x
image
Lerato
როგორ ხარჯავენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები?

უძველესი დროიდან ვარსკვლავების განლაგების მიხედვით, ადამიანებს ბევრი რამის თქმა და განსაზღვრა შეეძლოთ. ამასთან, ისიც გამოიკვლიეს, რომ სხვადასხვა ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, სხვადასხვა ბედი აქვთ. ასეთი დაკვირვებების შედეგად შეიქმნა ასტროლოგია (ბერძნ. άστρον — ვარსკვლავი; λόγος — მოძღვრება) – უძველესი მეცნიერება, რომელსაც ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შეუძლია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება. ამჯერად, სტატიაში წარმოგიდგენთ 12 ასტროლოგიურ ნიშანს და მათ დამოკიდებულას ფულთან – თუ რამდენად მხარჯველები არიან ისინი; თუმცა ეს ხომ მათი კი არა, ვარსკვლავების ბრალია.


ვერძი


image


"ყველას ლუდი დაუსხით ჩემს ანგარიშზე!" – ასეთია ვერძი, ძალიან გულუხვი. რაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, მით უფრო ნაკლები ფული აქვს. ვერძს შესაძლოა ათობით ბიზნესი ჰქონდეს, თანაც წარმატებული, მაგრამ პერმანენტულად სულ ფულის ნაკლებობას განიცდის. იმიტომ რომ მისი ხედვით, უნდა იცხოვრო სავსე ცხოვრებით –სტუმრებს გემრიელი კერძებით უნდა გაუმასპინძლდე, მანქანას კი თითქმის ერთი წელი შეუსრულდა, უკვე მოძველდა და ახლის ყიდვაა საჭირო. ვერძი, ჩვეულებისამებრ, დღე – ღამეში თექვსმეტ საათს მუშაობს შესვენების გარეშე, შემდეგ გადის შვებულებაში და მთელ ფულს დაუზოგავად ხარჯავს – მიმტანებს და ტაქსის მძღოლებსაც არ ივიწყებს და გულუხვად აჯილდოვებს.


კურო


image


კუროს იმდენად უყვარს ფული, რომ ნაყიდი ნივთები უკვე კარგავენ მისთვის არსებით მნიშვნელობას. კუროს სახარჯო ჩამონათვალი შემოიფარგლება სახლით, მანქანით და –კარგი, ჯანდაბას, იყოს ის ლამაზი ფეხსაცმელიც. იმ დროს, როცა სხვები ტკბებიან თავიანთი საწოლის თავზე უცნობი მხატვრის აბსტრაქტულ სტილში შესრულებული ხელოვნების შედევრით, კურო ამ დროს საძინებელში, დაგროვილი ფულის ლამაზად გადაწყობა – გადმოწყობით არის დაკავებული, თანაც, ამას სიამოვნებით აკეთებს და გულში ფიქრობს –"ნუ, რა შეიძლება ფულზე მშვენიერი იყოს?"



ტყუპები


image


"ფული? რა ღირებულიც ეგ არის."– ტყუპები ცხოვრობენ შემდეგი პრინციპით: "კუბოს ჯიბეები არა აქვს, ამიტომ ფულისგან მაქსიმუმი დღეს უნდა მიიღო!" შესაბამისად ტყუპები ფულის ხარჯვის მხრივ უფრო მაგრები არიან, ვიდრე ვერძები. გაცილებით მაგრები. ისინი, როგორც წესი, თავიანთ მეგზურად უზრუნველყოფილ ადამიანებს ირჩევენ. მათ თავიანთი ჰობის ფულად ქცევის ფანტასტიური უნარი გააჩნიათ.


