x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შხამის შემცველი პროდუქტები

image


პრაქტიკულად, ყოველდღე ჩვენ საკვებად მოვიხმართ მცენარეულ პროდუქტს, რომელიც მომაკვდინებელ შხამებს შეიცავს. ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ ხილი და ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა და წარმოდგენაც არა გვაქვს, იმ ფარულ საშიშროებაზე, რომელიც ამ პროდუქტებიდან მოდის. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, სანერვიულო არაფერია, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანების მიერ შხამის შემცველი ნაყოფის მიღება, ფატალურად დასრულდა. აქ წარმოგიდგენთ ხილს და ბოსტნეულს, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

imageვაშლი. ვაშლის თესლი

imageვაშლის კურკები, ისევე როგორც ალუბალი და ნუში, მცირე რაოდენობით ციანიდს შეიცავს. თუმცა, იმისთვის, რომ მოწამვლის სიმპტომები გამოვლინდეს, დიდი რაოდენობის კურკის მიღება არის საჭირო.
თუ შემთხვევით რამდენიმე კურკა გადაგეყლაპათ, ეს ზიანს არ მიაყენებს ჯანმრთელობას, რადგან ორგანიზმს ციანიდის მცირე დოზასთან გამკლავება შეუძლია. თუმცა, კურკის დაღეჭვის შემთხვევაში, ის უკვე სახიფათო ხდება. განსაკუთრებით, თუ საქმე ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან გვაქვს.

imageკენკრა და ხილი. კურკა

imageალუბლის, გარგრის, ატმის და ქლიავის კურკები ციანიდს შეიცავს. ორგანიზმში კურკის შიგთავსის მოხვედრის შემთხვევაში, წყალბადის ციანიდიც (HCN) ხვდება. ეს კი ძლიერი მომწამვლავი ნივთიერება არის.
თუმცა, რამდენიმე კურკა ძლიერ ზემოქმედება ვერ შეძლებს ორგანიზმზე. მსუბუქი მოწამვლის დროს კი, შემდეგი სიმპტომები ვლინდება: თავის ტკივილი, თავბრუ, ორიენტირების დარღვევა, შფოთი და ღებინება.

image

სატაცური

imageსატაცური – არის ბოსტნეული, რომელის ნაყოფი შხამს შეიცავს. საქმე იმაშია, რომ ბოსტნეული – როგორც წესი, არის მცენარის რომელიმე ნაწილი – ფოთოლი, ღერო ან ფესვი.
სატაცურის ღერო უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც ბოსტნეულის ისე წამლის ასხით. რადგან ის გემრიელი და ამავდროულად, შარმდენი საშუალებაც არის. რაც შეეხება ნაყოფს, რომელიც 6-10 მმ-ის წითელ კენკრას წარმოადგენს, შხამებს შეიცავს და მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

imageპომიდორი. მწვანე პომიდორი

imageმცენარის ფოთლები და ღერო ნივთიერებას, ე. წ. «გლიკოალკალოიდს» შეიცავს, რომელსაც შეუძლია ნერვული აშლილობის, თავის ტკივილის და ფაღარათის გამოწვევა. ამ ნივთიერების გარკვეული რაოდენობა მწვანე პომიდორშიც არის. მაგრამ, ჩვეულებრივ, მცირე რაოდენობით.

imageმწვანე კარტოფილი

imageკარტოფილი ყველაზე გავრცელებული ბოსტნეულია დედამიწაზე. ისევე როგორც პომიდორი, კარტოფილის ფოთლები და ღეროები «გლიკოალკალოიდს» შეიცავს. თვითონ ბოლქვები კი მავნებელი არ არის, თუ მწვანე შეფერილობის ან გაღიებული არ არის.
მწვანე კარტოფილი შეიცავს სოლანინს, რომელიც მასში ულტრაიისფერი სინათლის მოქმედების გავლენით ჩნდება.
სოლანინის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, შეიძლება მოწამვლის შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს: ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი. მძიმე შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანი კომაში ჩავარდეს ან გარდაიცვალოს კიდეც. ამიტომ, კარტოფილი ყოველთვის გრილ და ბნელ ადგილზე უნდა ინახებოდეს.

imageნუში

imageნუში მშრალი ნაყოფია და არა თხილეული, როგორც ბევრს ჰგონია. მას უნიკალური გემო აქვს და ძალიან პოპულარული პროდუქტია დესერტის და სხვა სახის კერძების მომზადებისას.
ყველაზე არომატული მწარე ნუში არის, რომელიც ციანიდს შეიცავს. ამიტომ, გამოყენების წინ მისი თერმული დამუშავება ხდება, რომ შხამი დაიშალოს.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ., ახალ ზელანდიაში, მისი გაყიდვა კანონით იკრძალება.

image

აკაჟუ (თხილი კეშიუ)

imageკეშიუ სინამდვილეში თხილი არ არის. ის არის თესლი, რომელიც ნაყოფში ანუ კეშიუს «ვაშლში» იზრდება.
კეშიუ, რომელსაც მაღაზიაში ყიდიან, უმი არ არის. მას წინასწარ ორთქლში ატარებენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უმი კეშიუ ურუშიოლს შეიცავს, რომელიც ძლიერი ალერგოგენია. ხოლო, ამ ნივთიერების დიდი რაოდენობის მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება ადამიანის გადარჩენა ვეღარ მოხერხდეს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაუმუშავებელი კეშიუ სავაჭრო ქსელში არ არის. მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი მოხმარების დღიური ნორმა 10 ცალს არ უნდა აღემატებოდეს.

imageმუსკატის კაკალი

imageმუსკატის კაკალი შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას – მირისტიცინს. ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღებამ, შეიძლება ღებინება, ოფლიანობა, თავბრუ, ჰალუცინაციები და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კერძის მომზადებისას, რეცეპტებში მითითებული რაოდენობა არ არის მავნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ერთ ჯერზე, 1 ადამიანზე დასაშვები დოზა – 0, 1 გრამია. უფრო მეტი, უკვე საზიანოა და შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოიწვიოს.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება
რამდენად მავნებელია ფასტფუდი (სწრაფი კვება)

ამ ინფორმაციის გცნობის შემდეგ, თქვენ აღარასდროს გამოიყენებთ ყურის საწმენდ ჩხირებს!

საკვების მიღება 18:00 საათის შემდეგ შეიძლება და აუცილებელიც არის!!!

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს და ორგანიზმს აჯანსაღებს


1
142
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
142
  
2017, 28 აგვისტო, 6:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1