სხვა სოკოს დადებითი თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 17 ივლისი, 18:16 ![]() სოკოს დაახლოებით 3000-მდე სახეობა არსებობს, ამათგან ჯანმრთე- ლობისთვის საშიშია დაახლოებით 50. უძველესი დროიდან სოკო შეუ- ცვლელი იყო ნებისმიერ სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ სუფრაზე, განსაკუთრებით მარხვის დროს. სოკო შეიძლება მოხარშოთ, შეწვათ, გაახმოთ და დაამწნილოთ. სოკო შეიცავს უამრავ ცილას, საკმარისია შეჭამოთ ძალიან ცოტა და შიმშილის გრძნობა გაქრება. სოკო B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს (სპილენძს, იოდს, თუთიას, ფოსფორს), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადე- ბების განვითარების რისკს, ებრძვის ვირუსულ ინფექციებს. ![]() თუმცა, სოკოსთან დიდი სიფრთხილე გვმართებს, მას შეუძლია შეიწო- ვოს მიწიდან ჰაერი, წყალი, დააგროვოს ტოქსინები და რადიოაქტიური ნაერთები, არ შეინახოთ გარეცხილი და გასუფთავებული სოკო, უმჯო- ბესია მაშინვე მოხარშოთ ან შეწვათ.დაკონსერვების დროს არ შეიძლება მოხუფოთ ლითონის სახურავით, შეიძლება გაჩნდეს ბოტულიზმის ბაქ- ტერიები. კერძი არ შეინახოთ მეორე დღისთვის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც კარტოფილთან ერთად არის მომზადებული. ![]() უძველესი დროიდან ხალხს მიაჩნდა, რომ თეთრი სოკო კურნავს გულს, ორგანიზმს მატებს ტონუსს, აქვს ბაქტერიციდული თვისებები, ხის სოკო სასარგებლოა თირკმლებისთვის: ქამა, მანჭკვალა, ზეთიანა - შველის თავის ტკივილს, ამასთან, მანჭკვალა მსუბუქი გამხსნელია. არყა აწეს- რიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მელისყურა-შველისრადიკულიტს. გისურვებთ ჯანმრთელობას! 402 7-ს მოსწონს
|