x
image
Lerato
9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!

ოდესმე გაგისინჯავთ მოცვი? მოგწონებიათ მისი გამორჩეულად მკვეთრი მოტკბო-მომჟავო გემო? თუ ასეა, მაშინ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად მოგეწონებათ, როდესაც შეიტყობთ თუ რა საოცარ კენკრასთან გვაქვს საქმე. მათთვის, ვისაც არასოდეს გაუსინჯავს ეს არაჩვეულებრივი საკვები და ასევე მათთვის, ვინც უკვე კარგად იცნობს, შემოგთავაზებთ პატარა შესავალს, სანამ უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მის საოცარ თვისებებზე ვისაუბრებთ.

მოცვი არის ხილი, რომელიც მიეკუთვნება Vaccinium-ის გვარს. ყველაზე მეტად ცნობილია გარეული მოცვი ანუ დაბალი მოცვი, რომლის მეცნიერული სახელწოდებაა Vaccinium angustifolium და მაღალბუჩქოვანი ლურჯი მოცვი ე. წ. Vaccinium corymbosum. საქართველოში გავრცელებულია მისი 4 სახეობა: მთის მოცვი ((Vaccinium myrtillus), წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idea), ლურჯი მოცვი და კავკასიური მოცვი.


რა სარგებლობა მოაქვს მოცვს ჯანმრთელობისთვის:


აფრხებს სიბერის პროცესს


გარდა გენეტიკური ფაქტორებისა, რასაც აშკარაა, რომ წინ ვერ აღვუდგებით, უნდა განვიხილოთ თავისუფალი რადიკალების ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე, როგორც სიბერის ხელშემწყობ ძირითად ფაქტორზე. ამ შემთხვევაში მოცვი ჩვენთვის იმედის სხივია, რათა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ ახალგაზრდა და მომხიბვლელი – ეს სუპერსაკვები ანტიოქსიდანტების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, ეს ძირითადად ლურჯი ფერის პიგმენტ ანტოციანინის წყალობით ხდება, რომელიც გარდა მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებისა იცავს მხედველობის ნერვს დეგენერაციული პროცესებისგან.

ვიტამინი C სიუხვე ასევე, კიდევ ერთი მტკიცებულებაა მოცვის სიბერის საწინააღმდეგო თვისების ეფექტურობისა – ხელს უშლის თმის ცვენას, ნაოჭების, ასაკობრივი ლაქების, კატარაქტის, დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. ამიტომ, მიირთვით მოცვი, ამით თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით სრულად უზრუნველყოფთ!


image


კურნავს საშარდე გზების ინფექციებს


საშარდე გზების კედლებზე ისეთი ბაქტერიების ფორმირება როგორიცაა E-coli, იწვევს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რის შედეგადაც იწყება ანთებითი პროცესები, ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდის გამოყოფის დროს და სხვა გართულებები. ასეთ ვითარებაში მოცვს შეუძლია სერიოზული დახმარება გაუწიოს პაციენტს, რადგან მის შემადგენლობაში შედის რთული ნაერთი, პოლიმერის მსგავისი მოლეკულები, რომელიც აფერხებს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას. ამასთან, გააჩნია გამოხატული ანტიბიოტიკური თვისებები, რაც უფრო აძლიერებს მის ეფექტს. ეს ძლიერი მოლეკულები ასუფთავებს საშარდე გზების კედლებს ბაქტერიებისგან და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას. დღემდე, აღნიშნული ნაერთი აღმოჩენილია მხოლოდ შტოშსა და მოცვში.



შეუძლია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა


თუ რეგულარულად იღებთ მოცვს, მოწიფულ ასაკში აღარ დაგჭირდებათ სათვალე, კონტაქტური ლინზები, თვალის წვეთები, მედიკამენტები. ამ მცენარეს შეუძლია ხელი შეუშალოს და შეაყოვნოს

ასაკთან კავშირში მყოფი ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია (ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც ხდება თვალის ბადურის ცენტრალური უბნის დაზიანება), კატარაქტა, მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმგრძნობელობა, თვალის სიმშრალე და ინფექციები, რომელიც განსაკუთრებით თვალის ბადურასთან არის კავშირში.

