არქიტექტურა გასაოცარი სკულპტურები, რომლებიც ფიზიკისა და გრავიტაციის კანონებს არ ემორჩილებიან 2017, 1 აგვისტო, 14:53 უკვე კარგა ხანია, რაც კაცობრიობამ ფეხი შედგა ოცდამეერთე საუკუნეში- ტექნიკური პროგრესის და კომპიუტერული ტექნოლოგიების არნახული გაქანების ეპოქაში. ნოვატორული და კრეატიული იდეები შეეხო არამარტო მეცნიერებასა და ტექნიკას, არამედ ხელოვნებასაც. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღიმართა ძეგლები და სკულპტურები, რომელთა აბსტრაქტულობა გვაოცებს. სწორედ ასეთ სკულპტურებზე გვექნება დღეს საუბარი. მათმა შემქმნელებმა უბრალოდ დაარღვიეს ყველა ტრადიცია, რომელიც კი გამეფებული იყო გამომსახველობითი ხელოვნების სამყაროში. მაშ ასე, თქვენს წინაშეა 15 სკულპტურა, რომლებიც ფიზიკისა და გრავიტაციის კანონებს უგულებელყოფენ. "სასწაულების ქვეყანა'', კანადა კანადის ქალქ კალგარიში აღმართულ ამ სკულპტურაში ყველაზე უჩვეულო რამ მის შიგნითაა მოქცეული. გარედან - ეს 12-მეტრიანი მავთულხლართებით შექმნილი თავის ფორმის კარკასია, ხოლო შიგნიდან ესპანელი სკულპტორის ხეიმე პლენსის წარმოსახვით დანახული მთელი სამყაროა. ნიკოლ ლავარენის სკულპტურა სოფელ მუჟენში, საფრანგეთი თანამედროვე თვითნასწავლი სკულპტორი ნიკოლ ლავარენი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ყველაზე უჩვეულო ადგილებში ბალანსირებადი ადამიანების ფიგურებით. "კარმა", აშშ კორეელი სკულპტორის დო-ხო სუს ქმნილება დამთვალიერებლებს ნიუ-იორკის სამხატვრო გალერეის შესასვლელთან ხვდება და ის თავისი პომპეზურობით და უცნაურობით მაშინათვე ატყვევებს მნახველს. სტატუის სიმაღლე სულ 7 მეტრია, თუმცა გეჩვენებათ, რომ ის უსასრულოა. "საიდუმლო საღამო", აშშ ქალაქ-მოჩვენება რიოლეტეში აღმართული ალბერტ შუკალსკის სკულპტურა-ავტორის გზავნილია ლეონარდო-და ვინჩის ცნობილი ფრესკის "საიდუმლო სერობის" მისამართით. ყველასათვის ნაცნობი სიკვდილის ველის ფონზე ეს ფიგურები განსაკუთრებით იდუმალად ღამ-ღამობით გამოიყურებიან, როდესაც შიგნიდან ანათებენ სპეციალური მაშუქების მეშვეობით. "ბრილიანტები", ავსტრალია მოგეჩვენათ, რომ ფოტოსურათი გადაბრუნებულია?-თქვენ ცდებით. ახალზელანდიელმა ოსტატმა ნილ დოუსონმა შექმნა სკულპტურა, რომელსაც შეუძლებელია გულგრილად აუარო გვერდი და არ დაინტერესდე, თუ რა აიძულებს ამ მბრწყინავ სფეროს მყარად გაჩერდეს ჰერში. ეფექტი მიიღწევა ნაკლებადშესამჩნევი ტროსების მეშვეობით. ''ბალანსირებადი ფიგურა'', დუბაი ეს ბალანსირებადი ბრინჯაოს საოცრება ფიზიკის კანონებს არ ცნობს. პოლონელი ოსტატის ეჟი კენძერას ქმნილება თუ როგორ ახერხებს, რომ ქარისა და საკუთარი სიმძიმის ძალის მოქმედებით ჰაერში არ ტრიალდება-ამოუცნობია. "მევიოლინის ძეგლი", ჰოლანდია ამსტერდამის მუნიციპალიტეტის შენობაში, რომელშიც აგრეთვე მუსიკალური თეატრია განთავსებული, ამ ძეგლის დასადგმელად მარმარილოს იატაკის გატეხვაზეც კი არ თქვეს უარი. თუ ვინაა სკულპტურის ავტორი, ამაზე ქალაქის მუნიციპალიტეტში მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ და დუმილს ამჯობინებენ. "პორშე'' სიჩქარის ფესტივალზე, დიდი ბრიტანეთი ხელოვანი ჯერი ჯუდა გასაოცარ სკულპტურებს ქმნის ავტომობილებისაგან, რომლებიც თითქოსდა უსასრულო სივრცისაკენ მიისწრაფიან. სიჩქარის ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელიც გუდვუდში ტარდება ხოლმე, სკულპტორმა მოახერხა ემუშავა ავტოსამყაროს ყველაზე ცნობილ ბრენდებთან ერთად. "შემცირება და აღმასვლა", ავსტრალია ცისკენ მიმავალ კიბეს, შექმნილს დევიდ მაკკრაკენის მიერ, აქვს თავისი პატარა საიდუმლო. ყოველი მომდევნო საფეხური წინაზე ოდნავ პატარაა. ამის წყალობით მიიღწევა ეფექტი, რომ კიბე უსასრულოა. ''დროის შეუქცევადობა", საბერძნეთი ბერძენი მხატვარი და სკულპტორი ადამ მარტინაკისი ქმნის ციფრულ სკულპტურებს ფუტურისტულ-ვირტუალური ხელოვნების ჟანრში. მათი ნახვა მხოლოდ ინტერნეტში ან პრინტითაა შესაძლებელი, სამაგიეროდ ესაა თანამედროვე ხელოვნება, რომელიც გამომსახველობის ახალ-ახალ შესაძლებლობებს ხსნის. "გრავიტაციის თავისებურებანი სპილოსათვის" დანიელ ფრიმანის სკულპტურა-მოგზაურმა პარიზის ფონტენებლოს ციხეს მონახულებაც კი მოასწრო. სკულპტურა ავტორმა შექმნა საკუთარი თეორიის დასამტკიცებლად, რომლის მიხედვითაც თითქოსდა სპილოს საკუთარი ხორთუმის წვერზეც კი შეუძლია ბალანსირება დედამიწიდან 18 ათასი კოლომეტრის სიმაღლეზეც კი. "წყალქვეშა სკულპტურები", მექსიკა მიწისქვეშა პარკები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში-სკულპტორ ჯეისონ ტეილორის დამსახურებაა. თუ გსურთ ექსპონატებთან სელფი გადაიღოთ, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ აკვალანგი. "ინვოლუცია", ჩად ნაითი ციფრული ხელოვნების კიდევ ერთი წარმომადგენელი-ჩად ნაითი თავის ვირტუალურ სკულპტურებს ანთავსებს ისეთ პეიზაჟებში, რომლების საოცრად აახლოებს მათ რეალობასთან. ამას ხელოვანი ისე ფანტასტიკურად აკეთებს, რომ გეჩვენებათ, თითქოს ფიგურა ცოცხალია. "ალი და ნინო", ბათუმი, საქართველო დინამიური ფიგურის შექმნისაკენს ხელოვან თამარ კვესიტაძეს რომანის ორი გმირის რომანტიკულმა თავგადასავალმა უბიძგა. ფიგურები მუდმივ მოძრაობაშია-ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, შედიან ერთმანეთში და შემდეგ ისევ შორდებიან. 259 8-ს მოსწონს 1-ს არა
|