სხვა პირველი გადასანერგი ხელოვნური თირკმელი 2017, 13 ოქტომბერი, 1:06 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი მზადაა მედიცინის ისტორიაში პირველად, გადასანერგი ხელოვნური თირკმელი შექმნას. იმპლანტი შეიქმნება იმავე ტექნოლოგიით, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული ჩიპების შესაქმნელად. სან–ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ფარმაცევტული სკოლის პროფესორმა შუვო როიმ და ტენესის შტატის ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ნეფროლოგმა უილიამ ფისელმა, ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლების კონტროლის დეპარტამენტისაგან ნებართვა მიიღეს შექმნან ხელოვნური თირკმელი. მათ საშუალება ეძლევათ კლინიკური გამოცდები 2018 წელს დაიწყონ. მეცნიერების მთავარი ამოცანა იყო ხელოვნური თირკმელი ისეთი ნივთიერებისგან დაემზადებინათ, რომელსაც ორგანიზმი ადვილად შეეგუებოდა. მათ ძირითად ელემენტად სილიციუმი აირჩიეს. სილიციუმის ფილტრები საშუალებას იძლევა ორგანიზმის იმუნური უჯრედები განაცალკეოს ხელოვნური თირკმლის უჯრედებისაგან და მხოლოდ წყალი და მარილი გაატაროს. ფილტრები უერთდება ბიორეაქტორში გამოზრდილ თირკმლის ცოცხალ უჯრედებს და თავსდება შარდის ბუშტსა და სისხლის მიმოქცევის სისტემასთან მიერთებულ დახურულ კორპუსში. მას არ სჭირდება გარე მილები და პაციენტი გადანერგვის შემდეგ ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა. «სილიციუმი — ეს დედამიწაზე ყველაზე სრულყოფილი მასალაა, — ამბობს შუვო როი. — ის საშუალებას გაძლევთ აბსოლუტურად ზუსტი გაჭრა გავაკეთოთ, სისქით, მაგალითად შვიდი ნანომეტრი მხოლოდ 1 პროცენტზე ნაკლები ცდომილებით». დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები 2 წლის განმავლობაში წინაკლინიკურ გამოკვლევებს ატარებდნენ ხელოვნურ თირკმლის გადანერგვით ღორებზე. შდეგი დამაკმაყოფილებელი იყო. შემდეგ მათ ნება დართეს გადანერგვების კლინიკური კვლევები უკვე ადამიანებზე ჩაეტარებინათ. მეცნიერები თვლიან, რომ სიახლე პაციენტებს მძიმე თირკმლის უკმარისობით გაანთავისუფლებს დამღლელი დიალიზისაგან. აგრეთვე შემცირდება გადასანერგი თირკმლების კრიტიკული დეფიციტი, როცა 6 თირკმლების მომლოდინე პაციენტიდან თირკმლებს მხოლოდ ერთი ღებულობს. 182 2-ს მოსწონს
|