სხვა ცოლმა პირობა მისცა ქმარს იმშობიაროს იქამდე,სანამ გოგონა არ გაუჩნდება.ეს მე-14 ცდა იქნება 2017, 3 ივლისი, 13:34 ![]() 40 წლის ფერმერი ირნეუ კრუზი და მისი მშვენიერი მეუღლე ჯუსისლეიდა სილვა 20 წელია უკვე დაქორწინებულები არიან. როდესაც წყვილი პირველ შვილს ელოდებოდა შეთანხმდნენ, რომ თუ ვაჟი დაიბადებოდა სახელს ქმარი დაარქმევდა, თუ გოგონა ცოლი, თუმცა ჯუსისლეიდას ჯერჯერობით არცერთი შვილისთვის არ დაურქმევია სახელი, რადგან ყველა, -ცამეტივე შვილი ბიჭია. "მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ბრაზილიელი ფეხბურთელებით:რობერტო კარლოსი, რონალდინიო, რივალდო, რობინიო-აცხადებს მრავალშვილიანი მამა-შევამჩნიე ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ნამდვილი პროფესიონალების სახელი ასო რ-დან იწყება და მეც გადავწყვიტე ჩემს ყველა ვაჟს სახელები ასო "რ"-ზე დამერქვა." გასულ შემოდგომაზე ცოლ-ქმარს რიგით მე-13 ვაჟი შეეძინათ, რომელსაც რონალდუ დაარქვეს. მათ იმედი ჰქონდათ რიცხვი 13 მათთვის ბედნიერი იქნებოდა და ნანატრი გოგო დაიბადებოდა, თუმცა იმედი გაუცრუვდათ, მაგრამ მათ დაიფიცეს, არ გაჩერდებიან მანამდე სანამ გოგო არ დაიბადება. ![]() ![]() ![]() ![]() ყველაზე უფროსი ბიჭი 18 წლისაა.უმცროსს კი ჯერ წელიც არ შესრულებია: აი სახელებიც:Robson - 18 Rheinau - 17 Raunan - 15, Rubens - 14 Rivaldo - 13, Rouen - 12, Ramon - 10, Rincon - 9 Riquelme - 7, Ramirez - 5, Raylson - 3, Rafael - 2, და ყველაზე ახალგაზრდა ოჯახის წევრი - Ronaldo. ![]() "მათ ყოველდღე ვუმზადებ კილოგრამ ბრინჯს, კილოგრამ ლობიოს, მაკარონის დიდ პაკეტს-აცხადებს ბიჭების დედა-რა თქმა უნდა არის მომენტები, როცა საქმეები ცუდად მიდის, თუმცა მშივრები მაინც არ მრჩებიან, თუნდაც ერთი მხოლოდ პურიც რომ გვქონდეს, ნაწილდება ყველაზე. "ჩემი ბიჭები ძალიან დამჯერები და მოწესრიგებულები არიან"-ამაყად აცხადებს ჯუსისლეიდა. ![]() 569 6-ს მოსწონს 1-ს არა
|