x
image
lady.ge
ათი აკრძალული შეკითხვა
imageზოგჯერ ერთი არასწორად დასმული კითხვაც ზიანს მოუტანს ყველაზე მყარ ურთიერთობას.

საყვარელ ადამიანს არ უნდა ჰკითხოთ შემდეგი:

1. ეს კაბა მასუქებს?

ყველაზე საშინელი კითხვაა, რომელიც შეიძლება დაუსვათ მამაკაცს. გახსოვდეთ! ყველას უყვარს თავდაჯერებული ქალები. ეს კითხვა კი თქვენ თავდაუჯერებლობას წარმოაჩენს, ის შეგიძლიათ დაუსვათ დედას, დას, დაქალს ან პირად სტილისტს.


2. რაზე ფიქრობ?

ყველაზე გავრცელებული პასუხი ამ კითხვაზე არის-„არაფერზე“. ზოგჯერ ადამიანებს ახასიათებთ ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე ფიქრი. ამ კითხვის ხშირად გამეორება მიუთითებს, რომ თქვენ გაღიზიანებთ მისი სხვაგან მიმართული მზერა ან გსურთ მისი ფიქრების დამორჩილებაც.

3. რომელ ჩემ დაქალს აკოცებდი?
მეტად გამაღიზიანებელი კითხვაა, რადგან ყველანაირი პასუხი ნაკლებად გესიამოვნებათ: თქვენ უბრალოდ გსურთ მოისმინოთ პასუხად: მილიონ დოლარადაც არც ერთს არ ვაკოცებდი.“მაგრამ ზოგჯერ მამაკაცებს ტყუილის თქმა არ უყვართ.

4. რამდენი შვილი ვიყოლიოთ?

გსურთ დაინახოთ როგორ გარბის ძვირფასი ადამიანი თქვენგან? არა? დაივიწყეთ ეს კითხვა და მოეშვით. უკიდურეს შემთხვევაში ურთიერთობის საწყის ეტაპზე, სანამ ნიშნობას გადაწყვეტთ და საკუთარ გრძნობებში სრულად დარწმუნდებით, უბრალოდ დატკბით გარკვეული გაურკვევლობით და საყვარელ ადამიანთან ყოფნით.

5. ავტოავარიაში, რომ მოვყვე, რამდენ ხანში წამოიწყებ ახალ რომანს?

თავად რამდენი ხანი დაელოდებით, ღმერთმა დაიფაროს, თუ დაიღუპება? იქნებ ოცნების მამაკაცი სასაფლაოდან გამოსვლისას შეგხვდეთ? სიყვარულში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ. ამასთან მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა თავს მსხვერპლად უმიზეზოდ წარმოაჩენთ.

6. „კაცების“ წვეულებაზე ჩემი სტუმრობა ხომ არ გაგანაწყენებს?

რა თქმა უნდა ის განაწყენდება. მამაკაცებს თავისი საქმეები და საუბრის თემები აქვთ. ზოგჯერ უმჯობესია ისინი არ იცოდეთ. წარმოიდგინეთ ის ქალების თავყრილობაზე, როგორ ისმენს თქვენ ჭორაობას?!..

7. სულ ამ გოგონას რომ უყურებ, მოგწონს?

ეს კითხვა ისევ თქვენ თავდაუჯერებლობას გასცემს, რაც არასექსუალურია. ის თქვენთანაა და არა მის გვერდით, ამიტომ ნუ ეჭვიანობთ წვრილმანების გამო და არაფრისგან პრობლემებს ნუ ქმნით.

8. რამდენი ქალი გყოლია ჩემამდე?

ნამდვილად გსურთ ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა? ამით რას მიიღებთ? წარსულს ვერ შეცვლი და ვერ წაშლი. ყველა ადამიანს აქვს ბნელი კუნჭული. ამიტომ ნუ უბიძგებთ მას სასიამოვნო ან უსიამოვნო მოგონებისკენ. დატკბით არსებული რეალობით.

9. ვინ უფრო მეტად გიყვარს მე თუ დედაშენი?

მამაკაცების 99 % ამ კითხვას მკრეხელობად ჩათვლის. სინამდვილეში კი მათ ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ. ურთიერთობა თქვენსა და მას შორის, ურთიერთობას დედას და შვილს შორის სრულიად განსხვავებულია, მათი შედარება დაუშვებელია.

არასდროს დასვათ ეს კითხვა.

10. ნამდვილად გიყვარვარ?

ამ კითხვის დასმა ნიშნავს, რომ არ გჯერათ მისი სიყვარული.

ზოგიერთ მამაკაცს არ უყვარს გრძნობებზე საუბარი, ისინი მათ გამოხატავენ ქცევით ან თქვენ გვერდით ყოფნით.

ეს კი საკმარისი უნდა იყოს.

22
19433
34-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
19433
  
2014, 20 ოქტომბერი, 15:53
შეადგინეთ, რა გიშლით ხელს? ერთ-ერთი (სულელური) გამაღიზიანებელი კითხვა ალბათ ეს იქნება. ცოლი ქმარს ეუბნება ორსულად ვარო და ქმარი ეკითხება ვისგანო? )))
2014, 19 ოქტომბერი, 17:08
ამ კითხვებს ასე ვუპასუხებდი : 1. გულწრფელად ვუპასუხებდი. 2. რასაც ვფიქრობ იმას გაუზიარებდი. 3. გულწრფელად ვუპასუხებდი. 4. იმდენი შვილი ვიყოლიოთ რამდენიც გაგიხარდება :D 5.სიყვარულში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ მართლა, პასუხია : არვიცი. 6. სადაც გინდა იქ წამომყევი და მეწვიე (სამსახურის გარდა). 7. კი, მომწონს, მაგრამ შენ ვერავინ შეგედრება სიხარულო :D. 8. ცოლამდე ერთ ქალს ვიყოლიებ ალბათ, პასუხია : 1. 9. დედა არ მყავს, ამიტომ მაგ კითხვას ვერ დამისვამს მეწყვილე. 10. გულწრფელად ვუპასუხებდი. საყვარელი ადამიანისგან სულელური შეკითხვები არა გამაღიზიანებელი, თუ ხშირად დასვამს მაშინ კი.
2014, 8 სექტემბერი, 14:08
ცოლი ამ კითხვებიდან ერთს მაინც თუ დამისვამს ჩათვალოს რომ სახლიდან გაგდებულია
2014, 24 მარტი, 14:34
ქალები უფრო მოქმედებთ ნერვებზე გაუთავებელი სულელური შეკიტხვებით ვიდრე კაცები
2013, 22 აგვისტო, 14:30
იქონიებს
2013, 22 აგვისტო, 14:29
კითხე და იყავი მარტო :D რატომ უნდა დაუსვა ადმიანს კითხვა რომელიც აღიზიანებს
2013, 22 აგვისტო, 14:28
ამ კითხვების მერ ემინდა ხოლმე მოვკლა ადამიანი
2013, 3 ივლისი, 20:35
ვინ უფრო მეტად გიყვარს მე თუ დედაშენი?–აი ეს კითხვა არ უნდა დასვა აშკარად...:)
2013, 21 მაისი, 21:15
ურთიერთობაში რაც ნაკლებ შეკითხვას დასვამ მით უკეთ იქნები... )))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10