა. მაგრამ, ტვიგი სრულ ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და ბრძოლას არ ცდილობს ასაკობრივ ცვლილებებთან.

image

კარლა ბრუნი

image
კარლა ბრუნმა საკუთარი თავი სხვადასხვ სფეროებში გამოსცადა: 90-იანი წლების დასაწყისში — წარმატებული სუპერმოდელი იყო; ამ საუკუნის დასაწყისში — მომღერალი, 4 ალბომით; 2008 წელს — საფრანგეთის პირველი ლედი გახდა. მაღალი ყვრიმალები, სახის იდეალური ოვალი, ნუშისებური თვალები — მისი გარეგნობის, ბევრ დამწყებ მოდელს შურდა. მაგრამ, ასაკმა მსოფლიოში აღიარებული ლამაზმანიც არ დაინდო. კარლამ «გაახალგაზრდავება» გადაწყვიტა და პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომელიც არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა.

image

კრისტი ტარლინგტონი

image
გასული საუკუნის პოდიუმების, კიდევ ერთი ვარსკვლავი — სუპერმოდელი კრისტი ტარლინგტონია. მის ანგარიშზე, ჟურნალების გარე ყდებზე, 500-ზე მეტი სურათი, მილიონიანი კონტრაქტები კოსმეტიკურ ბრენდებთან და Calvin Klein-ის სახის სტატუსი არის, ამ მარკის მთელი ისტორიის მანძილზე. ამჟამად, ყოფილი მოდელი 48 წლის არის და არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგისთვის. ის ასევე უარს ამბობს ბოტოქსის გაკეთებაზეც. მიუხედავად თავისი ასაკისა, კრისტი მშვენივრად გამოიყურება და დიდად, არც ასაკის მატებას განიცდის.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ყველაზე ლამაზი ბავშვი მოდელები, რომლებმაც უკვე დაიპყრეს მსოფლიო

თოჯინების ნაცვლად სუპერმოდელები. ბარბის სამოსი და აქსესუარები ყველაზე ცნობილი ბრენდებისგან

Victoria's Secret - ის საიუბილეო ჩვენება

მსოფლიოს I სუპერმოდელი. გზა საკონცენტრაციო ბანაკიდან პოდიუმამდე

პლანეტის 15 ულამაზესი ქალბატონი მაკიაჟის გარეშე

0
616
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0