აფხაზეთი მორიგი თავდასხმა რუს ტურისტებზე აფხაზეთში-ოჯახური წყვილი ბანდიტებმა უთოთი აწამეს 2017, 2 აგვისტო, 9:55 31 ივლისს მორიგი თავდასხმა მოხდა რუს ტურისტებზე.გუდაუთის რაიონში სამმა მძარცველმა ოჯახური წყვილი უთოთი აწამა, მიზანი იყო გაეგოთ თუ სად ინახავდა წყვილი ფულს და ძვირფასეულობას.
როგორც ТК "Звезда", იუწყება სამი შეიარაღებული მძარცველი ღამით შეიჭრა რუსი ტურისტების სახლში, ბანდიტები თავს დაესხნენ ოჯახის უფროსს ანატოლი ბიკოვეცს, მის მეუღლეს ვალენტინას და ცოლიძმას ვადიმს. ამ დღეს ისინი სახლში რემონტს აკეთებდნენ.მძარცველებმა უთო ბიკოვეცს თავში ჩაარტყეს, მის მეუღლეს კი სახე დაუწვეს, შედეგად ანატოლი იძულებული გახდა ეთქვა, რომ ფულს საკუთარ Volkswagen-ის მარკის ავტომობილში ინახავდა.ბანდიტები ბიკოვეცის ავტომობილთან ერთად დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მისი ქმარი და ძმა პოლიციის განყოფილებაში ჩვენებებს იძლევიან ამ ბოლო ხანებში აფხაზეთში გახშირებულია რუს ტურისტებზე თავდასმხა .შეგახსენებთ, 11 ივლისს ბანდიტებმა გუდაუთის რაიონში რუსი ტურისტი მოკლეს, მისი ცოლ-შვილი კი გაიტაცეს.უფრო ადრე გაგრაში რუსი ტურისტების ავტობუსს ქვები დაუშინეს. ცნობილი გახდა ისიც, რომ აფხაზეთში რუსებს ბიზნესს ართმევენ.ამ ბოლო დროს დაზარალებული გახდა ეკატერინბურგელი იგორ ვაროვი, რომელმაც ფონდი "ქალაქი ნარკოტიკების გარეშე" დააარსა. 315 4-ს მოსწონს 1-ს არა
|