კირჩხიბი


image


კირჩხიბი საშინელი ძუნწია – ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. მას ახსოვს ყველა დეფოლტი და მისთვის გადაუხდელი 200$ ოცი წლის წინ. კირჩხიბების პრობლემა არის ის, რომ მათ ბუნებრივ სიძუნწეს თანაცხოვრება უწევს ლამაზი ნივთებისადმი ლტოლვის სურვილთან. ამიტომაც კირჩხიბს კომპრომისზე წასვლა უწევს –აუცილებლად უნდა შეიძინოს აი ის მოდური მაისური ბრეტელებით და იმავდროულად შავი დღისთვისაც გადადოს.


ლომი


image


ლომი ფულის გარეშე – ლომი არ არის. ამიტომ თავისი ცხოვრების პირველ ნაწილს ის უძღვნის ფულის ავტომატური გამომუშავების სისტემის შექმნას მინიმალური ძალისხმევით. შესაბამისად, ცხოვრების მეორე ნახევარში ფულის ხარჯვისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. უყვარს წვეულებების გამართვა, თუნდაც საკუთარი სამზარეულოს ფარგლებში, ახლობლებისა და ნათესავებისთვის ძვირფასი საჩუქრების შეძენა. ნამდვილად ძვირფასი. რადგან პირველ რიგში ის გულუხვია და მეორეც ყველას პერმანენტულად უნდა ახსოვდეს ვინ არის აქ ლომი და ვინ – გაძვალტყავებული ანტილოპა.


ქალწული


image


ქალწული – ეს არის ზუსტად ის ტიპი, ვისაც ყველა ხარჯი კონვერტების მიხედვით აქვს დალაგებული, ფიქრებში მაინც. ქალწულებს აზარტისადმი მიდრეკილება არ გააჩნიათ, არც ფინანსურ პირამიდებში ეხვევიან, კაზინოში მთელ ქონებას არ აგებენ და შესაბამისად ცზოვრებაზე, საჩუქრებზე და დასვენებაზე ხარჯავენ იმდენს, რამდენის უფლებასაც მისცემენ საკუთარ თავს: არცერთი თეთრით მეტი, არცერთი თეთრით ნაკლები. და საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ – ქალწულს შეუძლია შევიდეს მძივის საყიდლად სავაჭრო ცენტრში და იყიდის მხოლოდ მძივს.


სასწორი


image


სასწორები ზოგადად შოპინგზე გიჟდებიან, ამიტომ შეუძლიათ მთელი თავიანთი თვიური ბიუჯეტი პათოსური აქსესუარების შესაძენად დახარჯონ, ან რესტორანში სავახშამზე, რომ შემდეგ ორი კვირის მანძილზე ვერმიშელი ჭამონ. თუ სასწორს ბევრი ფული აქვს, შეუძლია თავისი ვილის ირგვლივ სამოთხე მოიწყოს, იწვეს აუზთან მთელი დღე, მიირთვას ეგზოტიკური ხილი, აქეთ-იქედან კი მსახურებმა ნაზად დაუნიავონ ფარშევანგის ბუმბულებით. დაახლოებით ასე გამოიყურება სასწორისთვის ჭეშმარიტი მარადიულობა – დოლარის ნიშნით გაბრწყინებული.


მორიელი


image


მორიელისთვის ფული ყველაზე საყვარელი სათამაშოა. შეუძლია სადმე ჩადოს, გაამრავლოს, დაკარგოს, გამოიმუშავოს და ისევ ჩადოს. თავისთავად ფული მორიელისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულს, მას მოსწონს მისი მართვის პროცესი. ამიტომაც როდესაც სხვა ზოდიაქოს ნიშნები ასი წელი უნდებიან ფიქრს, გააკეთონ თუ არა მსხვილი შენაძენი და რამდენად მომგებიანი იქნება ის, მორიელი მაშინვე ყიდულობს, რომ ნახოს აქედან რა გამოვა. და თუ წამგებიანი იქნება, ამაზე დიდად არ ინაღვლებს.


