სასმელები მოამზადეთ უგემრიელესი "მოჰიტო" სახლის პირობებში 2017, 30 ივლისი, 9:43 ცხელი ზაფხულია და თითოეული ჩვენთაგანი მხოლოდ და მხოლოდ გამაგრილებელი სასმელებით ვამარაგებთ ორგანიზმს ამ გაუსაძლის სიცხეში. ძალიან კარგია ცივი წყალი ან კიდევ სხვადასხვა დასახელების მინერალური წყლები, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო გემრიელი და სახლის პირობებში ადვილად მოსამზადებელი გამაგრილებელი სასმელი მოჰიტო.ზაფხული ხომ საუკეთესო დროა გამაგრილებელი სასმელებისთვის. მოჰიტო ცოტა ტკბილი, ცოტაც მჟავე, გამაგრილებელი და გამამხნევებელი საშუალებაა ცხელ ზაფხულში. წარმომიდგენია მკითხველის გაოცება, რომელმაც კარგად იცის ამ ეგრეთ წოდებული სასმელის გემო და ფასი, მაგრამ დამერწმუნეთ ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია მისი მომზადება სახლის პირობებში.ეს უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელი ხუთი დასახელების ინგრედიენტისაგან მზადდება და მომზადებისთვის მხოლოდ და მხოლოდ 15 წუთი არის საჭირო. მაშ, ასე:მოჰიტოს მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 1) პიტნა ერთი შეკვრა; 2) შაქარი 4 სუფრის კოვზი; 3) მინერალური წყალი მიტარბი ( სხვა დასახელების მინერალურ წყალს სხვა გემო აქვს, მაგალითას სპრაიტს); 4) ლიმონი 2 ცალი; 5) მწვანე ვაშლი. გაითვალისწინეთ, რომ ეს დოზა ორი ადამიანისთვისაა გამიზნული. როგორ მოვამადოთ ეს უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელი? ავიღოთ ყველაზე დიდი ზომის სასმელი ჭიქა, ჩავყაროთ მასში ხელით დაქუცმაცებული 12 ფოთოლი პიტნა, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და სამი სუფრის კოვზი ადუღებული წყალი ( და არა გადადუღებული), ვიწყებთ ამ ინგრედიენტების ჭიქაში ხის კოვზით მოსრესვას, ( აქვე ჭიქიდან ვიღებთ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს სასმელის წვრილი ნარჩენებისგან გასუფთავების მიზნით, თუმცა ხშირ შემთხვევაში პიტნის ნარჩენებს ჭიქაშივე ტოვებენ). როცა დავრწმუნდებით, რომ მასა კარგად გაისრისა, შემდეგ ვასხამთ მინერალურ წყალს მიტარბს 5 - 6 სუფრის კოვზის ოდენობით და მთლიანად ვაწურავთ ნახევარ ლიმონს, შემდეგ ჭიქას ვავსებთ გაყინული წყლით, ყინულის კუბიკებით და მორჩენილ ნახევარ ლიმონს ვჭრით ჭიქაში მწვანე ვაშლთან ერთად. საკმარისია მხოლოდ ორ - ორი ნაჭერი. იგივე პროცედურას ვასრულებთ მეორე მინის ჭიქაშიც.ზაფხულის ამ უგემრიელეს გამაგრილებელ სასმელს ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლსაც ურევენ და ამისათვის კი საუკეთესო ვარიანტი არის თეთრი რომი ან კიდევ პიტნის არაყი, რომელიც კოქტეილს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. 1217 4-ს მოსწონს
|