სხვა სოკოს დადებითი თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2017, 17 ივლისი, 18:16 სოკოს დაახლოებით 3000-მდე სახეობა არსებობს, ამათგან ჯანმრთე- ლობისთვის საშიშია დაახლოებით 50. უძველესი დროიდან სოკო შეუ- ცვლელი იყო ნებისმიერ სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ სუფრაზე, განსაკუთრებით მარხვის დროს. სოკო შეიძლება მოხარშოთ, შეწვათ, გაახმოთ და დაამწნილოთ. სოკო შეიცავს უამრავ ცილას, საკმარისია შეჭამოთ ძალიან ცოტა და შიმშილის გრძნობა გაქრება. სოკო B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს (სპილენძს, იოდს, თუთიას, ფოსფორს), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადე- ბების განვითარების რისკს, ებრძვის ვირუსულ ინფექციებს. თუმცა, სოკოსთან დიდი სიფრთხილე გვმართებს, მას შეუძლია შეიწო- ვოს მიწიდან ჰაერი, წყალი, დააგროვოს ტოქსინები და რადიოაქტიური ნაერთები, არ შეინახოთ გარეცხილი და გასუფთავებული სოკო, უმჯო- ბესია მაშინვე მოხარშოთ ან შეწვათ.დაკონსერვების დროს არ შეიძლება მოხუფოთ ლითონის სახურავით, შეიძლება გაჩნდეს ბოტულიზმის ბაქ- ტერიები. კერძი არ შეინახოთ მეორე დღისთვის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც კარტოფილთან ერთად არის მომზადებული. უძველესი დროიდან ხალხს მიაჩნდა, რომ თეთრი სოკო კურნავს გულს, ორგანიზმს მატებს ტონუსს, აქვს ბაქტერიციდული თვისებები, ხის სოკო სასარგებლოა თირკმლებისთვის: ქამა, მანჭკვალა, ზეთიანა - შველის თავის ტკივილს, ამასთან, მანჭკვალა მსუბუქი გამხსნელია. არყა აწეს- რიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მელისყურა-შველისრადიკულიტს. გისურვებთ ჯანმრთელობას! 406 7-ს მოსწონს
|