x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
11 ყველაზე საზიზღარი სამოსი მოდური მაღაზიებიდან
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს. წლევანდელმა ტრენდულმა სამოსმა თუ ფეხსაცმელმა მომხმარებლების მოლოდინის ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა და ზოგიერთი მათგანი დასახელდა როგორც "საზიზღარი".


გთავაზობთ წლევნადელ ტრენდულ, ყველაზე საზიზღარ სამოსსა და ფეხსაცმელს მოდური მაღაზიებიდან.



1. ბადისებური "კოლგოტი".image
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტენდენციებში განიხილებოდა ბადისებური "კოლგოტი", რომელსაც დახეული ჯინსების ქვეშ იცვამენ.




2. ე.წ კონკიის ფეხსაცმელი.image
თანამედროვე ქალებს შეუძლიათ აიხდინონ ბავშვობის ოცნება და ჩაიცვან გამჭვირვალე, მართალია არა ბროლის, მაგრამ მაინც კონკიის ფეხსაცმელი თანამედროვე ვერსიით. არ არის პრაქტიკული, თუმცა დამეთანხმებით ძალზედ უჩვეულოა.




3. ჯინსები მუხლების გამოსაჩენად.image
გვთავაზობენ უჩვეულო მოდურ ბრენდს, რომელიც არ არის საუკეთესო ვარიანტი გასაგრილებლად ან გასათბობად, თუმცა ლამაზ მუხლებს ყველა დაგინახავთ.




4. ქურთუკი შიშველი მხრებით. (მკლავები)image
იგივე ბრენდი, რომელმაც მუხლების გამოსაჩენი ჯინსის შარვალი შექმნა, ასევე გვთავაზობს ჯინსის ქურთუკს ამოჭრილი მკლავებით. მეამბოხე გოგონებისთვის საუკეთესო არჩევანია.




5. დახეული კოლგოტები.image
კოლგოტები ხვრელებითა და წასული თვლებით რეალურად გადაიქცა ტენდენციად. ალბათ ძალიან კარგია, ნეილონი ხომ ყველაზე ადვილად იხევა.




6. კოსტიუმები საღამურის (პიჟამო) სტილში.image
მსგავსი სტილის სამოსი პირველად წლების წინ მაღალი მოდის ბრენდულმა ფირმამ D & G -ნამ წარმოგვიდგინა. დღეს კი ის აქტუალურია და ნებისმიერს შეუძლია მოიხმაროს.




7. საზაფხულო ფეხსაცმელი მდიდრებისთვის.image
სულაც არ არის ხუმრობა ის, რასაც ხედავთ. დიახ, ეს რეზინის "ფლოსტებია" ძვირფასი ქვებით მოჭედილი, რომელიც ბრიტანელმა დიზაინერმა Christopher Kane-მ (ქრისტოფერ კანი) შექმნა.




8. შარვალი კაბით.image
ჯინსის შარვალთან კაბა ქალბატონებს წლების მანძილზე ეცავთ, თუმცა ეს კომბინაცია- ჯინსი ბაფთის კაბასთან, თვით fashion-ბლოგერებსაც აოცებს.




9. ბეწვიანი ფეხსაცმელი.image
ბეწვი უკვე დიდი ხანია განიხილება ფუფუნებისა და დახვეწილი სტილის გამოვლინებად, თუმცა დიზაინერებმა ის ამჯერად გამოიყენეს არა ტრადიციულად.




10. საცურაო კოსტიუმი სახისთვის.image
მიხვდებოდით ალბათ, რომ მზის სხივებისგან სახის დასაცავად შექმნეს.




11. კოსტიუმი სერფინგისთვის.image
და ბოლოს, სერფინგის მოყვარულებს, რომელთაც სანაპიროზეც კი არ სურთ ელეგანტურობასთან განშორება, დიზაინერები სთავაზობენ ასეთ ვერსიას.




იხილეთ აგრეთვე:


12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაში და რა ცვლილებები განიცადა მოდამ ჩვენამდე?

● როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1)

როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2)

ქალის ყველაზე მოდური ბრიჯები- რასთან როგორ შევახამოთ იგი





8
1019
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1019
  
2017, 25 აგვისტო, 12:06
რა თქმა უნდა ყველას ჩვენი შეხედულებები გვაქვს. ნება თავისუფალია. სულ ვიძახით, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ყოველთვის რატომღაც გემოვნებაზე მიდის ხოლმე დავა.
ბადისებური კოლგოტი ძალიან მომწონს.მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ ♥
2017, 18 აგვისტო, 14:17
:)))))) ვხვდები ლეელ, მაგ მოტივით არც მე ვიტყოდი უარს, არ დავფიქრებულვარ აქამდე :))))
2017, 18 აგვისტო, 14:08
მე, პირადად, ასეთი კრიტიკული არ ვიქნები — მაგალითად, საზაფხულო ფეხსაცმელს ვიჩუქებდი :) ნუ როგორ გამოვიყენებ.... ალბათ ხვდებით :)))
2017, 18 აგვისტო, 12:59
მასეა აშკარად :)
2017, 18 აგვისტო, 12:38
ჩვენ "ბნელები" ვართ მაკა :)))
2017, 18 აგვისტო, 12:33
შენსავით მეც ვერ ვუგებ ამ ზე-მოდას :)
2017, 18 აგვისტო, 12:14
ჩემი შეხედულებები ისე გაქვს ჩამოყალიბებული ამ სტატიაში მაკა, თავად ვერ ჩამოვაყალიბებდი ასე გასაგებად და საინტერესოდ.
0 1 8