მსოფლიო რის გაკეთებას აპირებდა ჰიტლერი საბჭოთა კავშირის დაპყრობის შემთხვევაში? 2017, 12 აგვისტო, 12:04 ჰიტლერი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირს დაიპყრობდა.ფიურერს შემუშავებული ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა მოეწყო დაპყრობილი ტერიტორიები.ამ დოკუმენტის სახელი იყო "დირექტივა №32".
აღმოსავლეთ ევროპის მატერიკზე ჰიტლერი ფაშისტურ იტალიასთან ერთად ბატონობას აპირებდა.რუსეთი და მისი "შემოგარენი"(ბალტიისპირეთი, ბელორუსია, კავკასია) გერმანიის საკუთრება გახდებოდა. 1941 წლის 1 მარტის დოკუმენტში ზუსტად იყო გაწერილი გეგმა, რომელიც ვისლიდან იწყებოდა და ურალის მთებით მთავრდებოდა.ჯერ მთლიანად უნდა გაეძარცვათ ყველაფერი.ამ მისიის სახელწოდება იყო "ოლდენბურიგის გეგმა" და მისი მოწესრიგება ჰერმან გერინგს დაევალა. საბჭოთა კავშირი 4 ინსპექტორატად უნდა დაყოფილიყო: 1)გილშტინია(ცენტრი ყოფილი ლენინგრადი) 2)საქსონია(ცენტრი ყოფილი მოსკოვი) 3)ბადენი(ცენტრი ყოფილი კიევი) 4)ვესტაფილია(ცენტრი ყოფილი ბაქო) რას შეეხება სხვა ტერიტორიებს ისიც მესამე რეიხის ტერიტორიას უნდა შეერთებოდა.მაგალითად ყირიმი:"ყირიმი მთლიანად უნდა გაიწმინდოს ადგილობრივი მაცხოვრებელებისგან, იქ დასახლდებიან მხოლოდ გერმანელები, მას შეურთდება ჩრდილოეთ ტავრია, რომელიც ასევე რეიხის შემადგენლობაში შევა." ეკონომიკურ-ადმინისტრაციული მმართველობას ინპექტირებას გაუკეთებდნენ 12 ბიურო და 23 კომენდატურა.ყველა პროდუქტის მარაგი, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს და კოლმეურნეობებს ჰქონდათ სოფლის მეურნეობის მინისტრის ჰერბერტ ბაკეს(სხვათა შორის საქართველოში, კერძოდ ბათუმში დაიბადა) კონტროლის ქვეშ ექცეოდა. დასავლეთ ტერიტორიების მმართველობა დაევალა ჰიმლერს, ხოლო აღმოსავლეთი-ალფრედ როზენბერგს, გერმანიის ნაციონალურ -სოციალისტური პარტიის იდეოლოგს, ამ უკანასკნელს ჰიტლერი საკმაოდ ფრთხილად ეკიდებოდა, რადგან არაადეკვატურ პიროვნებად მიაჩნდა.აღმოსავლეთ რუსეთი არანორმალური ექსპერიმენტების პოლიგონად უნდა ქცეულიყო. შედეგად ყოფილი საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო 7 სახელმწიფოდ, რომლებიც გერმანიის "ფეოდალური დანამატები" უნდა გამხდარიყვნენ.ფიურერი ამ ქვეყნების მეთაურებად მის ყველაზე ერთგულ ქვეშემრდომების დანიშვნას აპირებდა.ჰიტლერი ოცნებობდა ყოფილი სსრკ- გერმანელებისთვის სამოთხედ ექცია. დაპყრობილ მიწებზე ფიურერი გერმანელების დასახლებას აპირებდა, მისი სურვილი იყო გერმანელების გამრავლება და გაძლიერება.ჰიტლერი აცხადებდა, რომ "სხვა ერების ადვოკატი ვერ იქნებოდა". გერმანულ კოლონიებში ჰიტლერი გეგმავდა აეშენებინა ყოველმხრივ კეთილმოწყობილი ელიტური სოფლები და ქალაქები. გერმანულ კოლონიებში დაგეგმილი იყო 50 მილიონი მკვიდრი მოსახლეობის დატოვება(რუსები, ბელორუსები, უკრაინელები, კავკასიელები, ბალტიისპირელები), ამ ხალხების მოვალეობა გახლდათ "მომსახურეობითი ფუნქცია." დანარჩენის კი ურალს იქით ხრიოკ მიწებზე გადასახლება იგეგმებოდა. ჰიტლერი გეგმავდა დამონებული ერები ყველაზე დაბალი განვითარების დონეზე ყოფილიყვნენ.."იმისთვის, რომ არ აბუნტებულიყვნენ", ასიმილაცია "წმინდა სისხლის არეილებთან" სასტიკად იკრძალებოდა.გერმანელებს ცალკე უნდა ეცხოვრათ და იგეგმებოდა მათი გაძლიერებული დაცვა აბორიგენი მოსახლეობისგან თავდაცვის მიზნით. დამონებულ ერებს ეკრძალებოდათ:სწავლა, ჯარში სამსახური, მკურნალობა და თეატრში სიარული.ერთადერთი რის ნებაც დართო ფიურერმა, ეს იყო მუსიკის მოსმენა, რადგან მისის აზრით მუსიკა შრომისნაყოფიერების გაზრდას უწყობდა ხელს. - მომავალში არასოდეს - აცხადებდა ჰიტლერი - არ უნდა მივცეთ დასავლეთ ურალს სამხედრო ძალების ფორმირების საშუალება, თუნდაც 100 წელი მოგვიწიოს ამისთვის ბრძოლა.მომავალში ყველა ჩემმა მემკვიდრემ უნდა იცოდეს, რომ გერმანიაში მდგომარეობის სიმტკიცე განპირობებულია იმით, რომ დასავლეთი ურალში არ არის სამხედრო ძალა.ჩვენი რკინის პრინციპი ამიერიდან სამუდამოდ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ არავინ, გარდა გერმანელებისა, არ უნდა ატაროს იარაღი. ეს არის მთავარი . მაშინაც კი, თუ ეს აუცილებელია, თავი უნდა შევიკავოთ მოვუწოდოთ დამორჩილებულ ხალხებს სამხედრო სამსახურში გაწვევა. მარტო გერმანელებს აქვთ უფლება ატარონ იარაღი და სხვა არავის: არც სლავებს, არც ჩეხებს, არც კაზაკებს და არც უკრაინელებს. " 3988 7-ს მოსწონს 1-ს არა
|