x
image
ალექსანდრე ლექსო
როგორ ვმართოთ ავტომობილი წვიმაში


image

მთავარი საშიშროება წვიმის დროს გზასთან ცუდი მოჭიდება და ხილვადობის გაუარესებაა. იზრდება სახიფათო სიტუაციაში მოხვედრის რისკი.

ხილვადობა


image
წვიმის წვწთები და წინა ბორბლების მიერ წარმოქმნილი წყალი აუარესებს ხილვადობას, ამიტომ უნდა დავაგდოთ სიჩქარე და გავზარდოთ დისტანცია წინა ავტომობილთან.
თუ წვიმა ისე გაძლიერდა, რომ ხილვადობა 20 მეტრზე ნაკლებია, ჯობია ჩავრთოთ საავარიო სიგნალი და შევანელოთ მოძრაობა ან მანქანა გადავაყენოთ და დაველოდოთ ამინდის გაუმჯობესებას.
თუ მანქანის მინები დაორთქლა, ჩავრთოთ კონდიციონერი და ჰაერის ნაკადი მინისკენ მივმართოთ. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს მინის ხელით გაწმენდა. ამისთვის წინასწარ ჩვარი მოიმარაგეთ.

გზასთან მოჭიდება.

მშრალ ამინდში გზაზე არის მტვერი, ჭუჭყი, ტექნიკური სითხეების ლაქები. წვიმის პირველივე წვეთები ყველაფერ ამას ასველებს და წარმოიქმნება სრიალა ზედაპირი. საჭიროა არ გავაკეთოთ მკვეთრი მანევრები და შევამციროთ სიჩქარე.


image
თუ გზა უკვე სველია, მოჭიდება მკვეთრად უარესდება გუბეში მოხვედრის დროს. საბურავები ვერ ასწრებენ წყლის განდევნას მოჭიდების ფართობიდან. გუბეში დიდი სიჩქარით მოხვედრისას თქვენ შეიძლება მართვა ვეღარ შეძლოთ. ამ შემთხვევაში არაფრით არ შეიძლება საჭის მკვეთრი მოძრაობები, მდორედ აუშვით ფეხი გაზიდან და თუ საჭირო იქნება აკურატულად დაატრიალეთ საჭე საჭირო მიმართულებით.
გუბეები კიდევ სხვა საფრთხესაც შეიცავს – ორმოებს, ხან კი თავღია საკანალიზაციო ჭებსაც. ამიტომ გუბეს ყოველთვის ეცადეთ გვერდი აუაროთ, ან ბორბლებს შორის მოიქციოთ.
წვიმის დროს ძალიან სრიალა ხდება ტრამვაის და რკინიგზის რელსები, გადასასვლელებზე რეზინის საფარი, საგზაო მონიშვნები, ბეტონი.

სხვა საშიშროებები


ხშირად თავსხმა წვიმასთან ერთად ძლიერი ქარი იცის, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, გზაზე შეიძლება ჩამოვარდეს ხეები, საგზაო ნიშნები, ბოძები, ნაგვის ურნები.
ტრასაზე მოძრაობისას პერიოდულად დააჭირეთ მუხრუჭის სატერფულს, რათა მუხრუჭების ბალიშები გავაშროთ.

მოკლე ინსტრუქცია

1. შეამცირეთ სიჩქარე და გაზარდეთ დისტანცია

2. არავითარი მკვეთრი მოძრაობები! ეცადეთ დამუხრუჭება, აჩქარება და მანევრირება მდოვრედ გააკეთოთ.

3. აკონტროლეთ საბურავების მდგომარეობა. "მელოტი" საბურავები მთავარი საფრთხეა წვიმის დროს.

4. ხშირად შეცვალეთ მინისგამწმენდები.

5. გამოიყენეთ განათება და თქვენი ყოფნა ტრასაზე სხვებისთვის შესამჩნევი გახადეთ.

6. მაქსიმალურად მოერიდეთ გუბეებს.

7. შეიძლება მინები სპეციალური ხსნარით დაამუშაოთ, რაც ხელს შეუწყობს წყლის წვეთების მალე მოშორებას.


0
312
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0