სხვა სალინასი-უცნაური ადგილი დედამიწაზე, სადაც გოგონები ბიჭებად გადაიქცევიან ხოლმე 2017, 26 აგვისტო, 18:10 დომინიკის რესპუბლიკაში, პატარა დასახლება სალინასში, სადაც მარილს მოიპოვებენ, შესაძლებელია დააკვირდეთ მეტად უცნაურ მოვლენას: ბავშვები, რომლებიც გოგონებად დაიბადნენ, რამდენიმე წლის შედეგ ბიჭებად გადაიქცევიან ყოველგვარი სამედიცინო, ქირურგიული ჩარევის გარეშე.
ტელეკომპანია BBC2-ის ჟურნალისტებმა გადაიღეს ფილმი სამყაროსაგან იზოლირებულ ადგილზე-სალინასზე, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში მდებარეობს. უიშვიათესი გენეტიკური დეფექტის გამო, აქ დაბადებული ყოველი 90 გოგონადან ერთი გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიჭად გადაიქცევა, ეზრდება რა მამაკაცის სქესობრივი ორგანოები, პენისის და საკვერცხეების ჩათვლით. გარდაქმნა საბოლოოდ სრულდება 12 წლის ასაკში. ეს უჩვეულო ჰერმაფროდიტიზმი აქ იმდენად გახმაურებული მოვლენაა, რომ ადგილობრივებმა ასეთი ადამიანების დასახასიათებლად სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს და მათ უწოდეს "გუევედოსესი", რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: "პენისი 12 წლის ასაკში". გაიცანით: ეს ჯონია. ის გოგონად დაიბადა და მშობლები ზრდიდნენ, როგორც გოგოს. ახლა ჯონი 24 წლისაა და სრულფასოვან მამაკაცადაა ჩამოყალიბებული. ჯონი ერთ - ერთია სალინასში მცხოვრები "გუევედოსებიდან". "-მე სახლში დავიბადე და არა სამშობიაროში. მშობლები ვერ მიხვდნენ, რომელი სქესის ვიყავი და ისე მზრდიდნენ, როგორც გოგონას. პირველ კლასში ქვედაკაბით წავედი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს მომწონდა გოგოდ ყოფნა. როდესაც თოჯინებს მყიდულობდნენ, არასოდეს არ ვთამაშობდი მათით. მე ყოველთვის მომწონდა ბიჭურად ჩაცმა და სოფლის სხვა ბიჭებთან ერთად ომობანას თამაში", - ამბობს ჯონი. როგორც გამოირკვა, უცნაური ცვლილებების მიზეზი ადგილობრივი მცხოვრებლების გენეტიკური დეფექტია. გენეტიკური მოშლილობა ქალებში იწვევს ენზიმების უკმარისობას. ეს ფერმენტი პასუხისმგებელია ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებაზე. ამის გამო ფეხმძიმე ქალის საშვილოსნოში არ გამომუშავდება მამაკაცური ჰორმონი დიჰიდროტესტერონი. ამიტომ რა სქესისაც არ უნდა იყოს ჩანასახი, მას აქვს შინაგანი ჯირკვლების ორი წყვილი და პატარა წანაზარდი ფეხებს შორის-ტუბერკული. დაახლოებით 7-8 წლის შემდეგ Y -ქრომოსომით დაბადებულ ბავშვებში ეს ტუბერკული გადაიქცევა მამაკაცის სასქესო ორგანოდ-პენისად, ხოლო გოგონებში კი -კლიტორად. გენეტიკური დეფექტით დაბადებული ბიჭუნების ორგანიზმში არ არის ფერმენტი 5--α- რედუქტაზა, რომელიც იძლევა ჰორმონების გამომუშავების "ბრძანებას". სწორედ ამის გამო ისინი იბადებიან გოგონებად, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ეს ასე ჩანს: დაბადების დროს მათი ტესტიკულები მთლიანადაა დამალული ორგანიზმში, ხოლო გარეთ დარჩენილი ნაოჭები ძალიან ჰგავს ვაგინას, მაგრამ როგორც კი ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავება იწყება, მამაკაცის სასქესო ორგანო ნელ-ნელა გამოდის "სამალავიდან" და ყველაფერი თავის ადგილზე დგება- დაბადებით გოგონა ბიჭად გადაიქცევა ხოლმე. 227 6-ს მოსწონს 1-ს არა
|