სადგური კრატერ ეიტკენის ტერიტორიაზე დაეშვა მთვარის სამხრეთ პოლუსის რაიონში.
დაშვება 3 იანვარს წარმატებით განხორციელდა, მოწყობილობა არ დაზიანებულა.
ვიდეოზე, რომელიც დაშვების დროს არის გადაღებული, ჩანს თუ როგორ ყოვნდება სადგური მთვარის ზედაპირის თავზე რამდენჯერმე, სანამ ავტომატიკა არ შეარჩევს შედარებით უსაფრთხო ადგილს დაშვებისათვის.
ჩინური სადგური მეცნიერებს საშუალებას მისცემს არა მარტო დაათვალიერონ მთვარის მეორე მხარე, არამედ გაარკვიონ, შეიძლება თუ არა იქ ეკოსისტემის გამართვა გრავიტაციის პირობებში.