x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სარეცხის მანქანაში ჩაყრილი შავი პილპილი სასწაულებს ახდენს(რჩევები ხარისხიანი რეცხვისთვის)

image
ალბათ ბევრი თქვენგანი დარჩენილა ხშირად უკმაყოფილო არასათანადოდ გარეცხილი სარეცხის გამო. ხან თეთრი სამოსი თეთრის ნაცვლად ვარდისფერია, ხან საყვარელი შავი შარვალი ნაცრისფრად გამოიყურება. ფერადი სარეცხის სწორი რეცხვისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები უხვადაა, თუმცა ჩვენ მათ შორის საუკეთესოს გთავაზობთ. თანაც ეს არაა ქიმიური, არამედ ნატურალური საშუალებაა.

შავი პილპილი

დაამატეთ მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი პილპილი პირდაპირ სარეცხთან ერთად და არა ფხვნილის ჩასაყრელ უჯრაში. ჩართეთ მანქანა ცივი რეცხვის რეჟიმზე.

პილპილი მოქმედებს როგორც მსუბუქი "დაჟატული" ქაღალდი. მას ამოჰყავს საპნის ნარჩენები, რომლებიც ქსოვილშია ჩარჩენილი და სწორედ ისაა, რის გამოც ტანისამოსი გახუნებულ იერს იძენს.imageმარილი

იმავე "დაჟატული" ეფექტისაა მარილიც. დაამატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი რეცხვისას. ის ქსოვილს ბრწყინვალებას შესძენს.imageძმარი

ძმარიც საუცხოოდ აცილებს სრეცხს საპნის ნარჩენებს, გარდა ამისა ის კარგი დამარბილებელიცაა. დაამატეთ რეცხვისას მხოლოდ ერთი ჭიქა თეთრი ძმარი. ძმრის სუნის გამო ნუ დაეჭვდებით, გაშრობისთანავე გაუვა.imageლიმონი

ლიმონის დამსახურებით ყველაზე გახუნებული სამოსიც კი ახლიდან გახასხასდება. ჩაამატეთ რეცხვისას 2-3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.imageყავა

ყველასთვის საყვარელი ყავა (და ჩაიც) მუქი ტანისამოსის ბუნებრივი საღებავია. მოამზადეთ ორი ჩაის ჭიქა სასმელი (რომელიც გსურთ, ჩაი ან ყავა) და დაამატეთ რეცხვისას ჩაასხით სადაც სარეცხს ალაგებთ და არა ფხვნილის უჯრაში. აუცილებლად დარწმუნდით, რომ მხოლოდ მუქ სამოსს რეცხავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ღია ფერის სამოსს გააფუჭებთ.imageდა კიდევ, გთავაზობთ რჩევებს სარეც ფხვნილთან დაკავშირებით:

სინთეტიკური სარეცხი ფხვნილები კარგად რეცხავს, აცილებს ლაქებს და დეზინფექციას უკეთებს თეთრეულს. ყველა გასაყიდი ფხვნილი წინასწარ შემოწმებულია და თუ მათ სწორად იხმართ, არავითარი საშიშროება არ მოგელით.imageაუცილებლად დაიცავით ინსტრუქცია, რომელიც სარეცხი ფხვნილის ყუთს აწერია. იქ მითითებულია, თუ რა რაოდენობის ფხვნილი უნდა ამოიღოთ. არასოდეს ჩაყაროთ იგი თვალის ზომით

გადაჭარბებულმა დოზამ, შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს. განსაკუთრებული სიფრთხილე ფეხმძიმე ქალებს მართებთ. ფხვნილი, რომელიც სარეცხი მანქანებისთვის არის გათვალისწინებული, არ გამოიყენოთ ხელით რეცხვისას და არავითარ შემთხვევაში - ჭურჭლის გასარეცხად.image

მოიშორეთ ლაქები, ჭორფლი, ნაოჭები და მეჭეჭები იაფად და მარტივად

10 კლასიკური რჩევა თავის მოვლისათვის (გაითვალისწინეთ და იყავით შეუდარებელნი)

რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა საკუთარი დაბადების დღეს

როგორ მოქმედებს მზის და მთვარის დაბნელებები ჩვენზე და რას უნდა ვუფრთხოდეთ

0
615
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
615