მშვილდოსანი


image


მშვილდოსნებს ჩვეულებრივ ბევრი ფული არა აქვთ. ისინი მხოლოდ ძალიან საჭირო ნივთების შესაძენად ხარჯავენ. უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ფული მათ არ წყალობთ. თუ ზედმეტი თეთრი გამოუჩნდებათ, მაშინვე თვითგანათლებაში, მოგზაურობასა და ქველმოქმედებაში დებენ. აი, ასეთი საყვარლები არიან მშვილდოსნები.


თხის რქა


image


კარგი ამბავი – თხის რქებს ძალიანაც არ უყვართ ფულის ხარჯვა, ცუდი ამბავი – სანამ ფხიზლები არიან. თხის რქას უყვარს ცხოვრება განსაზღვრული გეგმის მიხედვით და ფულს ამავე გეგმის მიხედვით ხარჯავს. როგორც წესი, ფულის შოვნა მათთვის იოლი არ არის, ამიტომ კეთილგონივრული სიძუნწის წყალობით, ისინი საკმაოდ კარგი დანაზოგის გაკეთებას ახერხებენ.


მერწყული


image


მერწყულს უყვარს ფულის ხარჯვა, ზოგადად ნაკლებად სერიოზულად ეკიდება მას, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნები. მათთვის ფული საინტერესო გამონაგონია, რაღაც ერთგვარი სათამაშოს მსგავსი. თავად მერწყულები არ არიან მერკანტილურები, მათ ფული საკუთარი იდეებისა და ჩანაფიქრების განსახორციელებლად უნდათ, რომ უზრუნველყონ ცხოვრების ის დონე, რომელიც აწყობთ. მათთან ფული მიდის და მოდის, თუმცა ისინი ამას ზედაპირულად უყურებენ.


თევზები


image


თევზებს სურთ, რომ მთელი მსოფლიოს ფული მათ ანგარიშზე იყოს. ამიტომაც ისინი ცდილობენ გონივრულად დააბანდონ სასტარტო კაპიტალი თვითგანვითარებასა და ბიზნეს-გეგმის რეალიზებაში, რომ შემდეგ ფუფუნებაში იცხოვრონ. მხოლოდ ფული მათთვის მოსაწყენია – უნდა დააბანდო იქ, შემდეგ რეკლამირება მოახდინო აქ და დროულად ამოიღო იქიდან. თევზის ბიზნეს-გეგმა ასე გამოიყურება: "ვისესხებ, დავაბანდებ და თვის ბოლოს კარგ სარგებელს მივიღებ!"


ასევე დაგაინტერესებთ:


ლემურის 15 მცნება – მათთვის, ვისაც კარგად უნდა ცხოვრება! (სახალისო ფოტოკოლაჟი)


სახალისო ჰოროსკოპი


როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები


რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით


ფიქრობთ რომ იცით რა არის სიყვარული? რამდენი აკეთებთ ამას საყვარელი ადამიანისთვის?


ქალების ყოველდღიური პრობლემები იუმორისტული ხედვით – ამოიცანით საკუთარი თავი და იხალისეთ


სახალისო ტესტი მძღოლებისთვის – შეძლებთ მის ამოხსნას?

4
1032
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1032
  
2017, 25 აგვისტო, 14:25
:)) ვერძი და ჩემს შემთხვევაშიც დაემთXვა, ოღონდ მანქანების ასე ცვლა მაინცდამაინც არ მიყვარს, ყოველთვის ერთგული ვრჩები ხოლმე დიდხანს :)))
2017, 25 აგვისტო, 13:53
აბა რა! :)))
2017, 25 აგვისტო, 13:49
მართალია, რა მოხდა თუ ერთი-ორ მილიონს დაკაგავ??? ნეტა რა არის აქ სადარდებელი ? :D :D
2017, 25 აგვისტო, 11:58
საინტერესოა, თან მორიელზე ზუსტა დემთხვევა.
ფული მოდის და მიდის, მაგაზე რატომ უნდა ვიდარდო. :)
0 1 4