სხვა ყველაზე გულუხვი მილიარდელი მსოფლიოში-ბილ გეიტსმა ქველმოქმედებას ქონების ნახევარი შესწირა 2017, 15 აგვისტო, 10:32 თქვენ რომ ბილ გეიტსივით მდიდარი ყოფილიყავით შეწირავდით 36 854 000 000 დოლარს, ანუ თქვენ ნახევარ ქონებაზე მეტს ქველმოქმედებას? როგორც Bloomberg-ი იუწყება Microsoft-ის დაამარსებელმა მილიარდელმა ბილ გეიტსმა წელს საქველმოქმედო აქციებზე 4, 6 მილიარდი დოლარი დახარჯა, როგორც ცნობილი გახდა 2000 წლის შემდეგ ეს გახლავთ ყველაზე მსხვილი შენაწირი, 17 წლის წინ გეიტსმა საქველმოქმედო მიზნებისთვის 5, 1 მილიარდი დოლარი დახარჯა. 2016 წელს ბილ გეიტსმა ქველმოქმედებას 16 მილიარდი დოლარი შესწირა., მთლიანად 1994 წლიდან გეიტსმა საქველმოქმედო მიზნებისთვის 36, 8 მილიარდი დოლარი დახარჯა, ანუ მთლიანი ქონების ნახევარზე მეტი.შეგახსენებთ, მისი მთლიანი ქონება 55 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Bloomberg-ი არ ასახლებეს იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებსაც გეიტსმა ფული გადაურიცხა, თუმცა აღნიშნავს, რომ მილიარდელი უპირატესობას ანიჭებს იმ ფონდებს, რომლებსაც თავად ბილი და მისი მეუღლე აკონტროლებენ. 71 4-ს მოსწონს 1-ს არა
|