აფხაზეთი გალში რუსი ტურისტის გაუპატიურებისთვის 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს 2019, 4 აგვისტო, 11:00 აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ სიდაში 18 წლის ედგარ აბუბხა დააკავეს, როგორც ირკვევა, დანაშაული 31 ივლისს სოხუმში მოხდა, დაკავებულს რუსეთის მოქალაქის ძარცვა და გაუპატიურება ედება ბრალად. "დაკავებული ეჭვმიტანილია დანაშაულისთვის, რომელიც 2019 წლის 31 ივლისს ქალაქ სოხუმში ჩაიდიანა რუსეთის მოქალაქეს მიმართ, რომელიც ითვალისწინებს ნაწ 1. სტატია-126 "გაუპატიურება", ნაწ 1. -სტატია127 "სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებები", სისხლის სამართლის კოდექსის ნაწ 2, სტატია-158 - ”ძარცვა”. გამოძიებას აწარმოებს ქალაქ სოხუმის პროკურატურა, ნათქვამია უწყების ოფიციალურ გვერდზე. 341 3-ს მოსწონს
|