აფხაზეთი აფხაზები ქართველი ტურისტების მოგზაურობამ განარისხა 18 იანვარი, 13:05
"ქართველი მოგზაურების" თავგადასავალი აფხაზეთში გრძელდება. გუშინ ტელეგრამ არხმა „სოხუმის ლამპარმა“(Сухумский светильник )გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც ადასტურებს ქართული ჯგუფის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩასვლას. მაგრამ არც საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ახსნა-განმარტებას არ აკეთებენ და შს ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი ასლან კობახია თვლის, რომ ეს ჯერ დეპარტამენტებმა უნდა გაარკვიონ და შემდეგ კომენტარი გააკეთონ. ამასთან, მისივე თქმით, მედიის კანონი ოფიციალურ პირებს ავალდებულებს უპასუხონ საზოგადოების შეკითხვებს ქართული ჯგუფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
„ქართველი მოგზაურების აფხაზეთში“ თემა, როგორც გაირკვა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ქალაქ გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, რომ „ქართველი ბლოგერი აფხაზეთში მარტო ჩამოვიდა და მარტოვე წავიდა, ხოლო ყველა სხვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ადგილობრივი მაცხოვრებლები, გალელები არიან. ამ დღეებში აფხაზური ტელეგრამის არხებზე განრისხებული კომენატრებია: „სად არის ჩვენი დიდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველგანმყოფი საგარეო საქმეთა სამინისტრო?!“ „სად არის ჩვენი მინისტრი ინალ არძინბა და რატომ არ აკეთებს კომენტარს ამ ქმედებაზე?!“ "აუუ, ბატონო პრეზიდენტო, სად ხართ?" ჩვენ გვაქვს ასეთი ღონისძიებები, სანამ თქვენ აგვარებთ თქვენს საკითხებს რუსეთში!!!” ასეთი იყო საზოგადოების რეაქცია ოკუპირებულ აფხაზეთში ნამყოფი საქართველოს მოქალაქის ვიდეოს ინტერნეტში გამოჩენაზე. განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ადამიანთა ჯგუფის ფოტომ წარწერით:ჩენ დავუბრუნდებით ერთმანეთს!!! ჩვენ გავერთიანდებით!!!" ქართველთა მოგზაურობა აფხაზეთში გასული წლის ნოემბერში შედგა, რომელიც ბლოგერი ირაკლი ბერძენიშვილის თაოსნობით მოხდა. აფხაზურმა მედიამ ქართველთა ვიზიტი "პოლიტიკურ პროვოკაციად" მონათლა. 408 3-ს მოსწონს
|