x
image
დათო შაროვი
ასკილი, მცენარე, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება გააჩნია!
image


ასკილი იგივე ველური ვარდი, მცენარე, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება გააჩნია. იგი პოლივიტამინური მცენარეა, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. ასევე, შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინე-

რალებსა და კაროტინს. ასკილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: სედა

ტიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერე-


ბელი, შარმდენი და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი თვისებები.


image


იმისათვის, რომ მასში შემავალმა ვიტამინებმა ბიოლოგიური აქტივობა შეინარჩუნოს, ასკილის ნაყოფი აუცილებელია დროულად შევაგროვოთ, სწორად გავამშრალოთ და სათანადო პირობებში შევინახოთ. ნაყოფი შემოდგომით, დარბილებამდე უნდა დავკრიფოთ. ასკილი ყინვამდე უნდა დაიკრიფოს, რათა ყინვადაკრულმა ნაყოფმა ვიტამინები არ დაკა-

რგოს. ახალდაკრეფილი ასკილის ნაყოფი მზის სხივებს უნდა მოვარი-

დოთ და ჩრდილში გავაშროთ, მერე კი თავდახურულ ჭურჭელში შევი-

ნახოთ.


image


ასკილის ნაყენი და ნახარში ჰიპოვიტამინოზის სამკურნალოდ გამოიყე-

ნება. ერთ ჭიქა ასკილის ნაყენს შეგვიძლია დავუმატოთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და 10-15 წვეთი ლიმონი. ეს წვენი სასარგებლოა გრი-

პის, გაციებისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს. ეფექტურია ფილტ-

ვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, ნერვული დაავადებების სამკურნალოდ.


image


ასკილის ნახარში ძალიან ეფექტურია იმუნური სისტემის გასაძლიერე-

ბლად გაციების დროს. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს: ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი დავფქვათ და 2 ჩაის ჭიქა მდუ-

ღარე წყალი დავასხათ, 5-10 წუთი ავადუღოთ. 2-3 საათი გავჩეროთ და გადავწუროთ. ეს ნახარში შეგვიძლია მივიღოთ დღეში 3-4 ჯერ, 1/4-1/2 ჭიქა. ასკილის ნაყენი გამოიყენება თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ამისათვის, 20გ დაქუცმაცე-

ბულ ნედლეულს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 12 სთ გავაჩეროთ თერმოსში, შემდეგ გადავწუროთ.ეს ნაყენი შეგვიძლია მივი-

ღოთ 3-ჯერ დღეში, ნახევარი ჭიქა.

0
1155
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
1155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0