x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„ნათია ბახტაძე მოკლეს, ცხედარი ენგურჰესში გადააგდეს“ - აფხაზეთის პროკურატურა+ვიდეო
image

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. გალის პროკურატურის ცნობით, გალში დაკარგული ახალგაზრდა ქართველი ქალის ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წინასწარ განზრახვით მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული, ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრი აინარ ცვიჟბა, რომელმაც წინასწარი ცნობით, ბრალი აღიარა.




უწყების ინფორმაციით, 28 ივლისს ოჩამჩირეში მცხოვრებმა აინარ ცვიჟბამ გოგონა ავტომობილ „ლექსუსის“ სალონში მოკლა.

„ეჭვმიტანილმა ცვიჟბა ა.თ. აღიარა თავისი საქციელი და განაცხადა, რომ ცხედარი გადამალა მდინარე ენგურზე მდებარე მესამე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურში. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მოკლული ბახტაძის ნ.გ.-ს ცხედრის აღმოსაჩენად.“ - ნათქვამია განცხადებაში.


პრესრელიზში დანაშაულის მოტივი არ სახელდება.

ამ დროისთის მაშველები და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჰესის მესამე ვარდნილთან ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ, იუწყება ГалМедиа..

ნათია ბახტაძე მუშაობდა გალის საშუალო სკოლაში, ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას.

image

ინფორმაცია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ 31 ივლისს გავრცელდა, პირველ აგვისტოს კი მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნათია ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა, ახალგაზრდა ქალის დედამ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

„ნათია ცოცხალია, ხოლო ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ის გაიტაცა, დაკავებულია“, - წერდა აგუმავა სოციალურ ქსელში.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სსკ-ის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), რომლითაც საქმე აღიძრა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.


0
236
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0