მაკულარული დეგენერაცია სერიოზული პრობლემაა, რომელის დროსაც თვალის ბადურა თანდათან დეგენერაციას განიცდის, რაც საბოლოოდ იწვევს ნაწილობრივან სრულ სიბრმავეს. მსგავსი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ეს სასასრგებლო პროდუქტი – შეიცავს ანტიოქსიდანტების განსაკუთრებულ ჯგუფს, სახელად კაროტეოიდები (lutein, zeaxanthin etc.), ფლავონოიდებს (rutin, resveritrol, quercetin etc.), და სხვა ანტიოქსიდანტურ ნაერთებს, როგორიცაა ვიტამინები C, E, A, სელენი, თუთია და ფოსფორი – თითოეული მათგანი არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი მხედველობის ჯანმრთელობის საქმეში.


image


აუმჯობესებს ტვინის მუშაობას


მოცვის ანტიოქსიდანტური თვისებები ამ შემთხვევაშიც კვლავ დიდ როლს თამაშობს. ანტოციანინი, სელენი, ვიტამინი B კომპლექსი, ვიტამინები A, C, E, თუთია, ნატრიუმი, კალიუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ფოსფორი, მანგანუმი ხელს უშლის და კურნავს ნერვულ დარღვევებს ნეირონების დეგენერაციის და სიკვდილის პრევენციის წყალობით. რთულია დაიჯერო, რომ ამ კენკრას შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ისეთი სერიოზული პრობლემის მოგვარებაში, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება. მოცვს უნარი აქვს უმკურნალოს დაზიანებულ ტვინის უჯრედებს და შეგინარჩუნოთ კარგი მეხსიერება ხანდაზმულ ასაკშიც.


ყაბზობა და საჭმლის მონელება


მაშინ როდესაც ორ მუჭა მოცვში შემავალი ბოჭკოვანა ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას, ვიტამინები, ნატრიუმი, სპილენძი, ფრუქტოზა და მჟავები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას კუჭის წვენის სტიმულირების ხარჯზე, რათა საკვებმა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ იმოძრაოს კუჭ-ნაწლავის სისტემაში.


ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას


დამტკიცებულია, რომ მოცვი ძალიან ძვირფასი პროდუქტია სიმსივნით დაავადებულთათვის, რადგან შეიცავს ისეთ ნაერთებს, როგორიცაა პტეროსტილბენი (pterostilbene – ბრწყინვალე საშუალება მსხვილი ნაწლავისა და ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ) და ელაგინის მჟავა, რომელიც ჰარმონიულად ანტოციანინთან და სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად (ვიტამინი C და სპილენძი) საოცრებას ახდენს – ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას და ორგანიზმს სერიოზულ დახმარებას უწევს მასთან ბრძოლაში.


კურნავს გულის დაავადებებს


ბოჭკოვანას მაღალი შემცველობა, ანტიოქსიდანტების ბრწყინვალე ნაკრები და უნარი დაშალოს "ცუდი ქოლესტერინი"– ამის გამო მოცვი იდეალურ საშუალებად მიიჩნევა გულის დაავადებების მკურნალობის პროცესში, ამასთან, აძლიერებს გულის კუნთებს.


გაფრთხილება: მოცვის მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალთან და თორმეტგოჯა ნაწლავთან

დაკავშირებული პრობლემები აქვს.


ასევე დაგაინტერესებთ:


12 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავლიოთ ლუდი ნორმის ფარგლებში


თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!


ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღარასოდეს გადაყრით საზამთროს კურკებს!


ყველაზე ძლიერი მცენარე, რომელიც ანადგურებს სტრეპტოკოკს, ჰერპესს, კანდიდოზს და გრიპის ვირუსს!


ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის!


როგორ დავლიოთ წყალი სწორედ და რა რაოდენობის სხეულის წონის გათვალისწინებით


25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან


2
2526
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2526
  
2017, 30 აგვისტო, 21:07
დიდი მადლობა
2017, 30 აგვისტო, 14:03
როგორც ყოველთვის საინტერესო სტატიაა...
0 1 2