x
image
t.x.
საოცარი იდეები სახლისა და ეზოსთვის (მოეწყვეთ მოხერხებულად და გემოვნებით, შეუთანხმეთ უცხოური გამოცდილება ჩვენს ტრადიციულს)

imageყველას სურს მისი სახლი განსაკუთრებული, ყველასგან გამორჩეული იყოს. მისი გემოვნებით და მოხერხებულად მოწყობა კი ადვილი როდია. ხშირად ჩვენი ჩანაფიქრი არ ამართლებს. ან ფერი არ მოუხდება ინტერიერს, ხან კარები იღება არასათანადო მიმართულებით, ხან სათავსო არ გყოფნით, ან ბავშვის ოთახი არ გამოვიდა ისეთი ლამაზი, როგორსაც ვვარაუდობდით. ხშირად რთულია ორიგინალური მოაჯირის მოძებნა გარე თუ შიდა კიბისთვის, ჩვენი ხე კი დამეთანხმებით მართლაც შეუდარებელია. მასზე თქვენი სურვილის მიხედვით ფოთლების ან ყვავილების დამატებაცაა შესაძლებელი. ყოველთვის უკეთესია სხვისი გამოცდილების გაზიარება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სახლი ორიგინალური და ერთადერთი აღარ იქნება. შეგიძლიათ მოძებნოთ სხვადასხვა იდეები, დაამატოთ თქვენეული ელემენტები, ჩასვათ თქვენთვის სასურველი ფერები და მიიღოთ სასურველი შედეგი. გთავაზობთ სახლის და ეზოს მოწყობის იდეებს, რომელიც მათი დაგეგმარებისა თუ გაფორმებისას გამოგადგებათ. იმედია მოგეწონებათ.image

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageაქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქართველები არავის ჩამოვუვარდებით გემოვნებითა თუ დახვეწილობით. ულამაზესია ჩვენი ქვეყნის ბუნება და ქართველი კაციც ოდითგანვე ცდილობდა ეზო თუ სახლი განსაკუთრებული გემოვნებით მოეწყო. ამ მხრივ აღსანიშნავია დასავლეთ საქართველოს ეზოები, რომლებიც დანახვისთანავე იტაცებს თვალს. აქ მშრომელ ადამიანს ბუნებაც უწყობს ხელს. უხვი ნალექი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოდის ეზოს სიმწვანეს უნარჩუნებს და იმერულ თუ მეგრულ სახლ-კარს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ეს რამდენიმე სურათი ქართული ტრადიციული სახლისა და ეზოსია:imageimageimageimageეს კი გურულების სახლია ულამაზესი ოქროსფერი გვიანი შემოდგომის სხივებში ჩაფლული:imageაღმოსავლეთ საქართველოში ზაფხულში იშვიათად წვიმს, მაგრამ გამრჯე ხელს და ეზოს ლამაზად მოწყობის სურვილს ვერც ბუნება აღუდგა წინ. ულამაზესი ეზო სიღნაღში:image




თქვენთვის საინტერესო:

სარეცხის მანქანაში ჩაყრილი შავი პილპილი სასწაულებს ახდენს(რჩევები ხარისხიანი რეცხვისთვის)


რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა საკუთარი დაბადების დღეს


დაიკელით 10 კგ. 2 კვირაში


მეცნიერებმა დაადგინეს რომელი მშობლისგან გადაეცემა ბავშვს ინტელექტი







0
561
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
561