კინო ტოპ 5 ყველაზე პოპულარული ეროტიკული ფილმი საბჭოთა კავშირში 2017, 23 ივლისი, 18:22 1) ემანუელა(1974)-ფრანგული საკულტო ეროტიკული(ან მსუბუქი პორნოგრაფიული) ფილმი.სურათი ჯერ სამშობლოში იქცა სენსაციად შემდეგ კი დაიპყრო მთელი მსოფლიო, მაგალითად Columbia Pictures-მა პირველად ისტორიაში ოფიციალურად შეიძინა ამ ჟანრის ფილმი.
![]() ![]() შემდეგ იყო გაგრძელებები, სულ გადაიღეს 7 ფილმი.(ოფიციალურად)პირველ 5 ფილმში ითამაშა ჰოლანდიელმა სილვია კრისტელმა. 2)ბერძნული ლეღვის ხე-(1976, გერმანია)-მეგაჰიტი საბჭოთა ჯავშირში, ფაქტიურად უცნობი დასავლეთში და აშშ-ში. სიუჟეტის მიხედვით ლამაზი სტუდენტი გოგონა პატრიცია საბერძნეთში დასვენების შემდეგ მიუნხენში უნდა დაბრუნდეს, თუმცა თვითმფრინავის ბილეთს სხვას უთმობს, ამის შემდეგ იწყება მისი სექსუალური თავგადასავლები.მთავარ როლს ბეტი ვერჯე თამაშობს, რომლის შესახებაც ფაქტიურად არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, ითამაშა სულ 4 ფილმში. ![]() შეიქმნა კურიოზული სიტუაცია: 1988 წელს "ბერძნული ლეღვის ხე" საბჭოთა კავშირში ოფიციალურად დაუშვეს ვიდეოსალონებში, როცა პარალელურად რამდენიმე ადამიანი სასჯელს იხდიდა ამ ფილმის გავრცელების გამო. ![]() 3)კალიგულა-1979-(იტალია-აშშ)-ეროტიკულ ისტორიული დრამა, ანტიკური რომის იმპერატორის კალიგულას მმართველობაზე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც სასტიკი, ცბიერი და ცოდვილი ადამიანი. ![]() ![]() 4)სამი შვედი რიპერბანადან(1980)-დასავლეთგერმანული ეროტიკული კომედია შვედ უფროსკლასელებზე, რომლებიც ჰამბურგის ქუჩებში ათასი თავგადასავლი გადახდებათ.ძალზე პოპულარული იყო საბჭოთა ვიდეოსალონებში. ![]() ![]() 5) სექსმისია(ახალი ამაზონები)-1984 პოლონეთი-სოციალისტური ბანაკის ეროტიკულ-ფანტასტიკურ-კომედიური ფილმი, რომლის მოქმედებას 50 წლის შემდეგ ხდება, რის მიხედვითაც ორი მამაკაცი სამეცნიერო ექპერიმენტის შედეგად ხვდებიან მომავალში, სადაც აღმოაჩენენ, რომ მამაკაცები, როგორც ასეთი გადაშენდენენ და აღარ არსებობენ, პლანეტა მხოლოდ ქალებითაა დასახლებული. ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებაში გავიდა, თუმცა შეუცვალეს სახელწოდება("ახალი ამაზონები" დაარქვეს) და შეამოკლეს 25 წუთით, სადაც ეროტიკული სცენები ამოიღეს. ![]() ![]() იხილეთ აგრეთვე
20 ყველაზე პოპულარული უცხოური ფილმი საბჭოთა კავშირში
10 ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმი
მუსიკალური ნოსტალგია:რომელი უცხოური სიმღერები და შემსრულებლები იყო საბჭოთა კავშირში პოპულარული?
3903 9-ს მოსწონს 1-ს არა
|