კინო "დანდი, მეტსახელად ნიანგი": ნამდვილი ისტორია ცნობილი ფილმის პროტოტიპისა 2017, 5 აგვისტო, 11:45 ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს სათავგადასავლო ფილმი "დანდი, მეტსახელად ნიანგი". მიუხედავად, იმისა, რომ ის სპეცეფექტებითა და მაღალი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩეოდა, ძალიან ბევრს მოსწონდა და სიამოვნებით უყურებდნენ (რამოდენიმეჯერაც კი). მაყურებლები მოხიბლული რჩებოდნენ ფილმის მთავარი გმირის სიამამაცითა და რომანტიკული თავგადასავლით.
იცოდით, რომ ფილმის მთავარ გმირს ნამდვილი, არანაკლებ ცნობილი პროტოტიპი ჰყავდა? ფილმი გადაღებული იქნა 1986 წელს და მისმა ბიუჯეტმა 10 მილიონი დოლარი შეადგინა. მთავარი როლის შემსრულებელმა პოლ ჰოგანმა ითამაშა ''ბუშმენის როლი'', რომელიც სიცოცხლეში პირველად ხვდება დიდ ქალაქში - ნიუ-იორკში. მაიკლ ჯო დანდის პროტოტიპი რეალურ ცხოვრებაში გახლდათ რეალური ავსტრალიელი, შესანიშნავი მკვლევარი და ბუნებისმცოდნე როდნი ანსელი. ადრეული ბავშვობიდანვე უყვარდა როდნის ავსტრალიის ველური ბუნება. 15 წლის ასაკში ის კვინსლენდიდან ჩრდილოეთ ავსტრალიაში გადასახლდა და ხელი მიჰყო ველურ კამეჩებზე ნადირობას. 1977 წლის მაისში ანსელმა გადაწყვიტა სათევზაოდ წასულიყო მდინარე ვიქტორიაზე. მას თან მოლოდ ორი ძაღლი ახლდა. ამ მოგზაურობამ ძირფესვიანად შეცვალა მონადირის ცხოვრება. როცა ანსელი მდინარეზე მიცურავდა, მის მოტორიან ნავს რაღაც უზარმაზარი არსება დაეჯახა. მეთევზე ამტკიცებდა, რომ ეს იყო ვეშაპი, თუმცა მდინარეში მისი არსებობა მეტად საეჭვოა. სავარაუდოდ, ეს იყო უზარაზარი ნიანგი. ნიანგმა ნავი გადააბრუნდა და ანსელს მოუწია პატარა გასაბერი ნავით გადაერჩინა თავი. მონადირეს სურსათის მარაგი თითქმის არ დარჩა. მან გასაბერ ნავში მხოლოდ ერთი დანის, შაშხანის და ძაღლის აყვანა შეძლო. დასუსტებულმა რუდნიმ გრძნობა დაკარგა და დინებამ ნავი ზღვაში გაიტაცა, შემდეგ კი პატარა უკაცრიელ კუნძულზე გამორიყა. 56 დღის განმავლობაში იბრძოდა მონადირე თავის გადარჩენისათვის ამ სასტიკ ბუნების პირობებში. პირველი ორი დღის განმავლობაში ანსელმა ვერ შეძლო მტკნარი წყლის პოვნა და სასოწარკვეთილმა მოკლა საკმაოდ დიდ ფრინველი, რომ მისი სისხლით მოეკლა წყურვილი. მან დაიჭირა ფუტკარი და მიაბა ძაფი, რომ თვალყური ედევნებინა, თუ სად იყო მათი სკა, რათა თაფლი ამოეღო. ღამღამობით ანსელს თავის ძაღლთან ერთად ხეზე ეძინა, რათა მშიერი ნიანგების საკბილო არ გამხდარიყო. კამეჩებზე მონადირეს გადარჩენის არანაირი იმედი არ ჰქონდა: მან თავის შეყვარებულს უთხრა, რომ რამოდენიმე თვით მიდიოდა სანადიოდ, ასე რომ, მას ძებნას არავინ დაუწყებდა. ერთ ბედნიერ დღეს მონადირემ ცხენის ფეხის ხმა გაიგონა, გაიქცა იქეთ, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა და წააწყდა ორ აბორიგენს და ერთ თეთრკანიან ადამიანს. ამ ადამიანის წყალობით ანსელი ცივილიზაციას დაუბრუნდა და სულ მალე მთელმა ქვეყანამ იცოდა მისი თავგადასავლების ამბავი. მან დაწერა წიგნი" ველურ ბუნებასთან ბრძოლაში" და გადაღებული იქნა ამავე სახელწოდების დოკუმენტურ ფილმში. ბოლოს ანსელი თავის მშობლიურ ადგილებში დაბრუნდა და ძველებურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. როცა პოლ ჰოგანი გადაიღეს ფილმში "დანდი, მეტსახელად ნიანგი", ყველა ალაპარაკდა ანსელის ისტორიაზე. ფილმის შემქმნელებმა აღიარეს, რომ მთავარი გმირის პროტოტიპი როდნი ანსელი გახლდათ, თუმცა მას ამ ფილმიდან ერთი გროშიც კი არ მიუღია და მხოლოდ ეს არა: როცა ნამდვილმა დანდიმ გადაწყვიტა თავის ფერმაში დაეწყო მცირე ბიზნესი «The Real Crocodile Dundee Adventure Tour» (ნამდვილი ნიანგ "დანდის" სათავგადასავლო ტური), კინოკომპანია Paramount Pictures მას სასამართლოთი დაემუქრა. კამეჩების პოპულაციის შემცირებამ და მავნებლების გავრცელებამ, რომლებმაც ფერმერის მიწა მოუსავლიანი გახადეს, ანსელის ბიზნესი 1990-იან წლებში მიწასთან გაასწორა. ის იძულებული გახდა მიეტოვებინა მშობლიური ადგილები ბედის საძებნელად ჩრდილოეთში წასულიყო. რუდნიმ ცოლად შირთო აბორიგენი ქალი და მასთან ერთად ცხოვრობდა რეზერვაციაში მდინარე ურაპუნგის სანაპიროზე. ყოფილმა კამეჩებზე მონადირემ თავისი დარდის და ტკივილის გასაქარვებლად მარიხუანას მოყვანას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს მიჰყო ხელი. 1999 წელს პოლიციელებისაგან დევნილმა ანსელმა რევოლვერით მოკლა ერთ-ერთი მათგანი და თვითონაც სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი მათ მიერ. გვამის გაკვეთის დროს მის სისხლში დიდი რაოდენობით მეტაფტამინი აღმოჩნდა. ზოგადად, მონადირის მეგობრები ყვებოდნენ, რომ ანსელს ჰქონდა მუდმივი შიში და იტანჯებოდა დევნის მანიით. " ნამდვილი ნიანგი დანდი" აბორიგენებმა მდინარის პირას დაკრძალეს თავიანთი წეს-ჩვეულებებით. აი, ასეთი სევდიანი დასასრული აქვს ისტორიას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ავსტრალიელისა, რომელიც იყო ნამდვილი "დანდი, მეტსახელად ნიანგი". 160 5-ს მოსწონს 1-ს არა
|