პარამეცნიერებები მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რა ემართებათ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ 2012, 10 ნოემბერი, 19:30 მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყველა ადამიანს აქვს სული, რომელიც გულისცემის შეწყვეტის შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი სტიუარტ ჰამეროფი დაწვრილებთ გვიამბობს მეცნიერულ პროექტზე: "გვირაბის იქით სამყაროში" ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის სული არის რაღაც უფრო ფუნდამენტალური ვიდრე ჩვეულებრივი ნეირონები. როცა გული ჩერდება, ინფორმაცია, რომელიც თავის ტვინში ინახება, კი არ კვდება, არამედ სამყაროში განვითარებას აგრძელებს. ეს თეორია ამტკიცებს სწორედ იმას, რომ კლინიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანები ხედავენ სინათლეს და მოგზაურობენ გვირაბში. როცა გული ჩერდება და ძარღვებში სისხლი აღარ მოედინება, მიკროტუმბოები შეიწოვენ მთელ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არც იშლება და არც იკარგება, ამიტომ ის ვრცელდება და იგზავნება სამყაროში. თუ რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტი გონს მოვა, ყვება შუქზე და გვირაბში მოგზაურობაზე. თუ მოკვდება, ეს ინფორმაცია რჩება სხეულში განუსაზღვრელი ვადით და სწორედ ეს არის სული. შეგახსენებთ, ერთ-ერთი მისი კოლეგა ნეიროქირურგი ებენ ალექსანდრი მთელ მოგზაურობაზე მოგვითხრობს თავის წიგნში. ის თვითონ იყო კომაში და მოგზაურობდა სამოთხეში, სადაც მოხვდა ყვავილებსა და ანგელოზებში. 12434 18-ს მოსწონს
|